კარავი დილით ასე გამოიყურებოდა
კარვის დილის ფოტოები ანდრომ გადაიღო ჩვენს გაღვიძებამდე, შემდეგ ცეცხლიც დაანთო და ჩაიც დაადგა
ასევე იყო მოყინული შიგნითაც, რაც შეეხება შეშას, შეშის ამბავი ცალკე თემაა ნამდვილად. საროში თავად აქვთ შეშის პრობლემა და ყიდულობენ, რადგან გარშემო ტყეები თითქმის არ არის.
წინა დღეს ბიჭებმა ცოტა ბარჯგები და გამხმარი მცენარეები მოვაგროვეთ, მაგრამ მივხვდი, რომ ამის იმედად ღამის ყინვას ვერ გავუძლებდით.
ჰოდა... მე და ტრული რომ სოფელში ვსეირნობდით, გადავწყვიტე უფრო პირდაპირ მემოქმედა. ნათელა დეიდასთან, რომლის შესახებაც ტრულიმ უკვე დაწერა და კიდევ ვისაუბრებთ, გარდა იმისა, რომ ყავაც დაგვალევინა, გვიმასპინძლა მე და ტრულის, ჯერ ღამის გათენება თავისთავ, შემდეგ კი შეშაც შემოგვთავაზა, გაიგო რა, რომ უშეშოდ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა.
ეს შეშაც სწორედ ნათელა დეიდას ნაჩუქარია. დიდი ყურადღებით გვექცეოდა და გვპატრონობდა, რითიც შეეძლო. მეორე დღესაც მე და ტრული მასთან, სახლში, მშობიარობის პირდაპირი თვითმხილველები გავხდით, მაგრამ ამაზე მერე იყოს.
ჯერ კი დილაა საროს ბანაკში და გაყინული კარვებიდან ახალ გადმოსულები მზესა და ცეცხლს ვეფიცხებით.