navigator wrote:ნინი და მენდესი დიდი ხანი არ ჩანან
ჩვენ დავიღალეთ და მოგვშივდა, ტრულალას თან შეცდივდა, მარტო ჩაი არ ეყო, კონიაკიც მიაყოლა

ჩვენც ცოტა წავიხემსეთ
სად ვიყავით მე და მენდესი :
ჩვენ უკან გავბრუნდით და მივადექით კოტეჯებს რათა გვეშოვა ბაწარი კი არადა ვედროები ან ტაშტები( მთელი გზა ტაშტს გავოძახოდი ისე ) და წყალი

ნუ იქ უაღრესად "გულთბილად" დაგვხვდენ კოტეჯის მეპატრონეთა შინაური ცხოველები, სულ ყეფით შემოგვეგებნენ, რა საპაიო სტუმრები გვეახლნენო, ისე საყვარლად იღრინებოდნენ ერთი პერიოდი კიდეც გავიფიქრე კბენაარ დააპირონ თქო, ხოდა დავითრიეთ ვედრო და წყლის ბოთლი, ისიც იჯარით, დროებით სარგებლობაში გადმოგვცეს, იმ პირობით რომ უკან დავუბრუნებდით, ამ დროს ტელმა დამირეკა, მენდესმა წყაროს ამბები "გაარკვია" და წავედით "წყლისკენ", ნუ ჩვენ ასე გვეგონა, მე უფრო სწორედ

ხოდაააა, ბევრი ვიარეთ თუ ბევრი ვიარეთ, მენდესი მეუბნება აგერ ძარლის ნაკვალევია და უეჭველი წყაროსთან უნდა მიდიოდესო.... ხოოდა აღმოჩნდა რომ წყაროს ვერ მივაგენით და ისევ უკან დაბრუნება ვარჩიეთ, ნუ ინერვიულებენ ჩვენები თქო:)
ისევ იმ კოტეჯებთან ამოვედით და ხელმეორედ ვესტუმრეთ ჩვენს გულთბილ მასპინძლებს, ძაღლები ახალ უფრო მეთი "შემართებით" დაგვხვდნენ, და ბოლობოლო ის გავარკვიეთ რომ სატრანსპორტო გზისკენ უნდა წავსულიყავით ანუ იქით საიდანაც მოვედით... დავადექით გზას 1 ვედროთი და 1 წყლის ბოთლით, ვიარეთ და მივადექით სახლებს, სადაც შუქი ენთო დავდექით და ვიძახეთ ვიძახეთ, რამის სახლში შევუვარდით, კაციშვილი არ გამოვიდა, ბოლოს ნივა მოადგა ჭიშკარს და ჩვენც დავეტაკეთ: ბიძია წყალი არა გაქვთ? ან ვედრო? ხოდაა კეთილმა ბიძიამ რომელსაც ჰყავდა კეთილი ფერია გვიბოძა ვედრო და ბოთლი წყლით სავსე, ბოტლი გვაჩუქა, ვერო კი გვათხოვა, იმ პირობით რომ დავუბრუნებდით
ნუ რადგან წყალი ვიშოვეთ მე და მენდესმა გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება, გზაში ცოლ-ქმარი შეგვხვდნენ,თავიანთი განუმეორებელი შინაური ცხოველიც, რომელიც ასევე "გულთბილად" შეგვხვდა( არა, ამ ძაღლებს აშკარად არ დავევასეთ რა), როგორც აღმოჩნდა ეკლესიაში მიდიოდნენ, მათგან დავადგინეთ წყაროს მდებარეობა, თურმე იქვე ახლოში ყოფილა, ჩვენ კი მტელი კოჯრის ტყე შემოვიარეთ, ხოდა გავწიეთ იქით, ავსების პროცესში რომ ვიყავით ნავიგატორმა დამირეკა : ცოცხლები ხართო? დადებითი პასუხი მიიღო და ჩვენც წამოვედით, აღმართზე ფეხი დამიცურდა და კინარამ ზედ გადავისხი წყალი, მენდესმა ხელი შემაშველა და გადავრჩით, ეკლესიასთან ნავიგატორი დაგვხვდა და ტვირთი შეგვიმსუბუქა, აი ასე ვიბოდიალეთ მე და მენდესმა იგლუს სამშენებლო აღწურვილობის ძიებაში
