დიკლოში გვქონდა პირველი უშუალო ურთიერთობა თუშებთან და ის სითბო და მოწიწება სტუმრისადმი, რაც მაშინ ვიგრძენით, მთელი ჩვენი იქ ყიფნის მანძილზე არათუ გამინელდა, არამედ გაიზარდა და გაიზარდა.
სიტყვით არ უთქამთ, მაგრამ თავისი ულამაზესი სამშობლო ხომ უყვართ და ეამაყებათ. ისიც სიამოვნებთ, სტუმარი კაცი - განურჩევლად იმისა ქართველია თუ არაქართველი, ამოდენა მძიმე გზას რომ გამოივლის და მათთან ამოვა ამ მშვენების სანახავად.
რა თქმა უნდა, იქაც ხდება ხოლმე წვრილმანი უსიამოვნებები, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი - თუში უმრავლეს შემთხვევაში არა თუშის, არამედ მართალის მხარეზე დადგება, ყოველთვის გამოჩნდებიან ქალები ან ხნიერი ხალხი, რომლებიც შუაში ჩადგებიან და მოსულს გაარიდებენ იქაურობას.
შეიძლება ვინმე შემედავოს - სვანებმაც და მოხევეებმაც იციან სტუმრისადმი დახვედრა, მაგრამ თავისებურად.
მე დავათანხმები.
ეს ფოტოები შენაქოში გადავიღე.
