
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
შენაქოს შემდეგ დიკლოს გავწიეთ და დავბანაკდით ახალი დიკლოს სიახლოვეს ტყის პირზე. აქ ჯერ კიდევ წყლის, სინათლის და გათბობის ბუნებრივი წყაროებით არსებობენ: თუშეთის ლამაზ მთებში მთელი დღე ცხვრის მწყემსვის შემდეგ ჯანსაღი წყაროს წყალი, სიცივეში გაყინული ძვლების ცეცხლზე გათბობა, ცეცხლის გემოიანი საჭმელი, გუდის ყველის მოტეხვა თუშური ცხოვრების ნაწილია. საღამომდე ძველი დიკლოს ციხე მოვინახულეთ მესაზღვრეების თანხლებით და მოვისმინეთ დიკლოელების ბრძოლის ისტორია. ასე გვითხრეს – დაღესტნელების შემოსევის შემდეგ სოფელში მოსახელობის რიცვხმა იკლო და იქიდან მოდის სახელი დიკლოო. დიკლოს ციხიდან მესაზღვრეების ჭოგრიტით დავინახეთ ძველად ქართული აწ ბუფერულ ზონად წოდებული სოფელი - ჭერო-ინცუხი, რომელშიც ამჟამად დაღესტნელები ცხოვრობენ. მესაზღვრეების თქმით, სოფლის მაცხოვრებლებს მიმოსვლა სამწუხაროდ ქედის გადავლით მხოლოდ რუსეთთან აქვთ, პასპორტებიც რუსული აქვთ, ქართველებთან მწყალად არიანო. ციხიდან უკან მომავლებს დiკლოელმა ბებომ დამბალ ხაჭო გაგვასინჯა, უცანური მომწარო გემოსი იყო, მაგრამ მეგემრიელა მაინც. ღამე დიკლოში გავათენეთ, ძილის წინ დათო ბუაჩიძემ, რომელიც მუდმივად ჩვენს დახმარება–კომფორტზე ფიქრობდა, მორიგი სურვილი აგვისრულა: კოცონი დაგვინთო და იმაზეც იზრუნა რომ, დიდხანს მიგვეფიცხებინა ჩვენი თითები ცეცხლისთვის (ჩელენტანოსავით გამალებული აპობდა მთელი საღამო შეშას).
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
მეორე დღეს ფეხით გადავედით დიკლოდან დართლოში ჩიღოს გავლით. ულამაზესი ბუნებაა გასავლელი გზად. თავდაპირველად დიკლოს ზევით ადიხარ მთაზე. აქ ალპური ზონაა, მშვენიერი ხედებით, სივრცე, ირგვლივ მდებარე მთებით.
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
ძველი და ახალი დიკლო
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
შOრს ისევ დიკლო სჩანს
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
ასეთ ადგილებში ენითაღუწერელი შეგრძნება მეუფლება, ზოგი კი სიმღერას იწყებს, მნიშვენლობა არ აქვს რის (გააჩნია რითია დატვირთული მისი რეპერტუარი შოოდა ხო:), მთავარია რომ კარგ მუხტს გამოსცემს და გადამდებია თან).