თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Gvalva » 17 დეკ 2008, 02:51

teo-

ცხადია პირიქით :)


ისე, ეს ლაშქრობა ერთგვარი რეკორდი იყო ჩემთვის: სამ დღეში ასე ცოტა ფოტო არასოდეს გადამიღია :oops:

Image

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Gvalva » 17 დეკ 2008, 03:00

გაგრძელდება ხვალ

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Truli » 17 დეკ 2008, 10:09

Gvalva
უმაგრესი ფოტოებია!!!
მი მალატ შვან

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Ninukala » 17 დეკ 2008, 10:33

Gvalva
როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ.... რაც გადაიღე ლამაზებია ;)

პაუნას მობილ-პანორამებიც მშვენიერია... :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Gvalva » 17 დეკ 2008, 10:47

ხოდააა....

თორში რომ კოტეჯში დავრჩით უკვე ითქვა, ამ კოტეჯში რომ ღუმელი იდგა და ისიც ადგილობრივებმა აგიგზგიზებული დაგვახვედრეს! წერილობითი მადლობა მათ :)

პატარა მაგიდა იყო, ვერ შემოვუსხდებოდით და ტრადიციულ სუფრას ვერ გავმართავდით, აიღე-გადი ან უფრო ლამაზად ა ლა ფურშეტი გამოგვივიდა...

ფაქტიურად აღარ გვშია, გასაშრობადაც ყველაფერი მივაფიცხეთ და ვბორიალობთ... მის უდიდებულესობა ადმინთან ერთად ლაშქრობაში ყველა პირველად იყო პაუნას გარდა ხოდა როდეო ეკითხება ნიკას, ერთი რამე მაინტერესებს when we start to drink? ეტყობა დრინკმოძულის იერი ჯერ კიდევ მქონდა მაგრამ მარტივი ინგლისური წინადადებების გამგებს აღარ ვგავდი :D :D

საგონებელში ჩავარდნილი ნიკა მდუმარედ დადიოდა რადგან არ იცოდა რა ეპასუხა ან რა ენაზე...

მოკლედ, როგორღაც მოხერხდა და ბომჟური სმა დაიწყო რომელიღაც მუზიკანტის სადღეგრძელოთი, მე-3 მე-4 ჭიქაზე, როცა ბობ დილანს და მორისონს ერთმანეთს ადარებედნენ მეც აზრზე მოვედი და ისიც გავიგე რომ რომ ბრიტნი სპირსი სასტავს არ ნაყვარება... თან ძლიერ არ ნაყვარება რომ მისი ხსენება თურმე ძლიერმომქმედ მედიკამენტადაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ;)

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Varvara » 17 დეკ 2008, 10:56

მოკლედ, აქაც ვიტყვი და სხვაგანაც ვიტყვი და დავწერ რომ ეს არის კარავის საუკეთესო გასვლა 2008 წელს (თემატურადაც, ისედაც და ასედაც).

წავედი ეხლა მე საუკეთესო ნომინაციების თემაში დავპოსტო იგივე.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Truli » 17 დეკ 2008, 11:19

Gvalva
ჰაჰაჰააააააააააააა
მუსიკოსებს რომ მოვრჩით, გადავედით ადამიანის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე, მერე ერთმანეთზე და ბოლოს დანარჩენებზე :lol: :lol: :lol:
მი მალატ შვან

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Gvalva » 17 დეკ 2008, 11:20

ტბასთან რომ კოტეჯები იყოუკვე ვიცოდით, აქ რა კარგია, მოდი ხვალაც დავრჩეთ იმ კოტეჯებშიო, ვთქვით, დილას ადრე გავიდეთ მაინც, ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა წავიდესო...

აშკარად წასვლა არავის უნდოდა და სადღაც თერთმეტის ნახევარზე გავედით...

ისევ მზიანი ჩახჩახა დღე იყო და სიარული სასიამოვნო იყო.

