ზვავების სურათებიდან შუაში და მომდევნო ფოტოზეც მელიის კუდივით წაგრზელებულ ბილიკს იცნობდი, იქამდე ფხიზელი თუ ადი
თუშური შთაბეჭდილებები
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშური შთაბეჭდილებები
kotetbeli
ზვავების სურათებიდან შუაში და მომდევნო ფოტოზეც მელიის კუდივით წაგრზელებულ ბილიკს იცნობდი, იქამდე ფხიზელი თუ ადი
- აბანოს ხევიდან გომეწარში გადასასვლელი მოკლე გზაა, სოფელ ვესტმოში ჩადის. აბანოს ზევითაა მაგის გადასახვევი. ცერისკენ, პრაქტიკულად, ყველაზე რესკი მოსახვევი სწორედ მაგ გადასახვევშია. მოსაბრუნებლად მანქანა ორჯერ მაინც იხევს უკან და საბურავი ლამის ხრამზე გადაეკიდება ხოლმე. არადა, რამდენიმეკილომეტრიანი ხრამია. ჩემი აზრით, ყველაზე საშიში მოსახვევი ეგაა.
ზვავების სურათებიდან შუაში და მომდევნო ფოტოზეც მელიის კუდივით წაგრზელებულ ბილიკს იცნობდი, იქამდე ფხიზელი თუ ადი
თუშური შთაბეჭდილებები
amuri
წინა სურათში ხომ ჩანს, ბილიკი როგორ გადადის მთიდან მთაზე, ეგრეა სამანქანე გზაც - სპირალივით ეხვევა და მთიდან მთაზე გადასვლით მიიწევს უღელტეხილისკენ.
მომდევნო სურათებიც აბანოს ხევისაა ანუ ცერზე ასვლამდე და ყველას უკომენტაროდ გთავაზობთ

........
თუშური შთაბეჭდილებები
..............
თუშური შთაბეჭდილებები
.....
თუშური შთაბეჭდილებები
.....
თუშური შთაბეჭდილებები
ეს უკვე ცერის იქითაა გადაღებული, როგორც კი უღელტეხილიდან დაეშვები. მაგ ადგილს ხშირი წვიმების, ნისლის და თოვლის გამო ციმბირს ეძახიან. ერთხელ მძღოლი გვიყვებოდა, წლეულს პირველად რომ ამოვედი, ამ ადგილებში ჭერეხივით ეყარა დახოცილი ძროხაო. თურმე იმდენად დიდი სეტყვა ცოდნია, ძროხასაც კი ეგრევე უტეხავს ხერხემალს და თავის ქალას...
თუშური შთაბეჭდილებები
თქვენის ნებართვით, შიდათუშეთის რამდენიმე სურათსაც გთავაზობთ. ეს სოფელი საჩიღოლოა გომეწარში, რომელსაც თევზაობისას მოულოდნელად მივადექით.
თუშური შთაბეჭდილებები
ესეც ის მდინარე, სადაც ვთევზაობდით.
თუშური შთაბეჭდილებები
ესეც დიკლოს გადაღმა ლეკთა სოფლებია - ჭერო და ინცუხი. შუაში თეთრ ლაქებად რომ მოჩანს, ეგენი სახლებია. იმდენად უბადრუკი ნაგებობებია, რომ არ ეთქვათ, ვერც მივხვდებოდი, სახლები თუ იყო. ორივე სოფელში დაახლოებით 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. სულ აქეთ, განაპირას რომ მთა მოჩანს, ეგაა ის სერი, რომლის ჩაყოლებაზეც დიკლოს ნაციხარია. მაქ ჩვენი მესაზღვრეები დგანან, სულ ბოლო მთებზე - რუსები, რადგან სახელმწიფო საზღვარიც იქ გადის. ეგ ტერიტორია, სადაც ლეკთა სოფლებია, ბუფერული ზონაა, თუმცა ლეკები იჩემებენ. ოღონდ ამ დავაში ერთ რამეს ვერ მოუძებნეს ახსნა - თურმე მიცვალებულები იმ მთის გადაღმა გადაღმა გადაჰყავთ, ხუშეთში, და აქ არ მარხავენ, გიაურთა მიწააო. ჩვენებიც ამაზე ედავებიან, თუ თქვენი მიწაა, აქ რატომ არ მარხავთო.
თუშური შთაბეჭდილებები
მაგ სოფლების პირდაპირ, დიკლოსა და მთავარ სერს შორის რომ გორი ჩამოდის (სურათზე მისი ნაწილი ჩანს), მაგის გაღმა, მთავარი მთის ფერდობზე ლეკთა კიდევ ერთი სოფელია, ოღონდ დიკლოს სერიდან არ ჩანს. როგორც ამბობენ, ის ბევრად დიდი ყოფილა. აქედან მხოლოდ სათიბები ჩანდა და იმათი მიხედვითაც ჩანდა, დიდი რომ იქნებოდა. ოღონდ ეგ ადმინისტრაციულად დაღესტანის ტერიტორია ყოფილა.
დღეს ამით დავამთავრებ და უახლოეს დღეებში კიდევ დავდებ რამდენიმეს.
დღეს ამით დავამთავრებ და უახლოეს დღეებში კიდევ დავდებ რამდენიმეს.