Page 2 of 10

შოვი 2007

Posted: 24 აგვ 2007, 21:46
by GOGONA
აი ეს რა ადგილია?
ლეონტი wrote:Image

შოვი 2007

Posted: 24 აგვ 2007, 21:59
by ლეონტი
ეს ფოტო გადაღებულია მესაზღვრეების ბინიდან.
მყინვარს ჭანჭახი უნდა ერქვას.
მაგის გაგრძელებაზე ხელმარჯვნივ მწვანე მთა არის რომელზეც დახვეული გზა ადის და სულ ზევით მეტეოს რო ეძახიან ისაა.იქაც ჩვენი მესაზღვრეები არიან.მანდ უცბად იცის გაავდრება და ძლიერი ქარბუქი. ვისაც მოუსწრებს ადგილზე ყინავს.არეულობის წლებში ბევრი იპოვეს გაზაფხულზე , თოვლის დნობისას.
მაგ ადგილის გადაღება აგვიკრძალეს.თუმცა რუსული საბრძოლო საფრენი აპარატები მანდ ხშირად დაშხუილებენ.

შოვი 2007

Posted: 24 აგვ 2007, 23:13
by Toma
ლეონტი
დიდი მადლობა საოცარი სურათებია

კი ეგ მნამდვილად ჭანჭახის მთაა მანდ 3 წლის წინ ვიყავი და ეგ ყინულის მასივი გაცილებით უფრო დიდი იყო, მეტეო სადგური კი სავალალო მგდომარეობაში იყო მაშინ ჩვენი მესაზღვრეები არ იდგნენ იქ, ზრდილობის გულისთვის წელიწადში ერთხელ თუ ავიდოდნენ :)

შოვი 2007

Posted: 24 აგვ 2007, 23:57
by GOGONA
Toma

არ მოგენატრა რაჭის მდინარეები? :wink: :wink:

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 00:01
by Toma
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ


ძალიანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ

განსაკუთრებით კიტიშოოო და მამისონიი :roll:

ეხ ნეტავ ეხლა კირტიშოს მყინვართან მეძინოს კოცონის ახლოსსსსს ღია ცისქვეშ :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 00:09
by GOGONA
Toma
ჩვენ კირტიშო ასაღები დაგვრჩა, მაგას გამოსწორება უნდა! :wink:

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 00:12
by Toma
GOGONA

ხოოოოო აუცილებლად

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 00:23
by Gvalva
ძვირფასო მკითხველო, ტომა ამაზე საუბრობდა,
ეხ ნეტავ ეხლა კირტიშოს მყინვართან მეძინოს კოცონის ახლოსსსსს ღია ცისქვეშ
ჩემი ფოტოაპარატის უმაქნისობას ეხლავე გამოვასწორებ:
სტაფილოსფერ საძილეში - ტომა
ლურჯში - გოგონა
სტაფილოსფერ მაისურში - ილო (კსტაწი, ჩვენ დროს ბევრად ეფექტური დაშლა ქონდა, გოგონამ რომ დადო ფოტო იქ ჩანს)
უკან ჭანჭახის მასივი, უნდა ჩანდეს და არ ჩანს
გვერდით მდინარე დომბულა, არ უნდა ჩანდეს და არც ჩანს :)

Image

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 00:36
by Toma
:D აი კირტიშოს მყინვარის ძირში ფოტოს თავად ადმინი იღებს :D

Image

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 01:13
by Toma
Image

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 08:49
by ლეონტი
Toma wrote:ლეონტი
კი ეგ მნამდვილად ჭანჭახის მთაა მანდ 3 წლის წინ ვიყავი და ეგ ყინულის მასივი გაცილებით უფრო დიდი იყო, მეტეო სადგური კი სავალალო მგდომარეობაში იყო მაშინ ჩვენი მესაზღვრეები არ იდგნენ იქ, ზრდილობის გულისთვის წელიწადში ერთხელ თუ ავიდოდნენ :)
მყინვარები მთელ მსოფლიოში სწრაფად იწევს უკან, ყოველ წელს 10 მეტრი და მეტი.
ეს ნიშნავს რომ დადგება დრო, ალბათ მალე, როცა ისინი აღარ იარსებებენ. ზამთარში დათოვს და მაისიდან სწრაფად დადნება.
რაც შეეხება მეტეოს. მკაცრი პირობების გამო ჩვენებს ეზარებოდათ იქ ყოფნა.
როცა ქარია თოკით დაბმულები გამოდიან რომ ჰაერში არ აიტანოს.თან სწრაფად ყინავს.
ამიტომ რუსებმა მოინდომეს მეტეოს დაპატრონება. მერე კი იკადრეს ჩვენებმა მორიგეობა.
რუსები ეხლაც ამოდიან , თუ დასალევი შემოაკლდათ ან ისე ,საღადაოთ.

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 10:48
by Nika
წელს იყო ნაცნობი შოვში და ავიდნენ წითელმთაზე. იქიდან "ბუბას" მყინვარი გადაიღეს. მე შარშანდელთან შედარებით ცოტა გაზდრილიც კი მომეჩვენა.

Toma
ეს ფოტოები არის მამისონის მხრიდან. მანდედან თუ არ ვცდები მყინვარები ასე კარგად არ ჩანს.

აი შარშანდელი ჩვენი ფოტოებიდან. მარცენა ბუბას მთა, მარჯვენა წვეტიანი ჭანჭახია.
Image


ის კიდე 2 წლის წინანდელია გვალვას ფოტო. ბუბას მთა ღრუბლებშია დამალული. ჭანჭახი კი ჩანს მთლიანად.
Image

ლეონტის ფოტოები სავარაუდოდ გაცილებით მარჯვნიდანაა გადაღებული. ამიტომაც არ ჩანს მანდ ეს დიდი მყინვარი.

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 12:52
by doroTea
:)
ულამაზესი ბუნებაა . . .
რაჭაში საერთოდ არ ვარ ნამყოფი :(

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 13:10
by Nika
doroTea
მე სვანეთი დამრჩა სანახავი. დანარჩენებს ჯერ ჯერობით რაჭა მირჩევნია ყველაფერს.

შოვი 2007

Posted: 25 აგვ 2007, 14:33
by ლეონტი
Nika wrote:წელს იყო ნაცნობი შოვში და ავიდნენ წითელმთაზე. იქიდან "ბუბას" მყინვარი გადაიღეს. მე შარშანდელთან შედარებით ცოტა გაზდრილიც კი მომეჩვენა.

ლეონტის ფოტოები სავარაუდოდ გაცილებით მარჯვნიდანაა გადაღებული. ამიტომაც არ ჩანს მანდ ეს დიდი მყინვარი.
მართალია მამისონის მთიდან ანუ მარჯვნიდან დიდი მყინვარი არ ჩანს.
რაც შეეხება ზვავით ჩამოტანილ თოვლს და არა მყინვარის მასივს, წელს მართლაც ბევრი იყო შარშანდელთან შედარებით, რადგან გვიან გაზაფხულდა და დადნობა ვერ მოასწრო , შარშან კი გვალვა იყო ანუ უფრო ცხელოდა მაგ დროს.
ეს წანჭახის გაღმა სოფელია, ოსები ცხოვრობდნენ ბოლო დრომდე, რო აირია გადავიდნენ ჩრდილოეთში. ეხლა საზაფხულო ბინებია მთიბავებისა.
ისე ზევიდან მოსული ზვავის კუდი სოფლამდე აღწევს და შენობები რკინის ბოძებით აქვთ გამაგრებული რომ არ დაანგრიოს.

Image