გზის გაკვლევისთვის ადგილობრივებმა გვითხრეს: ... გახვალთ დიდ მინდორზე, იქა დგას დიდი მუხა, იმ მუხასთან აი ესე დადგებით როგორც მე ვდგევარ და წახვალ პირდაპირ, არც მარცნივ, არც მარჯვნივ.

ვინმეს უკეთესი ახსნა უნდა?? აესე აი, როგორც ეხლა მე ვდგევარ! :)

წავედით... პირველი წარმატება ის იყო რომ მინდორი საერთოდ ვიპოვეთ, მერე ის რომ იქ რომ მომცრო ხე იდგა მასში დიდი მუხა შევიცანით, ეხლა ისღა დარჩა ისე დავდგეთ როგორც ის კაცი იდგა :)

სწორედ აქ ვიმსჯელეთ, რუკაც ბერვი ვატვალიერეთ, მინდორიც ის კაციც მადლიერებით მოვიხსენით, ნიკას დასკვნას ვენდეთ და წავედით, როგორც გაირკვა უტყუარი გზით.

Image

Image

Image


User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Ninukala » 17 დეკ 2008, 13:23

Gvalva
გამოვტყდები და შენი ფოტოებით ეხლა უფრო გავიხსენე კახისი და დაბაძველი... :) ულამაზესისოფელია... :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Gvalva » 17 დეკ 2008, 13:28

Ninukala

როგორ მინდოდა ვინმე ყოფილიყო, ვინც გვაჩვენებდა, ჩვენ აქედან შემოვედით, ასე გავიარეთ, ეს ვნახეთ...

კახისის ტბაზე საიდან მიხვედით ფაქტიურად მივხვდი, მეტს ვერაფერს :(

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Ninukala » 17 დეკ 2008, 13:47

Gvalva
:)
ლელა რა გზითაც ჩამოხვედით ჩვენ იმ გზით ავედით და ჩამოვედით კიდეც... :)

მე ასეთი მახსოვს დაბაძველი :)

Image
Image

მგონი ეს ხე ვიცანი

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by Gvalva » 17 დეკ 2008, 13:58

ხო, მაგას მეც მივხვდი რომ ჩვენ მაგ გზით ჩამოვედით :)

მონატრებული მწვანე ფერი დავინახე :)

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by nusa » 17 დეკ 2008, 14:02

უუუუF, რა მაგარიააააა

თან თოვლი, თან მზე და ეს ყველაფერი სამოთხეში.....



რომ ვთქვა არ მშურსთქო მაინც არ დამიჯერებთ :oops:
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში

Post by N67 » 17 დეკ 2008, 14:08

ჰუუჰ... მე აქამდე იქ ვარ ჩარჩენილი :roll:

ხან ტბის ყინულზე ვსრიალებ, ხან ჰაერში ფიფქებს დავსდევ, ხან უალისფერეს დაისს ვაცილებ უზარმაზარი ხეობის მიღმა და ხანაც ტკბილად აგუზგუზებული ღუმლის წინ პიტერ გებრიელის სადღეგრძელოს ვსვავ.

ოდესმე ჩემი ფოტოებიც იხილავენ კარაველების თვალებს :)


თეო, შენმა აპარატმა მაგდენი ალბათ არ იცის, ისე კი თეთრი ბალანსი ჰქონდა გასასწორებელი, კარგა ზორბად.


ლელ! შენი ფოტოები ძალიან მომეწონა, ზოგიერთი - განსაკუთრებით.
სწორედ ჩვენი ლაშქრობის სადარებია :)

და ახლაღა გამახსენდა - ჩემი და სანდროს სირცხვილი - დავარღვიეთ ტრადიცია გულმავიწყობის გამო - კომპასი არ გვიდღეგრძელებია, არადა ყოველ კითხვაზე დაუზარელად გვპასუხობდა 360-ვე გრადუსის მიმართულებას...

სანდრო, მაგდენი ინგლისური თუ გახსოვდა, ეს რათ აღარ გაგახსენდა შ.ჩ.?

ლელა, გაფიცებ, ჭიქა რომელ ერთს დაგვინახე როცა ვსვამდით? :D
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]