ავთო, რა გინდა, რას მერჩიიიიი?


Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ავთო, რა გინდა, რას მერჩიიიიი?
ძალიან...WenTTo wrote:აუ თქვენც რალამაზ ადგილებში გივლიათ![]()
![]()
![]()
![]()
მმმმ....„ვისაც კი ერთხელ მაინც, ზაფხულში ბურსაჭირის ფერდობი უნახავს, იმას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ სამოთხე ნახა. შუა ფერდობზე მდინარე მოჰქუხს, მდინარის იქით-აქეთ ათასნაირი ყვავილებით მოქარგული კალთებია გადაშლილი და რაც უფრო ზემოთ და ზემოთ აუყვები ამ ფერდობებს, თეთრად გადაპენტილ დეკიანებში შეხვალ. ფერდობსა და ფერდობს შორის მოქცულ ტაფობებში პატარა, ლურჯად მოლივლივე ტბებია ჩამდგარი. ფერდობის ერთ მხარეს თითქმის ცაზე წვერით მიბჯენილი ჭიუხია წამოყუდებული. იგი არ ავლენს სიცოცხლის არავითარ ნიშანწყალს, როცა მის გარშემო ყველაფერი ყვავის, ყველაფერი ცოცხლობს: ყვავილები, წყაროები, ყორნები, რომლებიც მოკამკამე ლურჯი ცის ფონზე შავად დაფრენენ და არწივები, სააქაოს მეფე-მბრძანებლები. ქვემოთ ლოდებში მჩქეფარე მდინარე, რომელიც დროდადრო ლოდებს ადგილს უცვლის, თითქოს ეუბნება: უქმად ნუ ჰგდიხართ, იმოძრავეთ, სააქაოში ხართ, სააქაოს სიცოცხლე უხდებაო და ლოდებიც უჯერებენ, გადაგორდებიან და გაჩერდებიან. მარტო ეს ჭიუხი დგას უმოძრაოდ, თითქოს სიცოცხლესთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. თითქოს ეს მხოლოდ იმიტომ დგას, რომ მიგვანიშნოს:
- აქ დედამიწაა!
- იქ ცაა!
მერე?
მერე და ვინ გაყო ცა და დედამიწა?
- იმან, ვინაც სიცოცხლე და სიკვდილი გაყო, - ამბობს ჭიუხი. კი არ ამბობს, თავისი დგომით, თავისი უმოძრაობით მიგვანიშნებს ამას.
ჭიუხის ქვემოთ, კლდეში გაჭრილი უღელტეხილია.
ქვენამთის გადასასვლელი.
აი, სწორედ ამ უღელტეხილზე გადადიან მგზავრები, გადადიოდნენ უძველესი დროიდან, გადადიან ახლა და ალბათ სანამ ეს ჭიუხი აქ იდგება, სანამ ეს უღელტეხილი იქნება, სანამ ბურსაჭირის ფერდობზე ყვავილებს გაზაფხულობით აყვავება არ მოსწყინდებათ, ივლიან მგზავრები, გადაივლიან და გადმოივლიან ქვენამთის გადასასვლელს“