Page 2 of 3

რკონი სექტემბერში

Posted: 17 თებ 2008, 14:17
by Mrs. Robinson
Bernar
გაიხარე! მშვენივრად გვიყვები.
იმ დროის ნოსტალგია კი სულ მაქვს, მამას რომ დავყავდით........

ჭყოპიანთან რომ ციხეა, როგორც ვიცი, მაგას დრისის ანუ ჯავახაანთ ციხეს ეძახიან.
ადგილოვრივები კი რატომღაც დრის ციხეს ეძახიან.

ველით თქვენი ლაშქრობის ამბის გაგრძელებას.... :wink:

რკონი სექტემბერში

Posted: 20 თებ 2008, 19:20
by Bernar
მადლობა Mrs. Robinson!
მაგ ციხის სახელი ნამდვილად არ ვიცოდი: ერთი ის ვიცი მის შესახებ, რომ თამარის დროს არის აშენებული.

რკონი სექტემბერში

Posted: 29 თებ 2008, 11:19
by Bernar
როდესაც გული ვიჯერეთ პეიზაჟების თვალიერებით, ქვემოთ ჩამოსვლაზე დავიწყეთ ფიქრი. იმავე გზით დაბრუნება არ გვინდოდა: ანუ ამ მთის მეორე ფერდობს უნდა ჩავყოლოდით. 3 წლის წინანდელი ლაშქრობიდან გვახსოვდა, რომ მეორე ფერდობის რაღაც ნაწილი აი ასეთი კლდე იყო:
Image[/img]
ამიტომ გეზი ამ კლდიდან მარცხნივ ავიღეთ (ზედა მხრიდან!) და ნელ-ნელა დავიწყეთ დაშვება. დიდი სიფრთხილით ვმოძრაობდით, რადგან კლდე ადვილად იშლებოდა, თან ალაგ-ალაგ საკმაოდ ციცაბო დაღმართები გვხვდებოდა. ბოლოს და ბოლოს ავუარეთ გვერდი ამ ციცაბოებს და მიწიან ფერდობზე დავეშვით, რომელმაც ნაკადულამდე მიგვიყვანა. ეს ნაკადული კიდე თეძამს უერთდებოდა. შვებით ამოვისუნთქეთ და დავეწაფეთ ნაკადულის წყალს: ძალიან გემრიელი იყო.
უზომოდ ნასიამოვნები ვიყავით ჩვენი მცირე მოგზაურობით: მართლა ძალიან ლამაზი იყო ზემოდან დანახული თეძამის ხეობა!

რკონი სექტემბერში

Posted: 29 თებ 2008, 11:32
by Bernar
ამის შემდეგ ნაკადულს ჩვყევით და მალე რკონის ხიდთანაც აღვმოჩნდით: Image[/img]

აქვე კიდევ რამოდენიმე სურათი:
Image[/img]
Image[/img]

რკონი სექტემბერში

Posted: 29 თებ 2008, 11:37
by Bernar
ეს უცნაური ყვავილებია, რომელიც რომელიღაც ხეს ჰჰონდა გამოსხმული, შეიძლება შინდის ხე იყო:
Image[/img]
აი მერაბი ხიდზე, რაღაცას გასცქერის ინტერესით:
Image[/img]

აჰა მეც გამოვჩნდი: ჩემს უკან ჩვენს მიერ დალაშქრული მთა მოჩანს:
Image[/img]

რკონი სექტემბერში

Posted: 29 თებ 2008, 11:46
by Bernar
რკონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ რკონის სამონასტრო კომპლექსში ავედით. საოცარი ჩუქურთმები აქვს მონასტერს. ამ კომპლექსიდან ერთერთი: ერთნავიანი ბაზილიკური ნაგებობა VII საუკუნისაა. სხვათა შორის ამ ბაზილიკას ქვისგან გამოთლილი ვერძის თავიც ამშვენებს, რაც წარმართულ გავლენაზე მიანიშნებს.
სამონასტრო კომპლექსი:
Image[/img]
ეს ზემოთნახსენები ბაზილიკაა:

Image[/img]

ამ ორ სურათზე ვერძის თავი და ჩუქურთმები საკმაოდ კარგად მოჩანს:
Image[/img]

Image[/img]

რკონი სექტემბერში

Posted: 29 თებ 2008, 23:50
by niiin_caaa
მეც ამქვს რკონის სურათები და საერთოდ უმაგრესიააააააა რკონი)))

რკონი სექტემბერში

Posted: 02 მარ 2008, 16:00
by mzevinari
კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში ჩემმა ახლობელმა მე XV-ე საუკუნის ხატი იპოვა და საპატრიარქოში მიაბრძანა,მერე ჩვენც აგვიყვანა....
ვინმე თუ ხართ იქ ამძვრალი ჩემს გრძნობებს გაიგებთ....
დიდ ეკლესიას რომ გასცდები,ხეობას რომ გაუყვები, მარცხნივ რომ გამოქვაბულებია ხომ გახსოვთ? :)
შემთხვევით ვინმეს სურათები ხომ არ მოგეპოვებათ? მე სურათისთვის აღარ მცხელოდა :lol: :lol: :lol:

