გაიხარეთ, კარ(ა)ველებო, გაიხარეთ!
მომეწონა რომ მოგეწონათ
დღესაც კი მაბოდებს სვანეთზე.
დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს...
5 დღე კი არა, ალბათ, სულ ცოტა 2 კვირით მაინც უნდა იყო სვანეთში, რომ ოდნავ მაინც დაიკმაყოფილო წყურვილის გრძნობა (სპრაიტი არაფერ შუაშია)...
caucasica wrote:gobe
...ნუ ეს სახელწოდებებივ მე ლაჰილი- ლაილა ვიცი
...
გობე ბატონო მდ. წანერის და ტვიბერის შეერთების და მულხურად გადაქცევის ადგილიც გექნება გადარებული.

caucasica,
ლაჰილი სხვაა და ლაილა სხვა.
ლაჰილი სოფელია, რომელიც დაახლოებით 2-3 კმ-ში მდებარეობს მაცხვარიშიდან: მაცხვარიში->კვანჭიანარი->ლაჰილი.
რაც შეეხება ლაილას, ის მყინვარია, რომელსაც ზოგი უწოდებს ლაჰლას, ზოგი ლაჰილას, და ზოგიც ლაილას (რუკებზე "ლაილა"-თია მოხსენებული), სადაც იღებს სათავეს მდინარე ლაჰლაჭალა (ლაილაჭალა).
ისე, თითქოს უმეტესობა "ლაჰლა"-თი მოიხსენიებს, რაც მე რომ მკითხო თითქოს უფრო სვანურია, ანუ უფრო სწორია
წანერის და ტვიბერის შეერთების ადგილი არ მინახავს, ჩვენ გავყევით წანერის ხეობას, აღმოსავლეთისკენ, მდ. ტვიბერი კი ჩრდილოეთით იღებს სათავეს.
Nika,
გაიხარე!
ვნახე და ვისიამოვნე ვირტუალური წანერით
nusa,
გმადლობ...
... მაგრამ მე უფრო მაგარი მინდა...
რამოდენიმე ფოტოს მოვათავსებ კიდევ.
სვანური თხა ვნახე, თხის უნახავს გაგხდიდათ... ჩვენთან რომ არიან, დაბლობში თხები, მაგათ კი არ ჰგავდა. ეზოში ვიდექი და ეკლესიას ვუყურებდი, კიკინის ხმა რომ მომესმა. მივიხედ-მოვიხედე და რას ვხედავ... თხა სახლის სახურავზე. ეგრევე აპარატს ვეცი, მაგრამ სამწუხაროდ წინხედ-გვერდხედ-ქვეშხედის გადაღების ნაცვლად შემრჩა გადაღებული უკანხედი... წამში ისკუპა ქვემოთ და გაუჩინარდა. აშკარად არ იყო პოზირებისათვის დაბადებული
კახეთში თუ ელიას (მე დალის მთა მეგონა ეგ) მთა არის, სვანეთშიც არის მსგავსი - აქ კაცი წევს მთებში ოღონდ, მაგ ადგილს მგონი არაფერი ჰქვია. ეს არის ლაჰლას დასავლეთ მხარე, ფოტოზე ლაჰლადან მარჯვნივ (შესაძლოა ამ ფოტოს ადგილი უფრო "ბუნების მიერ შექმნილ სახეებშია", მაგრამ იქაც მოვათავსებ).
