ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 16:27

უკანა გზაზე ცოტა გავერთეთ, თურქულ მუსიკებზე ვიცეკვეთ და ვიხალისეთ :) , თავშალში შეფუთული ანანო მართლა ლამაზთვალება თურქ ქალს გავდა :D პორტრეტები ბლომად გადაირეს, დადებენ ალბათ.

Image
Image

მახარე და ჭუნა მეკითხებიან, ცალი საყურე გიკეთია, სად დაკარგეო. მე ვიფიქრე ოთხთას დავუტოვე კესად და აქ მალე დაბრუნების ნიშანია ალბათთქო, მაგრამ რას ვხედავ, მახარე ჩემი საყურით არ იწონებს თავს? :lol:

Image

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მოგვხიბლა მახარემ, გადასარევი ადამიანია, ძალიან მიხარია, რომ გავიცანი :)
უსუფულეში ისევ მუსტაფას "მეტრო გოლდნ ავტობუსში" გადავჯექით.

სადილზე გასაჩერებლად დრო რომ არ დაგვეკარგა, ტრანსპორტში გვიწევდა წახემსება:
Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 16:27

შემდეგ იშხნის მოსანახულებლად გავემართეთ. პატარა, მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიწევდით მაღლა და მაღლა, ვხედავდით ქვემოთ როგორ იკლაკნებოდა სერპანტინებად გზა.

Image

Image

უხეო უდაბნოს შემდეგ საოცრება იყო, რაც ჩვენს თვალწინ გადაიშალა, ზაფხულში ეს ადგილი ალბათ წალკოტს მოაგონებს მნახველს
:)

ეკლესია სოფელში დგას. ეს კიდევ ადგილობრივი ბავშვები. გაიპრანჭნენ გადასაღებად მომხადებული ხელში მობილური რომ დამინახეს :)

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 16:28

დიდებულია იშხანი, ულამაზესი ჩუქურთმებით შემკული

Image

Image

მაგრამ ტაძარში შესულებს ენა ჩაგვივარდა...

Image

იშხანი და ტაო-კლარჯეთის გუმბათყელგამოღადრული სხვა ტაძრები რომელიღაც დიდი ცხოველის ხორცშემოძარცვულ ჩონჩხს მაგონებენ, რომლის ნეკნებიდან ლაჟვარდისფერი ცა დაგვნათოდა თავზე. საშინელი ტკივილის განცდა მეუფლებოდა, ყოველი ასეთი ტაძრის ხილვისას და უარყოფითი და დადებითი ემოციები ერთმანეთში მერეოდა. საშინელი აზრი მიტრიალებდა ტავში, ალბათ რამდენიმე ათეული წელი და ეს ყველაფერი მიწასთან გასწორდება :( , იმედია, მწარედ ვცდები!

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 16:29

თურმე მე-20 საუკუნის დასაწყისში, იშხნის მინაშენში მეჩეთი მოუწყვიათ, მაგრამ პირველსავე მსახურებაზე, მიწისძვრა მომხდარა და ლოდებს ცვენა დაუწყია, მომდევნო ფოტოზე გამოსახული ეს კედელიც გააბზარულა

Image

ეს საკურთხევლის სვეტებია. როგორც მახარემ გვითხრა, ეს სვეტები დანგრეული ყოფილა და ამერიკაში მცხოვრები ერთერთი ქართველი მეცენატის მიერ ყოფილა აღდგენილი. აბა ქართველს იქ ვინ გააჭაჭანებდა? :( (თუ არ ვცდები ეს თიკო-რ-ს შორეული ნათესავი ვახტანგ ჯობაძე უნდა იყოს სამომავლოების თემაში რომ წერს თიკო. თუ ვცდები, შემისწორეთ :roll: ).

Image

Image


Image
Last edited by Mta Mkvarebia on 14 აპრ 2009, 16:45, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 16:29

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 16:30

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 16:31

ცნობები იშხანის ტაძრის შესახებ:

იშხანი

„და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.

იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.

იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.
ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.

იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. „სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა“, - ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები, ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია. უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება - ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, სხვადასხვა წმიდანები და წინასწარმეტყველები.

როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა.
ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დიმიტრი I იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატის განუჩენია მეფე დიმიტრისათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დიმიტრი მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დიმიტრის შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-სათვის (1155-1184).
საყურადღებოა აგრეთვე XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი „ქართველთა მეფე“ ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.

იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოს მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.

იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
Image

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by burdula » 14 აპრ 2009, 16:37

ხალხო თქვენ გაიხარეთ ასეთი სურათებისა და რეპორტაჟისთვის.თანთადან მიძლიერდება შურის გრძნობა და რავიცი რავიცი :) :D
bag,music and a long road...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Naia » 14 აპრ 2009, 16:41

მთაშენკა, გადასარევად ყვები

ოთხთაზე და მეფის ასულზე ლეგენდა არ ვიცოდი...

მეც დავამატებ რამდენიმე ფოტოს იშხნის ეკლესიაზე

ამ წარწერაში საერთოდ არ ჩანს, რომ იშხანი ქართული ძეგლია

Image

ჩუქურთმები და ქართული წარწერები იშხნის და მის გვერდით მდებარე ეკლესიებზე

Image

Image
Last edited by Naia on 14 აპრ 2009, 17:25, edited 1 time in total.

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by VANO » 14 აპრ 2009, 16:47

Mta Mkvarebia wrote:
Vanski wrote:
რა უნდა ეთქვა? რა თქმა უნდა: "აბა მეგობრებო, მორიდებით შეგახსენებთ, რომ ახლა მოისმენთ დამატებით ინფორმაციას".. :lol: :wink:

:D :D :D ხოო მართალი ხარ. მიკროფონს რო აიღებდა მარტო მაგას იძახდა და კიდე ერთს: ალეკო მოდი ანეკდოტი მოყევიო :D :D :D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by okulone » 14 აპრ 2009, 16:51

Mta Mkvarebia
ბრწყინვალე რეპორტაჟია :) ამომწურავი ინფორმაციაა და საოცარი სურათები :)

ყოჩაღ! :roll:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 14 აპრ 2009, 16:57

Naia
okulone
:oops:
დიდი მადლობა, ძვირფასებო. მიხარია, თუ მოგეწონათ :D

თავიდან არ მინდოდა ამდენი ფოტოების (თან არცთუ სახარბიელო ხარისხის :( ) დადება, მაგრამ ხალხი ითხოვს, რაც შეიძლება მეტი ფოტო დადეთო და...

ვეცდები, ასე გავაგრძელო :wink: ..
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Ninukala » 14 აპრ 2009, 16:58

Mta Mkvarebia
ლიკუნ რას ამბობ, მშვენიერი ფოტოები გაქვს... ძალიანაც კარგი ხარისხია ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by VANO » 14 აპრ 2009, 16:58

მოდი მე გავაგრძელებ.

მივედით ჩანჩქერთან. მართლაც ლამაზი სანახაობა იყო. იქ DON-ი უკვე მისული დაგვხვდა თავისი ეკიპაჟით.

Image

Image

Image

რავალი დასკუპულან დამიხედეთ ერთი :D

Image

ზვიოტაო და ზვიოზდაჩკა

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by VANO » 14 აპრ 2009, 17:05

Image

Image

Image

Image

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]