მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by guruli » 18 მარ 2011, 00:55

Bernar
არაყს რომ ცივი მჭადი და ყველი დავაყოლე ისე გემრიელად ალბათ არასოდეს არაფერი არ მიგემია! არ მეგონა ცივი მჭადი ასე გემრიელად თუ შემერგებოდა!
უხ, თორემ იქაური პომიდორი არ მოგეწონებოდა. :D
მომანდომე ეს გლეხური საგზალი. :) იქაური ხომ ყველაფერი ნატურალურია და გემრიელი, მაგრამ ტყეში, დაღლილ-დაოსებულს მართლა ორმაგად გეგემრიელება ყველაფერი. :)
ბოდიში, თავიდან თუ რამე გამოვტოვე, მაგრამ სულგუნს რატომ ეძებდით ასე გამალებით - საკვები სხვა არ გქონდათ და თუ მაინცდამაინც ეგ გაინტერესებდათ, როგორც იქაური, ნატურალური? :roll: :roll:
ისე, არ მეგონა, სულგუნი თუ გურულების და იმერლების ნაწარმი იყო. :)
მაგ ტყეებში ფოცხვერის არსებობის შესახებ ვინ გითხრათ - ადგილობრივებმა თუ თბილისიდანვე გაგყვათ ეგ ამბავი? :roll: ნამდვილად არ გამიგონია ფოცხვერი მაგ მხარეში - ჩემი სოფელიც ახლოსაა მაგ მთებთან. თუ ფოცხვერის არსებობა რეალურია, მაშინ კიდევ ყოფილა ნადირის საშიშროება, მაგრამ თუ ეგ გაბუქებულია, მაშინ ნადირზე არცაა სანერვიულო - მანდ ისეთი არაფერია, თავს დაგესხას. მგელბი კი მომრავლდნენ ბოლო წლებში, მაგრამ ზაფხულში არც ეგენი ცხოვრობენ ხროვებად და არ დაგესხმიან.

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by ანააანო » 18 მარ 2011, 02:15

ბერნარ

რა გვარი ხარ თუ საიდუმლო არაა? :)
მეც ბაღდათელი ვარ და ... :D

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 09:48

guruli

სწორად შენიშნე: პამიდორიც ძალიან გემრიელი იყო! სულგუნთან ერთად ხომ საერთოდ!

სულგუნს რატომ ვეძებდით? :D

საერთოდ ლაშქრობაში სადაც მივდივართ სულგუნი ყველგან მიგვაქვს ხოლმე. ძირითადად ბებიაჩემის გაკეთებული სულგუნი, რომელიც ამჟამად აბაშაში ცხოვრობს. ამჯერადაც ლაშქრობაში წასვლამდე ორი დღით ადრე აბაშაში ვიყავით ბებიასთან. იქიდან ბაღდათში გამოვიარეთ, საიდანაც დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმა თბილისში უნდა წასულიყვნენ, ხოლო მე აქ ვრჩებოდი. სამწუხაროდ მეც და დედაჩემსაც დაგვავიწყდა ლაშქრობაში წასაღები სულგუნის გადადება და როდესაც ისინი თბილისში წავიდნენ მთელი სულგუნი თან გაიყოლეს. :)

ამიტომ ორი გზა გვრჩებოდა: ან ბაღდათში უნდა გვეყიდა, ან კიდე მწყემსებთან უნდა გვეშოვნა. მე უფრო ბაღდათში ყიდვის იდეას ვემხრობოდი, თუმცა გიორგიმ და ზღნაჩვმა გადამაფიქრებინეს: მწყემსებთან ვიშოვითო. თან სამივემ ვიცოდით, რომ ზეკარზე ძალიან გემრიელ სულგუნს ამზადებდნენ და ამიტომ სამივენი ინტერესში ჩავვარდით. ამიტომ იყო რომ გამალებით ვეძებდით სულგუნს და ღვთის წყალობით მივაგენით კიდეც!!! :)

ზეკრის ტყეებში ძირითადად სამი სახეობის ნადირია: დათვი, მგელი და ფოცხვერი. ამის შესახებ ადგილობრივმა მონადირემ გვითხრა, რომელსაც შემოვლილი აქვს ზეკრის, საირმის და ხანის ტყეები. მან გვირჩია ფრთხილად იყავით ნადირის გამოო. ასევე სიფრთხილისაკენ მოგვიწოდეს რობაქიძეებმა.
როგორც გამიგია ყველაზე ბევრნი მგლები არიან, განსაკუთრებით ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. დათვები კი უფრო საირმის ტყეებში იცის.

