მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007
გავიარეთ სოფელი ნორიოც. ერთმა ხანშიშესულმა ქალმა, კითხვაზე "მარტყოფის მონასტერი", გაკვირვებით შემოგვხედა, რაღა მარტყოფისა, ჩვენია, ნორიოს მონასტერიაო, გაგვიღიმა, ღიმილანად გვიპასუხა.
მონასტერს ანტონ მარტყოფელის მარტოდ ყოფნის გამო შერქმევია მარტყოფელი, შემდეგ ეს სახელი სოფელსაც დარქმევია. თუმცა არც ნორიოლების პროტესტია უსაფუძვლო. ისინი, ისევე როგორც მარტყოფელები, ინახავენ ამ მონასტერს, ზრუნავენ მასზე და თავისად მიაჩნიათ. ნორიოელი ქალის პასუხი უფრო სიყვარულის გამოხატულება იყო, ვიდრე სხვა რამის...
უკვე ბიძია გინესის მისამართის კითხვასაც ვაპირებდით რეკორდის დასაფიქსირებლად გზის მკითხაობაში, როდესაც ნაცნობ მოხრეშილ აღმართს შევუყევით. გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებული მეჩვენა ეს გზა. არ ვიცი რისი ბრალი იყო - ლაშქრობებისას ბევრი გზა ვნახე და მათთან შედარებით მოსწორებულად მეჩვენებოდა თუ მართლა იზრუნეს მის მდგომარეობაზე, მარა ნაიას მანქანა ღიღინით მიუყვებოდა აღმართს.
მარტყოფის სასტავმა (მე, ბოჭო, ლამა, პაატა) მწვადი რომ შევწვით იმ ადგილს(ვინჩესტერის დიდი ბათქაბუთქი რომ იყო, გახსოვთ ალბათ ის ადგილი) რომ გავუსწორდით, ჩვენი თოვლიანი ლაშქრობა გამახსენდა. სწორ გეზზე მივდიოდით და შემდეგ მოსახევში კი ფოთლებგაცვენილ ტყეში მონასტერიც გამოჩნდა.

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007
მონასტრის ფოტოებს იმედია ნაია და გამარჯობა შემოგვაწვდიან.
მონასტერში შესულებს იქაური მამაო შემოგვეგება. ღვთისმშობლის ეკლესიის დათვალიერება გვაცალა, გარეთ გამოსულებს, შესასვლელთან ფოტოკამერიანი კაცის მოლოდინში მზეს მიფიცხებულებს მოგვიახლოვდა და აღსარება ვისა გაქვთ ნათქვამი-ართქმულიო გვკითხა. შარვლების გამო გოგოები გაკიცხა, კაბა ჩაიცვითო ეკლესიაში რომ მოდიხართო. აღსარება ვისაც არ გვქონდა ნათქვამი, იმათ მოგვიბრუნდა და თავისი კომკავშირული წარსულით დაიწყო გაზეპირებული ტექსტი და ღვთიური ცხოვრების წესისკენ მოგვიწოდა. რელიგიური დღესასწაულების და მარხვის დღეებში ამოდიო და ერთი სამი დღით მაინც დარჩიო, შემომთავაზა (მამამთა მონასტერია და ქალებს ასეთ შეთავაზებას ვერ ეტყვის, ამოსვლაზე კი მოხარული იქნება), ოღონდ შენთვის თეთრეულიც ამოაყოლეო, დამიბარა
წმინდა გიორგის ეკლესიისკენ გადავინაცვლეთ. მარტში ასვლისას სულ სხვა, ამაღლებული განცდა დამიტოვა ამ ეკლესიამ - გაყინულ ეკლესიაში ღმერთთან განმარტოებული მღვდლის ლოცვების კითხვის შემსწრე გავხდი და არა ამქვეყნიურ გარემოში ვიგრძენი იქ თავი.
ეკლესიის აივანზე გამოვედით, სურათებს ვიღებდით და გოგას ველოდებოდით ღვთისმშობლის ეკლესიიდან. მიყვარს იქაურობა, ქართლის ევლების მშვენიერების ხედი იშლება იქიდან. მზე დასალიერებისკენ ეშურებოდა.
გოგაც გამოჩნდა. ეკლესიის სახურავზე ამავალ რკინის კიბეზე დაეკიდა და ცოტა ხანში სახურავზეც მოექცა სურათების გადასაღებად. ამ ადგილას რამდენჯერ ვყოფილვარ, მაგრამ იქ ასული არავინ მინახია აქამომდე.
ხალხნო, დადეთ სურათები, თორემ მარტო თხრობაც უსურათოდ და უმეგობროდ, რთულია.
ღვთის სვეტი მონასტრიდანაც საკმაოდ კარგად მოჩანდა ფოთლებგაცვენილ ტყეში. გადიდებულა, გაუშენებიათ უკვე. კოშკი, რომლის ნანგრევებზეც გამართულ დამპალ ხარაჩოებზეც თვალებში ატროპინ ჩაწვეთებულსაც მიძრომიალია ქარიან ამინდში, ეხლა უკვე საკმაოდ შეკრული, ასასვლელი კიბეებით გამართული, სარკმელ-სახედებ გამართული, გადახურული დამხვდა. ეგაა, რომ მის წვერზე დამაგრებული ხის მოზრდილი ჯვარი სახურავზე, ბანზე დადებული დაგვხვდა. ეტყობა გადახურვის შემდეგ შესაფერისი დასამაგრებელი ვერ მოუძებნეს და დროებით იქვე დაასვენეს.
მარტში ღვთის ჯვარი ასე გამოიყურებოდა

ამ სურათზე ჯვარი მოჩანს ჯერ კიდევ.

ბერებს დაეკითხეთ სვეტისკენ მიმავალი გზა - ტრაქტორით ახალგაყვანილ გზას მიყევითო და პირდაპირ მიგიყვანთო დაგვარიგეს. ამ ტყეებში დაკარგვა ძალიან ადვილია, როცა ტყე შეფოთლილია - რამოდენიმე ასეულ მეტრში რა ხდება, ვერ ხედავ უკვე. მაგრამ ეხლა ფოთლებისგან განძარცვულიყო იქაურობა და ღვთის სვეტიც ყოველი მხრიდან მოჩანდა საკმაოდ კარგად. მაინც ბერების რჩევას და გზას მივყევით. ალბათ ნახევარ საათში (თუ უფრო ნაკლებ ხანში) ნება-ნება სიარულით უკნიდან მივადექით ღვთის სვეტს.
სამშენებლო მასალის ნარჩენები თავისას ამბობდნენ. კოშკი სულ სხვანაირი დამხვდა. საბობღიალო თითქმის არც დაუტოვებიათ - კედლები აშენებულია, წინ გადმოსახედი ბაქანი გაუკეთებიათ - მშვენიერი ხედი იშლება იქიდანაც, მარტყოფის მონასტერი ჩიტის ბუდესავით გადაგეშლებათ ხელისგულზე.
ვინც მთაში ყოფილა ჩემთან ერთად, იცის რომ მაღლა ძრომიალის დაუოკებელი, თუმცა ამოუხსნელი სურვილის ძალა მეწევა და სანოვაგიანად კიბე-კიბე შევუყევი.... თან დიანას, რომელსაც სიმაღლის შიში ჰქონია, მივათრევდი.
სარკმელიდან დანახული მონასტერი ლამაზია, ფოტოსაც ნახავდით პირველ გვერდზე.
ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურ-საფეხურ, სართულ-სართულ, ბან-ბან მაღლა მივიწევდი. ანანურში, გრემში, და ამგვარ ადგილებში აღმავალი კიბეები გეცოდინებათ, ზუსტად ისეთი იყო, ვიწრო, მაღალი საფეხურებით.
ბოლოს ხის მიყუდებული კიბე გამოჩნდა. ასვლა-არ ასვლა საკითხავი აი ეს არის. არ ვიცოდით ზემოთ რა დაგვხვდებოდა. აღმასვლის დაუოკებელი კი თავისას მექაჩებოდა და.....
სვეტის ბანზე ავედი. ცემენტით გადახურული კოშკი საიმედო იყო ყველაზე მშიშარათათვისაც კი. ინსტიქტურად საჭმლიანი პარკიც ზევით ამომყოლოდა. დიანა დავიყოლიე ამოსვლაზე, გვალვამაც ამოყო მალე თავი. ნაია და მოგვიანებით გოგაც გამოჩნდნენ.
სურათების გადაღების საპატიო ცერემონიალი. მარჯვნივ, მარცხნივ, "აუ რა ხედებია", ქვემოთ საყვარელი მონასტერი, აი ის მთა, აი ის ხე, შეფოთლილი რომ დარჩენილა, დასაძინებლად წასული მზით აწითლებულ ცაზე სხივებით გათანგული ღრუბლების ფილების ხედები... გოგა ქვემოთ გაიქცა, სურათებს იქიდანაც გადავიღებო....
პურის ჭამა იქვე გადავწყვიტეთ. ეკლესიაში მამაოს მიერ მოცემული ანტონ მარტყოფელის პატარა ხატი პურში ჩავამაგრე, ღმერთო აკურთხე ჩვენი მწირე ტრაპეზითქო ჩავიბუტბუტე და ნაიას ნაყიდ კატლეტებს ვეცი
დანარჩენებიც, ოღოდ უფრო ცივილიზებური მეთოდებით, შემომიერთდნენ. ცოტა გოგასაც დავუტოვოთო, ლუკმამომარჯვებულები ვურჩევდით ერთმანეთს.

გოგაც გამოჩნდა, დანაყრდა, ფოტოებითაც და ნაიას კატლეტითაც. ბინდდებოდა და წასვლის დროც ახლოვდებოდა. პირველი ნაია ჩავიდა, შემდეგ გვალვა მიყვა, მარა ჩასვლისას ისეთი სახალისო ფოტო იყო, ისეთი სასურათე ვარიანტი გაიჩითა, რომ მინიმუმ 20 წუთი გავაჩერეთ ჩასასვლელში (გოგა სურათები
).
ვიწრო საფეხურ-საფეხურ, კიბე-კიბე, სართულ-სართულ, აწი უკვე სიბნელეში ვეშვევოდით კოშკის ძირისკენ. ბენდუქიძე გაგვახსენდა იმ სივიწროვეში
აბა აქ თუ ამოვაო, ვხალისობდით, ნამდვილად ამწე დასჭირდებოდა იმ სვეტზე ასასვლელად. ეტყობა მასეთებისთვის არ აუგიათ ეტყობა ეს წმინდა სვეტი ღვთის მოციქულ აღმშენებლებს.
დაშვება უფრო ადვილი იყო. დაბინდებულზე ბუნებრივი ძალა (მგონი ნიუტონის ვაშლისასაც ეძახიან ) უფრო გექაჩება ქვემოთ. სწრაფი ნაბიჯით მივდიოდით ქვემოთკენ. მონასტერი გამოჩნდა ბინდბუნდში, გოგა სასურათეთში დაგვეკარგა ისევ, ჩამოგვრჩა.
თითქმის ჩასულებს გვალვამ გოგას დაველოდოთო. გავჩერდით. თვითონ ქვემოთ დაეშვა, მე და ნაია ჩამორჩენილ დიანას და გოგას ველოდებოდით. იქვე, საქეიფოდ გამართულ ადგილას ცეცხლის გარშემო მდგომი მამაკაცები ახმიანებდნენ გარემოს. დიანაც მალე დაგვეწია. გოგა არ ჩანდა ისევ. ველოდებით. "ამათ არაყი არ ექნებათ" მეკითხება ნაია და ცეცხლს შემოხვეულებისაკენ ღიმილით იმზირება. წუთიც არ გასულა და შემოერთებული დიანასაგან იგივე ტექსტს ვისმენ. ნეკრესობას მიჩვეულისათვის ჩვეული ამბავია შემოსწრებულის გამასპინძლება. უცხო მამაკაცებთან გოგოების მიყვანა-არ მიყვანის ჭოჭმანში ისევ იქაურებმა გამომიყვანეს - ქართლული პირდაპირობით მიგვიპატიჟეს და ერთმანეთის გადახედვის შემდეგ ბევრი თავპატიჟი არც ჩვენ გაგვიწევია.
ნორიოელები იყვნენ. წმინდა ადგილას ამოსულიყვნენ, მათ სიტყვაში იგრძნობოდა რომ იქაურობას პატივს სცემდნენ. შენ და, მე ძმა - ასე მიმართეს გოგოებს (რამაც მეც დამამშვიდა შედარებით) და ჭიქებში ნუნუა ჩამომისხეს, გოგოებსაც....
ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში ცხვრის ხაშლამა იხარშებოდა, კაი რამე იყო მე და ჩემმა ღმერთმა
გოგა არ ჩანდა. ერთს მეორე სადღეგრძელო მოყვა. გოგაც გამოჩნდა. დაუსხეს, ასვეს... უკვე წასასვლელები ვიყავით, ბნელდებოდა და ნაია მენანებოდა ღამით სიარულისათვის ტყიან გზებზე (არადა თურმე ღამის გზები ყვარებია). მასპინძლებს გასაშვებად ვენანებოდით...
ნაია გვალვასკენ გაიპარა (ერთი ჭიქა ნუნუაც არ დავიწყებია მისთვის რომ წაეყოლა), მერე მეც მივყევი, დიანაც გამოვაპარე, გოგაც დაემშვიდობა. რამოდენიმე წუთში უკვე მანქანაში ვიჯექით და გოგას ველოდებოდით როდის გადაიღებდა ბოლო კადრს.
ღამის გზა ტყეში ლამაზია. თავისებური ხიბლი აქვს და ჩვენც მონუსხულები მივყვებოდით.
ნორიოში ისევ ვიკითხეთ გზა
სულ პირდაპირ იარეთო, გვითხრა ერთმა... სულ პირდაპირ ღმერთმა ნუ გატაროთო , დააყოლა მეორემ, ხიდს რომ მიადგებით მარცხნივ გაუხვიეთო.....
ცოტა ხანში კახეთის გზატკეცილზე თბილისისკენ მიმავალი მანქანების ნაკადს შევუერთდით, თუმცა მანამდე კიდევ იყო ერთი მკითხაობა ხიდზე - ნეტაი თბილისს ქალაქი საითკენააო - რატომ არ იყო ძია გინესი იქვე მახლობლად
ასე გასრულდა ამბავი მარტყოფის (თუ ნორიოს) მონასტრის სტუმრობისასა.
ჭირი იქა,
ლხინი აქა,
ქატო იქა,
ფქვილი აქა
დაპირებები იქა,
სურათები აქა

Archil!
შენ კიდევ კარაველი ხარ?
ნაიამ მანქანაში ჩაქსვა?
არა მჯერა!!! 
ადმინმა არ გცემა?

თავიდან რომ წაიკითხო, ნახავ რომ იმ მანქანაში ვიჯექით:chuna wrote:Archil!
შენ კიდევ კარაველი ხარ?![]()
ნაიამ მანქანაში ჩაქსვა?
![]()
![]()
არა მჯერა!!!
ადმინმა არ გცემა?
ნაია, გვალვა, გოგა, მე და ჩემი პლიუსი შილდელი დიანა - ჩემი ბიძაშვილის შვილი

თუშეთ როგორ მაიარე დედილო?
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007
Archil რა კარგად აღწერ ფაქტებს : ) ყოჩაღები ხალხებო : )
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007
მოვედი 
არჩილ, რა კარგად აგიღწერია ყველაფერი!
ვამაყობ ჩემი trekingmate-ით
დავიწყებ ჩემი ფოტოების დადებას. იმედია გოგაც შემომიერთდება...

Last edited by Naia on 20 ნოე 2007, 00:50, edited 1 time in total.
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

ყურადღება მიაქციეთ ამ კიბეს

მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007
ახლა ჩვენს ფოტოებსაც დავდებ ...
გვალვა

არჩილი

არჩილი და დიანა

გვალვა

არჩილი

არჩილი და დიანა