
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
შემდეგ ეშვები ტყეში, რომელიც ზოგან წიწვოვანია, ზოგან შერეული.
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
გზად სახლების ნანგრევები გხვდება. ხიდით გადადიხარ მდინარეზე, რომლის პოვნაც გასჭირვებიათ გასულ წელს. ჩვენ რა გაგვაჭირვებდა, თუშეთმრავალმოვლილი შორენა და მთაშენკა იქ გვყავდა და არხეინად მივერეკებოდით:)
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
მდინარის შემდეგ კვლავ გავუყევით მთებს ხან ძირში, ხან შუა წელზე, ხანაც წვერზე ხეობის გასწვრივ
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
ერთ–ერთ მთაზე შორიდანვე დავინახეთ სოფელი ჭიღო. ამდენ მთებში სოფელს რომ დაინახავ გიხარია–ასეთი სოფელია ჭიღო.
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
სოფელმა კარგად დაგვასვენა, წყაროს წყალი დაგვალევინა. მთელს სოფელში მგონი ერთი ოჯახი იყო, მაგრამ კარგია რომ ლოყებაწითლებული ბალღებით. შოდას ისე მოეწონა მათთან, ძლივს წამოვიყვანეთ:) ჭიღოდან დართლომდე ცხვარს ხან ჩვენ მივდევდით, ხან პირიქით, მეცხვარის ძაღლებიც არ გვტოვებდნენ შესაბამისად გულდამშვიდებულებს. დართლოს გგამოჩენამ დაგვთუშა.