Page 2 of 2

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 09:58
by Kakha
ჩრდილოეთის ფასადი. ახლა რაშია საქმე, როცა ვახტანგ ცინცაძემ დაიწყო ჯვარპატიოსნის შესწავლა, რასაც სარესტავრაციო სამუშაოები მოჰყვა ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოებიც და აღმოჩნდა რომ ტაძარს გალავანი ჰქონდა. ის რაც დღეს ჩანს ძველ საძირკველზე აშენებული ახალი გალავანია. ერთი უცნაური თავისებურება ტაძრისა ისაა რომ ჩრდილოეთის ფასადი ფაქტიურად წარმოადგენს ტაძრის გალავნის ნაწილს. რატომ გააკეთეს ასე გაურკვეველია, ლიტანიობაზე ხომ ტაძრისთვის გარშემო უნდა შემოევლოთ და ასეთი რამ, ფასადის გამოყენება გალავნის ნაწილად ხელს შეუშლიდათ ნამდვილად

ასეა თუ ისე ჩრდილოეთის ფასადი
Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 10:00
by Kakha
დასავლეთის კარის თავზე რელიეფია, ახლა საკმაოდ დაზიანებული. შესრულებულია დაბალი რელიეფით და ასევე არქაულ სურნელი აქვს

Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 10:02
by lama
ეეეეე

მართლა საინტერესოა :)

და დაცვის ფუნქცია ქონდაო რომ ვთქვათ სისულელეა :roll:

საინტერესოა ნამდვილად ღორს ამაზე მსჯელობა :)

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 10:02
by Kakha
ეს ბოლო ფოტოა - აღმოსავლეთის სარკმელი. თავსართის შემკულობა ასევე ადრეულობის ნიშნის მატარებელია. ჰგავს მცეთის ჯვრის სარკმილის თავსართებს

Image

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 23 მაი 2007, 11:35
by lama
ლამაზია ძალიან :)

ხოფას მონასტერი + ჯვარპატიოსანი

Posted: 02 ივნ 2007, 21:53
by Makena
ჯვარპატიოსანი ამ ზამთარში მოვინახულე, ნამდვილად საინტერესო და ცოტაარიყოს თვისებურად გამორჩეულია, ტაძარში კედელზე ერთი საინტერესო გრავიურა ვნახე, აი ისიც
Image