მეც ვფიქრობ, რომ მანდ საშიში თუ რამეა ეს ფოცხვერია. ამიტომაა, რომ მარტო არ უნდა დარჩე არაფრის გულისათვის. აი ოთხ კაცზე კი არა მგონია ფოცხვერმა თავს დასხმა გაბედოს.

guruli

თქვენი სოფელი ალბათ გურიაში იქნება. ზეკარის ხეობა კი გურიას არ ესაზღვრება. გურიას საირმის ტყეები ესაზღვრება. ამიტომ თქვენი ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ რომ საირმის ტყეებში ფოცხვერი არ ეცოდინება. როგორც ჩანს ის უფრო ხანი-ზეკარის ტყეებში ბინადრობს (მდინარეების ქერშავეთის, ხანისწყლის და ლაშურას ხეობებში).

ანააანო

ჩემი გვარი ჩიქვინიძეა, სახელი ბესო

ბესო ჩიქვინიძე

სოფელი დიმში მაქვს, ბაღდათიდან ასე 2-3 კილომეტრში.
მამაჩემი დიმში არის დაბადებული და გაზრდილი, მე კიდე დაბადებით ბაღდათში დავიბადე, მაგრამ შემდეგ ძირითადად თბილისში ვიზრდებოდი. სოფელში ზაფხულობით ჩავდიოდით ხოლმე და ახლაც ჩავდივართ!

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by ანააანო » 18 მარ 2011, 13:32

Bernar
ვაა ბიცოლა მყავს ჩიქვინიძე, მარინა ქვია :)
მე ენდელაძე ვარ,თვითონ ბაღდათიდან
ოღონდ თბილისში დაბადებულ-გაზრდილ- დაბერებული :D

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 13:50

ანააანო

სასიამოვნოა! :)

ბიცოლა ბაღდათში ცხოვრობს თუ რომელიმე სოფელში?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Nika » 18 მარ 2011, 14:14

ნორმალური მოსიარულე ამ მანძილის დაფარვას ჩემი აზრით მაქსიმუმ 7-8 საათში შეძლებს
ვაა. ეგ ნიშნავს რო 15 კილომეტრამდეა ეგ მონაკვეთი. ამსიგრძე არ მეგონა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by ანააანო » 18 მარ 2011, 15:12

Bernar wrote:ანააანო

სასიამოვნოა! :)

ბიცოლა ბაღდათში ცხოვრობს თუ რომელიმე სოფელში?
არა დიმელია, 2ე დიმიდან : )))))

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 15:26

7-8 საათს რომ ვამბობ, შეიძლება ვაჭარბებდე კიდეც. :)

აი მანძილს რაც შეეხება მეც მგონია, რომ 15 კილომეტრამდე იქნება. ეს იმიტომ, რომ გზაზე უამრავი სერპანტინია, რომლის გამოც იწელება ასე გზა.

ახლა გავზომე Google earth-ში:

1. ზეკარის უღელტეხილიდან რობაქიძეების ასახვევამდე 5.5 კილომეტრია თუ გზას გაჰყვებით. ამ მონაკვეთზე თავიდან ალპურ მდელოებზე შეიძლება სერპანტინების მოკლეზე მოჭრა, მაგრამ ტყიან ნაწილში უკვე გზას უნდა მიჰყვეთ.

2. რობაქიძეების ასახვევიდან ქერშავეთის ჩანჩქერამდე კიდე 10 კილომეტრი.
ცხადია, რომ Google earth-ის მანძილის საზომი ვერ იქნება ზუსტი, მაგრამ ჯამში 15 კილომეტრი ახლოს უნდა იყოს რეალობასთან.

თუ სწორად მახსოვს ქერშავეთის ჩანჩქერამდე მაღალი გამავლობის მანქანებით მისვლა შესაძლებელი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში სოფელ ქერშავეთამდე ნამდვილად მიდის სამანქანო გზა. ჩანჩქერიდან სოფელ ქერშავეთამდე 5-6 კილომეტრია. ქერშავეთიდან სოფელ ვენახჭალამდე 1.5-2, ხოლო ვენახჭალიდან პატარა კურორტ ზეკარამდე 3 კილომეტრი. ასე რომ ზეკარის ხეობის დათვალიერების მსურველებს მაქსიმუმ 15+5=20 კილომეტრის გავლა მოუწიოთ.
Last edited by Bernar on 18 მარ 2011, 15:37, edited 1 time in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 15:28

ანააანო

II დიმში უკლებას სკოლას რომ ეძახიან იქ ხომ არ ცხოვრობს ახლომახლო?

