
თუმცა ისტორია ვისაც უყვარს ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი ალაზნის ხეობა ჩანს: მთის წვერზე ადიხარ პანკისის ვებსაიტი ამბობს რომ 1.5 საათში ერთი გზა, იქაურმა კაცმა გვითხრა რომ 2–3 საათში ერთი გზა და ჩვენმა ასლანმა კი მთლიანობაშინ 6 საათი უნდაო:

იქიდან ალავერდზე ხედია:
დუისი – შუა ხალაწანი – ზემო ხალაწანი – თორღვა პანკელი – დუისი ( სავარაუდო ხანგრძლიობა დაახლოებით 3 საათი)
დუისიდან ზემო ხალაწანამდე მარშრუტის მონაკვეთზე, გთავაზობთ იმგზავროთ ცხენშებმული ტიპური კახური ორბობრლიანი ურმით.
ცოტა ნერვების დამძაბველია დუისიდან შუა ხალაწანამდე მდინარის გადალახვა, მაგრამ ქისტური ცხენები კარგად არიან დაჩვეული ალაზნის გადასვლას, მაშინაც კი როცა მდინარე ადიდებულია. უკვე შუა ხალაწანის გზაზე მარცხნივ დავიტოვებთ (ჩრდილოეთით მიმავალნი) ქისტების ძველ სასაფლაოს, რამოდენიმე მეტრში საოჯახო მეჩეთია. ჩავდივართ მორიგ ქისტურ სოფელში – ქვემო ხალაწანი. სოფელში ოსებისაგან მიტოვებული ბევრი ცარიელი სახლია. მათში ქისტები სახლდებიან. თვალშისაცემია სარემონტო სამუშაოები, რომელსაც ქისტები ახლად ნაყიდ სახლებს უტარებენ.
მთავარი გზა ქვემო ხალაწანში მარჯვნივ უხვევს, საკმაოდ ციცაბოდ გაივლის მთის ძირში. აქ ურმიდან ჩამოვდივართ, ვისაც სურს შეუძლია მგზავრობა ცხენით გააგრძელოს, ვისაც არა – საკუთარი ძალებით. ჩვენს მეგზურებს არასოდეს ავიწყდებათ კვება და დარწყულება. მწვერვალზე ციცაბო ასასვლელით 1,5 საათი ავდივართ. აქ იწყება თორღვა პანკელად წოდებული ციხე-სიმაგრის ზოლი, რომელიც მეფე თამარის პერიოდში, XII საუკუნის დასასრულს, იქნა აგებული.
ციხე-სიმაგრისა და მიწის უმეტესი ნაწილის მფლობელი იყო ქართველი დიდებული (თავადი) თორღვა პანკელი. ეს არისტოკრატი, წარმოშობით ქართველი მთიელი – ფხოველი, მეფე თამარის ვაჟისა და ტახტის მემკვიდრის – მეფე ლაშა გიორგის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. სხვა დიდებულებთან ერთად ქართველების დამპყრობელი მონღოლების საწინააღმდეგო XIII საუკუნის აჯანყების მონაწილე. აჯანყება დროზე ადრე გამღჟავნდა და თორღვა პანკელი მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს.
მთებში მიმავალნი მარჯვნივ ავდივართ ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკში, აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდინარე ალაზნის ველზე. პანკისის ხეობის მეორე, თუშებით დასახლებულ მხარეს, მოსჩანს მათი ცენტრალური დაბლობი სოფელი – ალვანი, უფრო შორს თუ გავუწვდენთ თვალს დავინახავთ XI საუკუნის ქართულ საკათედრო ტაძარს ალავერდს (ალავერდის დღესასწაული, სახელად ალავერდობა, 15 ოქტომბერს აღინიშნება). იგი მთელი საქართველოს ქართველების პელიგრიმობის უმთავრესი სალოცავია, მათ შორის არიან ქართველი მთიელები კახეთიდან. ალავერდობაში ცოტა ხნის წინათ ქისტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ვუბრუნდებით მთავარ ბილიკს, რომელითაც ციხე-სიმაგრეს დაახლოებით 10 წუთი მივუყვებით, სულ ბოლოში არსებულ ქართულ ეკლესიამდე. მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი, სარკმლების, კარიბჭის, საკურთხევლისა და უძველესი და ძლიერ დაზიანებული ფრესკების კვალი ჯერ კიდევ თვალში საცემია. ეკლესიის ქვეშ არის ჩასასვლელი მიწისქვეშა დერეფნებსა და დარბაზებში, რომელიც მთელს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას თან გასდევს. უშუალოდ ეკლესიის ქვეშ არის მიცვალებულთა დასაკრძალი ადგილი. დერეფანების დასათვალიერებლად ცხადია მეგზურია საჭირო, რადგან აქ დაკარგვა ძნელი არ არის. ამ მიწისქვეშა დერეფნებით იმ ადგილს შეიძლება დაუბრუნდეთ საიდანაც თორღვა პანკელი იწყება.
თორღვა პანკელი აგებული იქნა კარგი ხედისა და სიგნალიზაციის ადგილზე. იგი ციხე-სიმაგრეთა იმ უწყვეტ ჯაჭვში შედის, რომელიც მთელს ხეობას მოიცავს და სიგნალიზაციისათვის გამოიყენებოდა. პანკისის მოსახლეობა მათზე ცეცხლს ანთებდა და ამგვარად გადასცემდა კოშკიდან კოშკზე მნიშვნელოვან ინფორმეციას, უმეტესად სოფლების მოსახლეობას აფრთხილებდა მტრის შემოჭრის შესახებ.
ადგილზე მისვლისას ჩვენი მეგზურებიც ანთებენ კოცონს, მაგრამ მასზე უგემრიელეს კავკასიურ მწვადებს ამზადებენ და ღვინით ან ლუდითაც გაგიმასპინძლდებიან. მწვადი კი აქ ისეთი გემრიელია როგორც არსად მთელს პანკისში.