popins
ძალიან დამაკლდი

ვისთან ერთად უნდა მემღერა ”კაჟდი კასტიორ კოგდატო დოგორიტ”
GAMARJOBA SAKARTVELO
შენი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ
მოკლედ 69 ნომრით ავედით მუხათგვერდის სასაფლაოზე და ფეხით დავიძერით წინ. მთელი გზა მე და ქეთი4 ჩემი კონკურენტი და კოლეგა ვბაასობდით სხვადასხვა თემებზე. თან მშვენიერ გვიან შემოდგომის პეიზაჟებს ვათვალიერებდით. ჭრელი ფოთლების ხალიჩა უკვე აღარ იყო, ხეების უმეტესობამ დაკარგა ფოთლები, ასე რომ ოქროსფერი ოქტომბრის პეიზაჟებს ნაცხრისფერ ყვითელი ნოემბრის პეიზაჟი ჩაენაცვლა, რომელსაც რა თქმა უნდა საკუთარი განუმეორებელი სილამაზე აქვს. იმედია გოგა გაგვიუზიარებს მას.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მთებს შორის ჭილის ტბაც გამოჩნდა. თუ ვინმეს ჯეკ ლონდონის სმოკ ბელიუ გაქვთ წაკითხული გეტყვით რომ ამ ტბამ მომასგონა იქ აღწერილი მოულოდნელი ტბა, მიუხედავად იმისა რომ ვეჭვობ ჭილის ტბის ფსკერზე გრამი ოქრო იყოს, და თან ყინვაც არ იყო, მაგრამ სწორედ ასე მოულოდნელად წავაწყდით ამ ტბას.
ტბას რომ გავცდით მონადირეები შეგვხვდნენ, რომლებთანაც ერთად სურათები გადავიღეთ.
მერე ისევ ვიარეთ, გვალვა ძალომ სამწვადაო ადგილი შეარჩია, ზოგი კოცონის ასანთებად დარჩა ზოგი კი წავედით გადასახედად. გოგამ და რამდენიმე გოგომ არ იკმარეს გადახედვა და ერთი ორი მთა დამატებით მოიარეს და ნახევარი ბოთლი არაყი დააყუმბარეს.
მწვადი შეიჭამა, წვიმა წამოვიდა და ჩვენს წავედით. ქარი ზუირგში გვიბერავდა, ტალახი ფეხზე გვეკრობოდა. მოიძებნა ყვითელი ავტობუსი. დარწმუნებული ვარ სასაფლაოდან მას ასეთი მხიარული მგზავრები ჯერ არ წაუყვანია.
გოგას წინადადებით ნაწილი მოლაშქრეები ჩილიმ ბარში წავედით მოსაწევად და ჩაის დასალევად. აქ ბევრი ვიბაასეთ, ფოტოები დავათვალიერედ და ლექსიკონში ახალი სიტყვები ჩავწერეთ.
ნაფართავები
ფეხები კი გამეყინა
ველოდები ფოტოებს!