მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 19:14

Nika

კი ეგაა:

ამ რუკაზე სადაც წითელი ისარი მიუთითებს ისაა

Image

Uploaded with ImageShack.us

ქერშავეთამდე ნაღდად მიდიოდა სამანქანო გზა და ჩანჩქერამდეც მიდიოდა მემგონი. გიორგის ვკითხავ და ემახსოვრება ალბათ :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 19:23

თავიდან ჩანჩქერზე ჩასასვლელს ვერ ვპოულობდით, რადგან ქვაბულის თავზე ვიდექით და ჩვენს წინ მხოლოდ შვეულ კედლებს ვხედავდით.

სანამ ჩასასვლელს მოვძებნიდით აქედან გადავიღეთ სურათები

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

როდესაც ქვაბულის თავიდან ჩასასვლელი ვერ მოვძებნეთ, შემდეგ ცოტა შორიდან მოვუარეთ და ერთ ადგილას ფერდობზე ოდნავ მოთელილი ბალახი შევნიშნეთ. მივყევით მოთელილ ბალახს და მდინარის ნაპირას ჩავედით!

სულ ცოტაც და უკვე ჩანჩქერის ძირში ვიყავით.

აი გადაღებული ფოტოები:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი ავტოგადაღება

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 19:34

სურათების გადაღებით რომ გული ვიჯერეთ ბანაობის დროც დადგა! :D

წყალი იმაზე თბილი აღმოჩნდა რასაც ველოდით. ძალიან გვასიამოვნა ბანაობამ და რაც მთავარია კარგა ხნით ფეხით მოსიარულეებს ერთიანად ჩამოგვხსნა მხრებიდან დაღლილობა!

ეს ჩანჩქერში ბანაობისას გადაღებული ვიდეოა

http://www.facebook.com/video/video.php ... 1235859151

ეს ფოტოები კი ბანაობის შემდეგ გადავიღეთ

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 19:40

უკან, გზაზე რომ ავბრუნდით კიდევ გადავიღეთ ფოტოები

ჩანჩქერის ღარი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

და ბოლოს ჩანჩქერის პანორამა

Image

Uploaded with ImageShack.us

აქვე ეს ორი ვიდეოც ნახეთ, რათა ჩანჩქერის სილამაზე უფრო სრულყოფილად აღიქვათ :)

ეს სანამ ქვემოთ ჩავიდოდით მანამდე გადავიღე

http://www.facebook.com/video/video.php ... 0906400184

ეს კი ბანაობის შემდეგ

http://www.facebook.com/video/video.php ... 2193066722

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 19:47

ფიზიკურად დასვენებულებმა და ემოციებით დაღლილებმა გზა განვაგრძეთ. კურორტ ზეკარამდე 9-10 კილომეტრი გვქონდა გასავლელი და ამიტომ ენერგიულად მივდიოდით. ქერშავეთის ჩანჩქერის მერე ზეკარის ხეობას და იქაურ ბუნებას აშკარად შეეტყო ცივილიზაციის და ზოგადად ადამიანის სიახლოვე. აქ უკვე სიველურე თითქმის აღარ იგრძნობოდა. არც იყო გასაკვირი: პატარა სოფლებთან ქერშავეთთან და ვენახჭალასთან უკვე ახლოს ვიყავით.

ეს გზაში გადაღებული ფოტოები

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

აი საიდან ჩამოვედით :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 19:52

არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ როგორც ზღნაჩვმა თქვა ეს პატარ-პატარა ხიდები ჯერ კიდევ რომაელების დროს არის აშენებულიო

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ერთერთი მოსახვევი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ზეკრის მთები

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 20:00

აქ უკვე ახლოსა ვართ სოფელ ქერშავეთთან: ეს ზვინები მოწმობს ამას :)

Image

Uploaded with ImageShack.us

სოფელ ქერშავეთში მუდმივად ამჟამად არავინ არ ცხოვრობს. ერთი სახლი დგას სადაც ხანდახან ამოდის ხოლმე მისი პატრონი. სოფელ ვენახჭალაში კი მოხუცი ცოლ-ქმარი ნატრიაშვილები ცხოვრობენ. რომ დაგვინახეს ძალიან გაეხარდათ და გამოგვკითხეს სადაურები ხართ და საიდან მოდიხართო. ჩვენც მოვახსენეთ ჩვენი ვინაობა და მარშრუტი რის შემდეგაც სახლში შეგვიპატიჟეს, თუმცა სამწუხაროდ არ შეგვეძლო მათი მიპატიჟების მიღება, რადგან უკვე საღამოვდებოდა და ზეკარში ვიყავით მისასვლელები. თბილად დავემშვიდობეთ ნატრიაშვილებს და განვაგრძეთ გზა.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 20:12

