ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
7 მაისს მარიტა გვყავდა იუბილარი, 12 საათმა გზაში ჩამოჰკრა. ხოდა ჩვენც გზაშივე შევკარით დიდი წრე, ჩავაყენეთ მარიტა და ერთად მივულოცეთ დაბადების დღე
სამწუხაროდ წვიმის გამო მეტი ფოტოს გადაღება ფიზიკურად ვერ მოხერხდა.
სამწუხაროდ წვიმის გამო მეტი ფოტოს გადაღება ფიზიკურად ვერ მოხერხდა.
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
გვარიანი და ტალახიანი აღმართების შემდეგ მივაღწიეთ ნანატრ კოტეჯს, სადაც თურმე ძალიან დიდი ,დიდიიი სიურპრიზი გველოდა. სრულიად მოულოდნელად, შიგნით შესულმა დოლიძელი დავლანდე და მალევე დავრწმუნდი, რომ არ მომჩვენებია (ტელეფონში შეპირებული ვირტუალური ყოფნა ჩვენთან ერთად რეალობაში განახორციელა). გარდა იმედასი, ნახევრად ჩაბნელებულ კოტეჯში ბუნტური და ბაქარი დავინახე და კიდევ მაგიდას შემომჯდარი რამდენიმე ადამიანი, რომელთა სახის გარჩევა სიბნელეში არც მიცდია. გადავნაწილდით ოთახებში და დასასვენებლად მოვეწყვეთ დივან-საწოლ-იატაკზე.
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.
სასაუზმოდ ამ მაგიდასთან მოვიყარეთ თავი ( რა დიდი სიამოვნება იქნება აქ საუზმობა დილით, როცა ახლადამოსული მზე ნელ-ნელა გითბობს სხეულს და გიჭყიტინებს თვალებში )
ყველას ფარული სტრატეგია იყო: საკუთარი ზურგჩანთის შემსუბუქება საგზლისგან. ამიტომ დილით არავის დაზარებია საკუთარი საჭმლის ამოლაგება მაგიდაზე, რითაც ჩვენი საუზმის რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო
ყველას ფარული სტრატეგია იყო: საკუთარი ზურგჩანთის შემსუბუქება საგზლისგან. ამიტომ დილით არავის დაზარებია საკუთარი საჭმლის ამოლაგება მაგიდაზე, რითაც ჩვენი საუზმის რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო