
მაგრებო

აღსავსე ვარ შთაბეჭდილებებით, ერთ-ერთი ძალიან გემრიელი ლაშქრობა

შავნაბადაზე არ ვიყავი ნამყოფი და ძალიან მომეწონა, მონასტრის წირვა სულ განსვავებულია, მადლის ძალასაც სხვანაირად გრძობ...
წინამძღვრის ქადაგება ძალიან კარგი იყო, სახარების მერე რომ მოვისმინეთ (სამწუხაროდ წირვის დასასრულს ქადაგების დროს გარეთ ვიყავი და იმ დროისთვის მხოლოდ 1 ჭ ქვევრის არაყის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვცდილობდი რამდენი ფოტო გადამეღო

აბობოქრებულ ზღვაში-ანუ მონასტრის გარეთ რომ დავბრუნდით-და რაც ზემოთ წერია ყველაფერი უკვე იცით ფაქტიურად, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ბაკურიანული სიგიჟე კიდეც გაგრძელდა და კიდეც ავიდა აღმატებულ ხარისხში

მაკენას მანქანა რასაც უძლებს, ერთი საპატიო ორდენი თუ მედალი თუ რა ვიცი, რას ანიჭებენ ხოლმე -ის უნდა მიანიჭონ

მინიბუსში მაკენას პანტის არაყი დავლიე



დმანისშიც ჩემი პირველი ჩასვლა იყო, ძალიან, ძალიან მომეწონა, თან, შვანაბადასგან განსხვავებით იქ სრული სიწყნარე იყო, არანაირი ტრანსპორტის ხმა არ აღწევდა და ქვემოთ გაყინული მდინარის სუსტი ჩუხჩუხი თუ არღვევდა მყუდროებას... კიდე, ძნელად დავიჯდერე, მაგრამ, ზოგჯერ ჩიტების ჭიკჭიკიც კი მესმოდა, იქ, მონასტრის განაპირას, ხევის ახლოს მოზრდილ ლოდზე რომ ვიჯექი და მზეს და სიჩუმეს ვეფიცხებოდი...
ტაძარი ულამაზესია, მადლიანი...
მამა დოროთე-საოცარი ადამიანი...
ფოტოები იქნება-საღამოს სახლშI რომ მივალ...
