ტრაპეზზე ჩავედით, ყველანი იმ ოთახთან იყვნენ მოგროვილნი სადაც სადილი გველოდა.
მსუქო მოვიდა და ჩემი თანდასწრებით წერილი გადასცა ჩემს "მეგობარს", გავიფიქრე, ასე ჯობია, უფრო არ იფიქრებს ჩემზე თქო და სატრაპეზოსკენ გავემართე.
ზურგს უკან მომესმა ხმა: აუ, რა ლამაზია, ნახეთ ჩემმა მეგობარმა რა მაჩუქა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს! უკან არ მომიხედავს გზა ისე გავაგრძელე. მერე ლელას ხმა ვიცანი: მართლა ლამაზია!
კიდევ სხვებმაც გამოხატეს თაბიანთი აზრი...
-წერილიც მოყვება, ამას მოგვიანებით წავიკითხავ...
რადგან ოთახი ძალიან პატარა იყო სადილი ჩვენი ჭურჭლით გარეთ გამოვიტანეთ და ფოიეში ვიტრაპეზეთ.
ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. უნდა აღვნიშნო, რომ მე ერთ პორციას არ ვჯერდებოდი ხოლმე და ახლაც დასამატებლად ტრაპეზრებთან გავწიე.
ოთახის შესასვლელში შევნიშნე, რომ "ჩემს მეგობარს" ხელში ეკავა რეზინის პატარა სათამაშო, პატარებს კბილები რომ ამოსდით და დასაღეჭად რომ აძლევენ აი ის და მსუქოს ეკითხება:
-აუ, მითხარი რა, მართლა "იმან" გამომიგზავნა? არ მომატყუო რა, მართლა?
-კი, რატო უნდა მოგატყუო, მართლა "იმის " გამოგზავნილია.
-აუ, არ მჯერავს, მატყუებ.
-რას გატყუებ, მართალს გეუბნები
-არა, არ მგონია, მითხარი რა
-ვა, გეუბნები იმან გამოგიგზავნა მეთქი
-თუ იმის გამოგზავნილია ე.ი. სხვანაირად უნდა გავიგო, არა მაინც არ მჯერავს
-ნუ დაიჯერებ.
მე ეგეთი არაფერი გამიგზავნია, კარგად მახსოვს, ვახ, "ფოსტალიონი" შემომელახება- გავიფიქრე და რაღაცნაირად შემეცოდა "ჩემი მეგობარი" მსუქოს ხელში რომ ჩავარდა და ვერ ვშელოდი