რკონი სექტემბერში

Posted: 02 მარ 2008, 16:09
by mzevinari
სურათი ზემოთ ყოფილა,დიდი პარდონი :D

Image

რკონი სექტემბერში

Posted: 07 მარ 2008, 22:44
by Bernar
ამის შემდეგ ჩვენს მიკრობანაკში დავბრუნდით რათა ცოტა წაგვეხემსა და დაგვესვენა.
საერთოდ დილიდან მოყოლებული არ შემწყდარა ხალხის ნაკადი რკონის მიმართულებით: მოდიოდნენ ზოგი ურალებით, ზოგი ვილისებით, ნივებით და სხვა და სხვა ტრანსპორტით. ჩვენ ერთი კი გავიფიქრეთ: ნუთუ ამდენ ხალხში ერთი ნაცნობი მაინც ვერ უნდა ვნახოთ-თქო. მაგრამ ჯერ-ჯერობით ფიქრი ფიქრად რჩებოდა...

რკონი სექტემბერში

Posted: 07 მარ 2008, 22:50
by Bernar
ჩვენი შემდეგი გეგმები ასეთი იყო: ჯერ უნდა გვენახა ტყეში ჩაკარგული პატარა საყდარი, რომელიც რკონის ხიდიდან კარგად მოჩანს თუ ყურადღებით დააკვირდებით:
Image[/img]

ამ საყდრის მონახულების შემდეგ კი თეძამის ხეობის აღმა აყოლას ვაპირებდით.

რკონი სექტემბერში

Posted: 07 მარ 2008, 22:53
by qvevri
მერე :?:

რკონი სექტემბერში

Posted: 07 მარ 2008, 22:57
by Bernar
ჰოდა გამოვძვერით კარვიდან და დავადექით გზას. მივედით რკონის ხიდთან და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩვენ აგვიხდა ცოტა ხნის წინანდელი ფიქრები: ჩვენს წინ ჩვენი ნათესავი და ერთერთი უახლოესი მეგობარი იდგა. :D
ის თავის თანამშრომლებთან ერთად წამოსულიყო რკონში ექსკურსიაზე და აი ბედმა გადაგვყარა ერთმანეთს. მცირეოდენი მოკითხვების შემდეგ რამდენიმე სურათი გადავიღეთ და დროებით, საღამომდე დავშორდით ერთმანეთს.
Image[/img]
Image[/img]

რკონი სექტემბერში

Posted: 07 მარ 2008, 23:03
by Bernar
დავადექით მე და მერაბი საყდრის ბილიკს. მალე ბილიკი ორად გაიყო: ჩვენ უკეთეს ბილიკს გავყევით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შევცდით. ამის გამო ცოტაოდენი ბღოტიალი მოგვიწია და მივაგენით ძველ საყდარს. ნამდვილად არ ვიცი რომელი საუკუნისაა ეს საყდარი, მაგრამ ერთი კი ეტყობა, რომ ძალიან ძველია. ირგვლივ სულ ხეებია, საყდრის იატაკის ნაწილი ჩანგრეულია, მაგრამ ეს ფრესკა კი შემონახულა: Image[/img]
უცნაურ ადგილზე კი აუშენებიათ ჩვენს წინაპრებს ეს საყდარი, პირდაპირ დაქანებულ ფერდობზე.

რკონი სექტემბერში

Posted: 07 მარ 2008, 23:19
by Bernar
ცოტა ხანი ვიჯექით საყდრის მახლობლად და საყდრის სანახავად ამოსულ ქართველ ''ტურისტებთან'' ვსაუბრობდით.
შემდეგ რკონის ხიდთან ჩავირბინეთ და შევყევით თეძამის ხეობას. თეძამის ხეობა ულამაზესი ხეობააა: მის ნაპირებზე ან ბუმბერაზი ნაძვების ტყეებია, ან კიდე შვეული კლდეებია აშვერილი. ბილიკი ძალიან კარგად ემჩნეოდა თეძამის ნაპირებს: ეტყობა ხშირად სარგებლობენ ადამიანები.
ჩემთვის უაღრესად სასიამოვნო იყო თეძმის ტყეებში სიარული. თეძამის ხეობა მდ. წაბლარასწყლის (საირმეში) ხეობას მაგონებდა, იქაც კლდეები,ულამაზესი ტყეები და მთების შვეული ფერდობებია, რაც სანახავად ძალიან ეფექტურია. მე რამდენჯერაც ვიხსენებ თეძმის ხეობას იმდენჯერვე ჟრუანტელი მივლის გულში და ვიცი რომ იქ ჩასვლა და იმ ადგილების მონახულება არასოდეს არ მომწყინდება და დამეზარება.
P. S. ადამიანის ასე მოხიბლვა, ალბათ, მხოლოდ გულისსწორს და ბუნებას თუ შეუძლიათ.