ზეკარი პატარა კურორტია. სულ ერთი დიდი სახლი დგას, რომლის პირველ სართულზეც გოგირდის აბაზანებია, ხოლო მეორე სართულზე მოსასვენებელი და ღამის გასათევი ოთახები. ამ სახლის გვერდით ერთი პატარა სახლია კიდევ, რომელშიც ჩვენ გავჩერდით. აქ ბუხარიც იყო, შეშაც, უზარმაზარი მაგიდაც და ძელსკამიც. მეტი რა გვინდოდა!
ჩვენც როდესაც მოვეწყვეთ გოგირგის აბაზანებისაკენ გავემართეთ.
ექვსი (ორი დიდი და ოთხი პატარა) აუზიდან ამჟამად მხოლოდ ორია მოქმედი (ერთი დიდი და ერთიც პატარა). ჩვენ ჯერ პატარა აუზში ვიბანავეთ, ხოლო შემდეგ დიდში. ძალიან სასიამოვნო იყო მთელი დღის ნასიარულები ორგანიზმისათვის გოგირდის თბილ წყალში ბანაობა. კაი 2 საათი ვეყარეთ თბილ წყალში და მანამ არ ამოვედით სანამ ბოლომდე არ მოვითენთეთ. ასე მოთენთილებს კი მხოლოდ საძილე ტომარაში შეძრომა გვჭირდებოდა.

მთელი დღის ემოციებით და ფიზიკურად უზომოდ დაღლილებს ძალიან მალე და ღრმად ჩაგვეძინა.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Nika » 19 მარ 2011, 10:27

გავზომე. საირმე-ზეკარის გზის გასაყარიდან ჩანჩქერამდე ზუსტად 15 კმ. და ჩანჩქერიდან ქერშავეთამდე 4.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 19 მარ 2011, 14:08

ასე რომ თუ ზეკარის უღელტეხილზე ასე დილის 10 საათისათვის იქნებით, მაშინ ასე საღამოს 5-6 საათისათვის კი უნდა იყოთ ჩანჩქერამდე ჩასულები. თან ისე რომ გადარბენაზე არ იქნებით: ბუნებასაც კარგად დაათვალიერებთ და არც ძალიან არ დაიღლებით. :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by qvevri » 19 მარ 2011, 15:09

Bernar
გოგირდის აბაზანების სურათები :?:

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 21 მარ 2011, 10:09

ეს ერთი სურათი გოგირდის აბაზანის. ეს დიდი აუზია

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 21 მარ 2011, 10:25

მომდევნო დღის გათენება ლაშქრობის დასასრულის დასაწყისს ნიშნავდა :)

ჩვენს ვგრძნობდით ამას და შეძლებისდაგვარად ვეგუებოდით. დღეს 16 კილომეტრი გვქონდა გასავლელი სოფელ წყალთაშუამდე, საიდანაც საირმიდან მომავალ სამარშრუტოს უნდა ჩავყოლოდით ბაღდათამდე.

წასვლამდე კიდევ ვიბანავეთ აბანოებში და ძალიანაც ვისიამოვნეთ.

ამ დღეს ფოტოები არ გადამიღია და ამიტომ ლაშას სურათებს შემოგთავაზებთ

ეს ის სახლია სადაც წინა ღამე გავათიეთ:

Image

Uploaded with ImageShack.us

ასე ვიყავით მოწყობილები :)

Image

Uploaded with ImageShack.us

კურორტი ზეკარი: ამ სახლის პირველ სართულზეა აბანოები

Image

Uploaded with ImageShack.us

ზეკარიდან გასვლის მომენტი

Image

Uploaded with ImageShack.us

ზეკარამდე ჩვეულებრივი მანქანითაც შეიძლება ამოსვლა. გზა ასფალტირებული არ არის, თუმცა ნორმალურ მდგომარეობაშია.

დღესაც ძალიან ცხელოდა და თან მტვრიანი გზა კიდევ უფრო გვხუთავდა. ერთი ეგაა, რომ წყალთაშუამდე საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა ცივი წყაროები რაც ცოტაოდენ შვებას გვგვრიდა. ვინ იცის რამდენჯერ მოგვინდა გვერდზე მომდინარე ხანისწყალში გაგრილება, მაგრამ ვერ ვიზამდით: საირმიდან მომავალი სამარშრუტოსათვის უნდა მიგვესწრო.

ჩვენმა მომდომებამ ნაყოფი გამოიღო და დანიშნულ დროზე წყალთაშუაში ვიყავით

ეს სოფელი წყალთაშუაა: საირმის და ხანის გზის გასაყოფი

Image

Uploaded with ImageShack.us

ასე და ამგვარად დასრულდა ეს სიზმარი თუ ზღაპარი: არ ვიცი რომელი უფროა! :)
ჩვენ მუდამ ასეთი სიზმრებისა თუ ზღაპრების მოლოდინში ვართ და ყველას გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში გეპოვოთ ასეთი სიზმრები თუ ზღაპრები.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by qvevri » 21 მარ 2011, 10:47

ფრიად ვისიამოვნე მონახრობით :!:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]