სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ოქტ 2007, 01:40

მხიბლავს სიღნაღი. მართლა გასაოცარია. დარწმუნებული ვარ, ქართულ
წითელ კრამიტში ის კიდევ უფრო მშვენიერი იქნებოდა

Image


Image


Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ოქტ 2007, 01:40

თურმე, საქართველოში ვერ ამზადებენ საჭირო რაოდენობის კრამიტსო,
თან, გამძლე არ არისო და ამიტომ ის თურქეთში შეიძინეს.

ვფიქრობ, კრამიტის საწარმო ჩვენთან უნდა გაეხსნათ.
ხალხიც დასაქმდებოდა, ნამდვილ ქართულ კრამიტსაც დაამზადებდა და
ფულიც ჩვენს ქვეყანში დარჩებოდა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ოქტ 2007, 01:42

საათზე ვამჩნვ, რომ საკმარისი დრო აღარ მრჩება.
საცაა, სიღნაღი უნდა დავტოვო

Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ოქტ 2007, 01:46

ხედავთ, ექსკურსანტებით პირთამდე ავტობუსიც ტოვებს ქალაქს.

Image

ჩვენ ყველას სადღაც მიგვეჩქარება:

საად?..

ჰო, რა ვიცი, სად აღარ მიმეჩქარება: კახეთი სავსეა ღირსშესანიშნაობით:

მანქანაში ვჯდები.

Image

უბატონო სიღნაღს ვემშვიდობები.

ვიცი, რომ აქ კიდევ დავბრუნდები. კარაველებთან ერთადაც...

დროებით სიღნაღო...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by Mta Mkvarebia » 15 ოქტ 2007, 09:21

მართლა როგორ გალამაზდა სიღნაღი. თუმცა განახლებული სახით მხოლოდ სურათებზე მაქვს ნანახი, მაგრამ 28-ში ლაივ-შიც ვნახავ. :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by Kakha » 15 ოქტ 2007, 09:31

GAMARJOBA SAKARTVELO
კრამიტის ამბავი ეგრე მარტივი არაა. კრამიტის ქარხანა მცხეთაში იყო და ახლა არის. ამ შვიდოოდე წლის წინ როცა კვეტერას რესტავრაცია მიდიოდა იქაური კრამიტი იყო გამოსაცვლევლი. ჰოდა სპეციალური ცდებ ჩაატარეს რომ საუკეთEსო ხარისხის კრამიტი დაემზადებინათ. მერე გვითხრეს, აი ესაა, საუკეთესო ხარისს მივაღწიეთო. კარგი ბატონო, შემიძინეთ, ფული გადავუხადეთ და კვეტერა გადავხურეთ. ახლა ეს მითხარით, ვინ იყავით კვეტერაში ბოლო ხანს და როგორ გგონიათ კრამიტი რომელიც იქ ნახეთ შვიდი წლის წინ დადებულს ჰგავს. მაგაშია საქმე. პატრიოტული განწყობა პატრიოტულ განწყობად და ფულის დარჩენაც საქართველოში კარგი იქნება, მაგრამ ამისთვის ხარიხიანი პროდუქცია უნდა გამოუშვან. მე მაგალითად აქაურ, მცხეთის კრამიტს ჩემს სახლს არ დავახურავ. არა მგონია რომ თქვენც დაახუროთ მიუხედავად პატრიოტული გრძნობებისა - არვის უნდა სახლში წყალი ჩამოუვიდეს. მოკლედ ასეა, სანამ ხარისხს არ მოევლება ვიყიდით სხვაგან. ხარისხს კი ცონდა და წესიერება უნდა, მეტი არაფერი. პატრიოტიზმიც ისაა რომ ცოდნას დაეუფლო და წესიერი იყო....

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by Ninukala » 15 ოქტ 2007, 10:25

რა ლამაზია.... ერთი სული მაქვს როდის წავალთ ღვინის ფესტივალზე.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ოქტ 2007, 13:01

Kakha
შენ იმ სიმართლეს ამბობ, რომელზეც არასოდეს ვდავობდი. მე იმას ვგულისხმობ, რომ გაკეტდეს კრამიტის კარგი ქარხანა და იმით გადავხუროთ ჩვენი ძველი ქალაები. თორემ რა გამოდის, ახლა ისნის გადახურვას აპირებენ და ეს უზარმაზარი თანხები ისევ თურქეთში გადავა.

ისიც არ ვიცით, რამდენად ხარისხიანია თურქული კრამიტი, რომელსაც ქართულ ტრადიციასთან არაფერი აკავშირებს.

ა ბატონო, იხილე ფოტო:

Image

კი ბატონო, დაემზადებინათ უცხოეთში და ყოფილიყო ქართულ ხასიათში

ვერ დავიჯერებ, რომ თურქული სამშენებლო ტრადიცია ქართულზე ძველია.

დღეს ხარისხი გვაკლია და იმიტომ, რომ არ მუშაობს არაფერი. გავაკეთოდ საწარმოები და მერე ყველაფერიც გვექნება.

თუმცა, რა ამ თემაზე სალაპარაკოა აქ წარმოდგენილი რეპორტაჟი?

დრო გვაჩვენებს, რა არის ეს თურქული კრამიტი

User avatar
bellge
მაწანწალა
Posts: 915
Joined: 12 ივნ 2007, 10:50
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by bellge » 15 ოქტ 2007, 13:41

ძალიან ლამაზი ფოტოებია, იმედია მეც მალე ვნახავ ამ ყველაფერს რეალში ;)

რაც შეეხება ქართულს კრამიტს, ძალიან სამწუხაროა რომ ქვეყანაში სადაც კრამიტის დასამზადებელი ნედლეულის დეფიციტი არ არის, წარმოება და რეალიზაცია დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული:(

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by Varvara » 15 ოქტ 2007, 13:56

GAMARJOBA SAKARTVELO,

კარგია, რომ ქართული კრამიტის თემას შეეხე. პირველი რაც ვიკითხე ტელევიზორში ე.წ. ,,გახსნი ცერემონია'' რომ გადმოსცეს სიღნაღიდან, ქართული კრამიტი რატომ არ გამოიყენეს-თქო.

რა ვიცი, მაინც მჯერა რომ სადმე საქართველოში კარგ, გამძლე და ხარისხიან კრამიტს აკეთებენ.

კარგია რომ სიღნაღის შადრევანი სხვა ქალაქებისას არ ჰგავს. მაგრამ საათი თბილისურის ასლია, სკამები - ბათუმის ბულვარის, ქოთნები ხელოვნური ყვავილებით - ბევრი სხვა ქალაქის........

ამას წინათ სტუმარი მყავდა და მკითხა აეროპორტის ტრასაზე სახლებზე ხელოვნური ყვავილები რას ნიშნავსო :D სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სიღნაღის მცირე რეპორტაჟი გოგასგან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ოქტ 2007, 02:52

ახლა კიდევ დამშვენდა სიღნაღი.

იმედია, ამას კარველები 1ად სულ მალე ვნახავთ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]