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by ანააანო » 18 მარ 2011, 15:59

Bernar wrote:ანააანო

II დიმში უკლებას სკოლას რომ ეძახიან იქ ხომ არ ცხოვრობს ახლომახლო?
სასაფლაოების წინ რომ შესახვევი რომ არის, აი იქ ცხოვრობენ მისი მშობლები(მამა გარდაეცვალა 2 წლის წინ)
შვილი ჰყავს ნუგზარი, ქმარი -რეზო(ბიძაჩემი) რუსეთში ცხოვრობს

მგონი ვაOFFებთ :D

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 17:57

ააა სასაფლაოები ვიცი და მემგონი ვხვდები რომელი სახლიცაა! :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 18:15

ეს ის ადგილია სადაც მდინარემ გააფუჭა სამანქანო გზა
მდინარის მეორე ნაპირას გზა ჩვეულებრივ გრძელდება, მაგრამ ეს მონაკვეთი სრულიად მოშლილია

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი გზის ნაშთები

Image

Uploaded with ImageShack.us

ამის შემდეგ უკვე იმ ადგილს მივადექით, სადაც კლდე იყო ჩამოშლილი. ყველანი გაოცებულები ვიყავით. განსაკუთრებით კი ზღნაჩვი, რადგან სამი წლის წინ ის იყო ამ ადგილას და მაშინ მსგავსი არაფერი არ უნახავს. ანუ ერთი ორი წლის ამბავი თუ იქნებოდა ეს ყველაფერი.

Image

Uploaded with ImageShack.us

იმდენად არის იმ ადგილას გზა ჩახერგილი, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი მაგ მონაკვეთის გაწმენდას ძალიან სერიოზული ტექნიკა და მუშაობა დასჭირდება. ძალიან საეჭვოა სურვილის შემთხვევაშიც კი ადგილობრივმა მთავრობამ შეძლოს გზის ამ მონაკვეთის გაწმენდა და მოწესრიგება.

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს მეორე მხრიდან

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 18:18

აქედან უკვე მალე მივადექით ადგილს, რომელსაც ადგილობრივები "სალაშქროს" ეძახიან. აქ გზა დროებით გამოდის ტყიდან და საქონლის სადგომებს შუა გადის.

სალაშქრო

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

და ხიდი, რომელიც მდინარეს გვარიანად მოურღვევია

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Bernar » 18 მარ 2011, 18:42

სალაშქროდან ქერშავეთის ცანჩქერამდე კი სულ ცოტაღა იყო დარჩენილი. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ძალიან ლამაზი უნდა მენახა!

და სულ მალე მივადექით კიდეც ჩანჩქერს.

ჩანჩქერის დასაწყისი

Image

Uploaded with ImageShack.us

სიტყვებით ძალიან ძნელი აღსაწერია იქაურობა, თუმცა მაინც შევეცდები აგიხსნათ და შემდეგ სურათების ნახვით მიხვდებით თუ რასაც ვიტყვი :)

ძალიან ლამაზი და უცხო ჩანჩქერია. ჩანჩქერი ზედ გზის პირას მდებარეობს და ერთ ადგილას წყალი მკვეთრად ეშვება დაბლა. ჩანჩქერი უცხო იმითაა, რომ წყლის ვარდნა კლდეში ვიწროდ გაჭრილ ღარში ხდება. დასაწყისიდან ასე 5 მეტრში წყალი ღარში გამოშვერილ ქვას ეცემა და ამის შემდეგ კიდევ 5 მეტრის განმავლობაში ეშვება დაბლა. ამ ორი ვარდნილით წყალი პატარა ქვაბულში იღვრება, რომელსაც ირგვლივ 8-10 მეტრი სიმაღლის შვეული კედლები აკრავს. მხოლოდ ერთ მხარეს არის გახსნილი ქვაბული საიდანაც წყალი 2 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერით უკვე ჩვეულებრივ კალაპოტს უბრუნდება.

ეს ჩანჩქერის ღარია:

Image

Uploaded with ImageShack.us

ჩანჩქერი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ორი სხვადასხვა რაკურსით გადაღებული სურათი რომ ნახოთ ალბათ ვერ მიხვდებით რომ სურათზე ერთი და იგივე ჩანჩქერია!
მაგალითისათვის წინა და ეს სურათი შეადარეთ

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მოგზაურობა საირმიდან ზეკარის ხეობაში

Post by Nika » 18 მარ 2011, 18:42

სახლში რო მივალ გავზომავ მანძილს უფრო ზუსტად. ჩანჩქერი ალბათ ესაა ხო? აქედან ქერშავეთამდე 4 კმ-ია. მანდაც თუ მივა მანქანა მთლა უკეტესი.
http://www.mygeorgia.ge/default.aspx?ma ... f3fd8d94a4
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]