Page 2 of 3

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 25 ივლ 2007, 23:32
by bellge
დიახაც! ულამაზესი ადგილია!

Image

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 26 ივლ 2007, 08:16
by chuna
Mamuka Maisuradze

დიდი მადლობა ამ მაგარი სურათებისთვის! მაღარიჩი ჩემზეა! - სავარაუდოთ თაღლაურაში! გაწყობს!!!!!!
რეპორტაჟიც დაურთეხოლმე! შენი მონათხრობი საინტერესო იქნება ჩვენთვის!

შენს მანქანაზე ამბობენ მარშუტკასავით დადის ორი მიმართულებითო:
ჭაუხები და ტანას ხეობა!

ერთ-ერთ რეისზე მეც გამოგყვები!!!!!

ნახე PM!!!

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 26 ივლ 2007, 09:25
by ლეონტი
bellge wrote:
"ჭაუხი" რუსული ენის და თავის დროზე რუსულენოვანი ტურისტების გავლენის პროდუქტია.
ეგ მეც ვიფიქრე , რუსულ რუკებზე სულ ეგრეა და იმიტომ, თანაც რუსულად ეგრე უფრო ჟღერს, მაგრამ სხვა არგუმენტების უქონლობის გამო არ დავწერე.
:wink:

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 26 ივლ 2007, 09:35
by Kavtaradze
bellge
ხოდა დაუძახედ მაგ დალოცვილს ჭიუხი :D :D :lol:

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 26 ივლ 2007, 09:36
by Kavtaradze
ლეონტი
მთიულეთში ყველა ადგილობრივი მოხუცი(ახალგაზრდებს არ აინტერესებთ) ჭიუხს ეძახის :)

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 26 ივლ 2007, 10:35
by Mamuka Maisuradze
ჰოდა ორივე დაუძახე შენც. ისე იქაურები ჭიუხს ეძახიან, ქლაქელები (როგორც ისინი გვიწოდებენ) ჭაუხს.

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 26 ივლ 2007, 11:54
by kob_m
თუ არ ვცდები, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მაქვს ნანახი -" ჭაუხი იგივე ჭიუხი"- კლდოვან მთას ნიშნავს

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 26 ივლ 2007, 15:22
by გვალდა
kob_m wrote:-" ჭაუხი იგივე ჭიუხი"- კლდოვან მთას ნიშნავს
ზუსტად ასე განგვიმარტეს როშკელებმა. :)

Mamuka Maisuradze ჩემი რესპექტები. 8)

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 26 ივლ 2007, 16:47
by ZVIOSULI
ხოდა როდის მივდივართ ჭაუხზე ანუ და ჭიუხზე? :roll: :roll: :roll:

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 27 ივლ 2007, 10:13
by Mamuka Maisuradze
აგვისტოსთვის ვნახოთ

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 27 ივლ 2007, 10:43
by gobe
მამუკა შე ძველო შენა, გაიხარე!

მასე რა, ფოტოებს ცოტა კომენტარებიც დაურთე - როგორ გაიცანი კარაველები ჭაუხში, როგორი დრო ატარეთ და ა.შ. :wink:

აბა ჰე

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 27 ივლ 2007, 11:28
by ZVIOSULI
Mamuka Maisuradze

barSi ar amtoviT - plizzzzzzzzzzz!!!!

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 27 ივლ 2007, 14:43
by bellge
kob_m wrote:თუ არ ვცდები, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მაქვს ნანახი -" ჭაუხი იგივე ჭიუხი"- კლდოვან მთას ნიშნავს
გეთანხმები ნამდვილად ეგრე წერია მაგრამ ლექსიკონი 1985 წელს გამოიცა, მაშინ უკვე სქართველო რუსული ენის გავლენას განიცდიდა.
რომელიმე ქართულ ლექსში, განსაკუთრებით ხალხურ პოეზიაში, შეგხვედრიათ ჭაუხი?

ეს რუსებისთვისაა მარტივი წარმოსათქმელი.

სწორია- ჭიუხი
შეცდომაა- ჭაუხი

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 27 ივლ 2007, 15:02
by ARCHILI
bellge wrote:

გეთანხმები ნამდვილად ეგრე წერია მაგრამ ლექსიკონი 1985 წელს გამოიცა, მაშინ უკვე სქართველო რუსული ენის გავლენას განიცდიდა.
რომელიმე ქართულ ლექსში, განსაკუთრებით ხალხურ პოეზიაში, შეგხვედრიათ ჭაუხი?

ეს რუსებისთვისაა მარტივი წარმოსათქმელი.

სწორია- ჭიუხი
შეცდომაა- ჭაუხი
ეს არ არის სწორი მიდგომა.. ენობრივ ნორმებს ადგენს სპეციალისტთა ის ჯგუფი, რომელიც შედეგად ლექსიკონს გამოსცემს.. საამისოდ, თავის დროზე არსებობდა ენობრივი ნორმების დამდგენი კომისიაც.. თუ ახალი ლექსიკონი არ გამოსულა ან განახლებულში ცვლილება არ არის შეტანილი, ე.ი. ნორმა ის არის, რაც ლექსიკონშია დამკვიდრებული... ასეთი ლექსიკონები ერთადერთი საშუალება იყო ყოველთვის, რაც ენის გადარჩენას ემსახურებოდა სწორედაც და მათ ასე ვთქვათ, საყვედური არ ეკუთვნით..

მეორეა ის გარემოება, რომ ენა კვლავაცდაკვლავაც ცოცხალი ორგანიზმია და ცოცხალ მეტყველებაში შესაძლებელია და ზოგიერთ შემთხვევაში დაშვებულიც კი, რომ გარკვეული ტრანსფორმირები მოხდეს.. ამიტომ იყო ხოლმე საჭირო ზემოთნახსნები კომისიების არსებობა, რომ გარკვეულ პერიოდში ერთხელ მოეხდინათ მონიტორინგი და ქართული ენის ინტერესებიდან გამომდინარე დაედგინათ ნორმები..

მესამე და ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ის ფაქტი, რომ მხატვრული ტექსტები ხშირად მიმართავენ სიტყვებისა თუ ტერმინების ტრანსფორმირებას, მით უმეტეს პოეტური ტექტსები და მითუმეტეს ხალხურ-მთიულური ტექტსები (გაიხსენეთ თუნდაც აკაკის შედავება ვაჟასთან ვაჟას პოეტირ ტესტებთან და ენასთან დაკავშირებით).. ხალხური ტიპის პოეტურ ტესტებში დარღვევები განსაკუთრებით ხშირად ხდება.. ეს ძირითადად იმის ხარჯზე ხდება, რომ არ გამოიწვიოს ენობრივმა ნორმებმა მხატვრული ტექსტის დამორჩილება (აბუ ქართულში მხატვრულ აზროვნებას განსაკუთრებული ყურადღება და პრიორიტეტი ექცე(ვა)-ოდა ყოველ შემთხვევაში.. ამიტომ .. არამცდარამც არ შეიძლება მხატვრული ტექსტის მოშველიება, როდესაც სიტყვის გამოთქმის ან წერის სისწორეზე ვმსჯელობთ..

აბალდუი

ჭაუხი 10.07.2007 მამუკა მაისურაძე

Posted: 27 ივლ 2007, 15:17
by bellge
abaldui wrote:

მართალი ხარ, შევეცდები უფრო არგუმენტირებულად მოგაწოდო ეს ინფორმაცია ახლო მომავალში.
ანუ ტუ ბი ქონტინიუდ :)))))))))