Page 2 of 10

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:41
by Kakha
ჩვენც მშვიდობით დავბრუნდით. შაბათ დილას ადრიანად გავედი როშკისკენ 6:30 და 9:30 უკვე როშკაში ვიყავი სადაც სულზე მივუსწარი ლუკა95-ს რომელმაც მთელი კვირა იქ გაატარა თხუთმეტიოდე ბავშვთან ერთად. ამ კვირის განმავლობაში მათ ასწავლიდნენ ხეზე კვეთას, ხატვას, ძერწვას, მეტყველებას და დადგეს სპექტაკლიც - სტუმარ-მასპინძელი. ცხოვრობნენ პაუნას შერჩეული საბანაკე ადგილის ზემოთ, ასე ორმოცდაათ მეტრში კარვებში.

ლუკას ბანაკი შაბათს დილას აშალეს და ლუკას უკვე სამხიდიანი მანქნის ძარაზე ამხედრებულს როშკიდან გამომავალს მივუსწარი. მისი თანაბანაკელები წავიდნენ, ლუკა და დარჩა, ჯერ თავსი ნაბანაკარი გვანახა და მათ მიერ დადგმული გონგებიც გვანახა. მერე პაუნას, არჩილისა და ლამას ბანაკისკან გაგვიძღვა, მაგრამ იქ უკვე არავინ იყო.

მერე წავედით აბუდელაურის ტბებისკენ. შორს იქით მიმავალი ჯგუფი დავინახეთ ხელი კი დავუქნიეთ ერთმანეთს მაგრამ ისინი არ გაჩერებულან და ჩვენ მათი დაწევა ვერ შევძელით.

დაახლოებით 3,5 საათი დაგვჭირდა ტბებამდე ასასვლელად. ჩვენ მხოლოდ მწვანე და ლურჯი ტბები ვნახეთ. ელისომ თავი შუძლოდ იგრძნო და დავიწყეთ დაშვება. ტბებს დაახლოებით ნახევარი კილომეტრით რომ დავშორდით ლეონტი, მისი მეუღლე და მშენიერი ორი ქალიშვილი შეგხვდენენ.

მოკლედ დავეშვით - 17:00 მანქანასთან მივედით. მანამდე რამდენჯერმე წამოსვიმა, მაგრამ არასერიოზულად. აი მანქანქნაში რომ შევედით მაშინ კი დასცხო მაგრამ რა დასცხო!

ამ თქეშში დავიძარით თბილისისკენ. სადღაც მაღაოსკარს ქვემოთ შევხვდით პატივცემულ ადმინს და მის ჯგუფს რომელიც იგივე მარშრუტზე მიემართებოდა.

დაახლოებით ცხრა საათზე თბილისში ვიყავით.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:48
by Archil
ეხლა დავურეკე გვალვას - თბილისში შემოვდივართო, კარგად ვართო. ხმა დაღლილი ჰქონდა, საუბრის თავიც არ ჰქონდა. ერთ დღეში ტბების მონახლება და თბილისში დაბრუნება მართლაც რთულია. ყოჩაღ გოგონა, ამდენი იარო ფეხით და მერე მანქანით იარო ხევსურეთის გზებზე, მართლაც და გმირობაა.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:54
by Kakha
როშკას ვუახლოვდებით
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 22:57
by Kakha
საბავშვო ბანაკელები თბილისისკენ მოდიან. ძარაზე ლუკა95-ცაა, რომელიც ჩვენი ხათრით დარჩა და კიდევ ერთხელ ავიდა აბუდელაურის ტბებზე
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:00
by guruli
Kakha
ნატალიამ გამოთქვა სურვილი. მე და შენც რომ წავიდეთ მაინც წავიდეთო.
თქვენც გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას. ხევსურულად რომ ვთქვათ, მახვედ მშვიდობით, დაგხვდით მშვიდობით.

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:00
by Kakha
ეს ის ადგილია სადაცა ბავშვებს ბანაკი ჰქონდათ გაშლილი. იქვე დადგეს სამი გონგი, რომლებიც კოპალასა და იახსარის "მოტივებითაა" შემკული
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:02
by Kakha
ეს კი იქ წინა ღამით ასული კარველების ბანაკია. მაგრამ ბანაკი ცარიელი დაგხვდა. უკვე ტბიბისკენ იყვნენ წასულნი
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:04
by Kakha
ჰოო, ეს კი უკვე სერიოზული რამაა - ეს უბრალო კლდე არ გეგონოთ ეს ის ლოდია, რომელსაც იახსარმა ლახტი რომ გადაუჭირა შუაზე გახეთქა. ხედავთ ნაპრალს?
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:15
by Kakha
შორიდან დავინახეთ ტებებიკენ მიმავალი ჯგუფი, მაგრამ ჩვენ მდინარის მეორე ნაპირზე ვიყავით, გზა ტბებისკენ იქიდანაც მიდის, მაგრამ ჯერ ლურჯ ტბაზე ახვალთ თუ მდინარის მარცხენა ნაპირზე ივლით. გადავწყვიტეთ თუ შესაძლებლობა მოგვეცემოდა ჯგუფს დავწეოდით (რაც არ გამოგვივიდა) და დავიწყეთ მდინარეზე გადასასვლელის ძებნა. ბოლოს ამ ადგილს მივაგენით აქ ერთი უზარმაზარი ლოდი ისე გადაკიდებული რომ შესაძლებელი მეორე ლოდზე ჩახტომა, რომელიცა მდინარის მარჯვენა ნაპირზეა. შესახედათ თითქოს არაფერი, მაგრამ სხვა ეფექტია როცა დაახლოები ორი მეტრის სიმაღლიდან უნდა ჩახტე და ქვემით გავეშებული მდინარე მოქუხს. მოკლედ სამივენი გადავხტით
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:16
by Kakha
გზად ასეთ ველებზეც მივდიოდით
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:19
by Kakha
ძირითადი ორიენტირი ჭაუხია, იქითკენ უნდა იარო. სამწუხაროდ არც ერთი წამით ჭაუხი სრუალად არ გამოჩენილა, მხოლოდ მისი ნაწილები თუ გამოჩნდებოდნენ ხოლმე
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:20
by Kakha
მდინარე აბუდელაურის მარცხენა ნაპირიდან ჯერ მწვანე ტბას მიადგებით
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:22
by Kakha
შემდეგ პატარ ბორცვს გადაივლით და აი ამას დაინახავთ
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:25
by Kakha
მწვანე ტბა მართლა მწვანეა, ხოლო ლურჯი მართლა ლუჯია, არა ცისფერი არამედ ლურჯი. იქვე ფერდზე როდოდენდრონები ჯერ კიდევ ჰყვაოდნენ (ფოტოზე მარცხნივ)
Image

აბუდელაურის ტბები 6-8 ივლისი 2007 ანუ დამსეტყვე ცაო დამსეტყვ

Posted: 08 ივლ 2007, 23:30
by Kakha
უკან დაბრუნებას ნაკლები დრო მოვანდომეთ, რაც გასაგებიცაა თბებისკენ სულ აღმართ-აღმართ უნდა იარო, უკან კი თავქვე მოდიხარ.

ერთი კია თუნდაც იმ თავქვეში ლეონტი როგორ ივლიდა ორი პატარა გოგონაში (2,5 და 6 წლის) კოკისპირულ, ცივ ვიმაში რასაც სეტყვა ემატებოდა ვერ წარმომიდგენია. იმედია ისინიც მშვიდობით დაბრუნდნენ.