მოკლედ წამოვედით უკვე ტანძიისაკენ...
3 კმ უნდა გაგველო კიდევ - აღმართებზე...
ჯერ მინდორი - მერე ტყე -
და ბოლოს კლდიანი აღმართები -
თამაზიმ დარეკა -
მანქანა ზევით ავიყვანეო ტანძიაში და აქ გელოდებითო...
ერთი 7 კაცი დავწინაურდით და სწრაფად წავედით -
ალექსა (რა თქმა უნდა ავანგარდში - ყველაზე სწრაფი)
ჩიტუციო - მე - ბივრილი - გოგი - ქეთი და პერწკლი -
ქეთის ფანარი აღმოაჩნდა -
და გვინათებდა გზას -
ისე კი ისეთი სიბნელე იყო -
ორ ნაბიჯში არ ჩანდა გზა -
ბივრილს ისევ შიშები დაეწყო - ამჯერად ტყიდან რაღაც ხმები ისმოდა -
ეტყობა ტყის ნადირი მოძრაობდა -
ცოტა არ იყოს მეც გადამედო -
და კიდევ უფრო სწრაფად დავქოქეთ -
თან გზაში ვღრიალებდით -
ხმაურზე ნადირი ფრთხებაო ...
(ვითომ)
ზემოდან კი ულამაზესი ცა -
დიდი დათვი - დელფინის თანავარსკვლავედი -
პოლარულ ვარსკვლავსაც ვეძებდით...
პატარ მდინარე გვაქვსო კიდევ გადასასვლელი"
აღნიშნა ჩიტუციომ -
"მდინარეო!"
შეჰკივლა ბივრილმა..
არადა რუ იყო...
ბოლო კლდიანი მონაკვეთი გაგვიჭირდა უკვე
ბოლოს ფეხები აღარ მემორჩილებოდა...
ძლივს ვადგამდი...
უცებ მანქანა გამოჩნდა -
თვალებს არ დავუჯერეთ -
ნივაში პოლიცია იჯდა -
კიდევ არიანო ბავშვებიო გვკითხეს?
კი თქო - ქვევით არიან და იქნებ ამოიყვანოთ თქო ვუთხარით -
თქვენ უკვე თითქმის ასულები ხართო გვითხრეს..
და ჩავიდნენ ქვევით
მართლაც ერთი მოსახვევი და გამოჩნდა თამაზის მარშრუტკა..
უცხო მანქნანა რომ ნახეს, ეს პოლიცია ტანძიაში თამაზისთან მისულა და გამოუკითხავთ ჩვენი ამბავი,
მერე ჩვენს საშველად წამოსულან
და გოგოების ნაწილი ამოიყვენეს კიდეც .
"ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს!!!""
ვოტ!!