უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Eh_Dato
- ბოდიალა
- Posts: 239
- Joined: 11 იან 2006, 14:53
- Location: თბილისი
Post
by Eh_Dato » 28 მარ 2006, 12:29
გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ ლაშქრობას.
ჩემთვის თვალშისაცემია ის ფოტორეპორტაჟის კარგი ხარისხი, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითოა ნანახ თემებს შორის.
ქება და ქება ყველა ფოტოგრაფს.
სასიამოვნოდ სწრაფად იტვირთება ილიას სურათები. იქნებ სხვებმაც მისგან ავიღოთ მაგალითი.
ჩემთვის ამ რეპორტაჟის ნახვა კიდევ იყო გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევაც. დღემდე ვთვლიდი, რომ თუ თოვლზე არ ივლი, აპრილამდე ქალაქგარეთ არ უნდა გახვიდე.
თავდახრილი ვაღიარებ - ვცდებოდი.
ბუნებას ყველა დროს თავისი, განუმეორებელი ხიბლი აქვს. ორ კვირაში მეტი სიმწვანე იქნება, მაგრამ ამ ნაზამთრალ ფოთლებში ამოსულ ყვავილებს ალბათ ვეღარ ნახავ.
და კიდევ - შეიძლება ეს აქ არც უნდა ითქვას, მაგრამ კულტურული ერი სხვის ძეგლებზეც ისევე უნდა ზრუნავდეს, როგორც საკუთარზე. ნეტავ ვის მოაფიქრდა აივნიანი სახლის მიდგმა ლუთერანულ ეკლესიაზე?
Last edited by
Eh_Dato on 28 მარ 2006, 13:12, edited 1 time in total.
-
igdrasilis-kata
- ბილიკზე მოარული
- Posts: 54
- Joined: 14 ივნ 2005, 10:11
- Location: kombosto
Post
by igdrasilis-kata » 28 მარ 2006, 12:29
Nika wrote:igdrasilis-kata
აჰა შენ ნავაროჩენნი კატა:

ვა როგორ მგავს, გმადლობ
წყალზე მოსიარულე
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 28 მარ 2006, 14:03
მოგესალმებით ყველას!
ბოდიალებო! მაწანწალებო! მოხეტიალეებო! (ვაი რაღაც უცხო სიტყვა წამომცდა

) ბილიკზე მოარულებო!
ყველანი მაგრები ხართ !!!!!!!!!!!!!!!
მშვენიერი და ლამაზი მარშუტია!
P.S. ისე ხანდახან ეჭვი მეპარება სურათების ატვირთვის მოკრძალებულობის (

) ამბავში.............

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 28 მარ 2006, 18:31
მაი ყველაფერი კაი - სურათებიც კაი იყო და მონაყოლიც, მარა ამ უქმეებზე რა წევიდეთ სამე, ვიჯდეთ თბილისში?
-
Lola
- ლოლაძე
- Posts: 538
- Joined: 28 ივლ 2005, 14:38
- Location: Howl's Moving Castle
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 04 აპრ 2006, 20:00
ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს ყველასთან, ვინც აბელიანში იყო.....
დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ სწავლის დროს ვიყავით აბელიანში და რატომღაც ძალიან უმნიშვნელოდ დამამახსოვრდა ეს ეკლესია. არადა არ მასვენებს გიორგის ნათქვამი "აბელიანი - სხვა დონეაო"........
იქნებ ვინმემ გამახსენოთ ის არსებითი რამ, რითიც მნიშვნელოვანია ეს ეკლესია და რაც მე მიმავიწყდა, ან სულაც ვერ შევნიშნე თავის დროზე ..........

-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 05 აპრ 2006, 08:15
ორი რამ არის რის გამოც აბელიანი ჩხიკვთას სამებასთან შედარებით "სხვა დონეა". ერთი ნაკლებმნიშვნელოვანი - ესაა მშენებელთა ოსტატობა - ვგულისხმობ ქვის წყობის ხარისხს, ეკლესიის პროპორციებს. აშკარაა რომ კარგი "კირით ხუროები"იყვნენ. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი - ესაა საკმაოდ დიდი, ასევე ოსტატურად შესრულებული ასომთავრული წარწერა, რომლითაც აბელიანი თარიღდება. მასში მოხსენიებულნი არიან მანგლელი ეპისკოპოსი და მონღოლების მიერ საქართველოში ერთდროულად დადგენილი ორი მეფე - ორი დავითი: დავით ულუ და დავით ნარინი. თუ გახსოვს ეს ეპიზოდი საქარველოს ისტორიიდან იმ დროს საქართველო მონღოლთა ქვეშ იყო. მათ უნდა დაემტკიცებინათ, დაედგინათ საქართველოში მეფეები. ჰოდა ჯერ ერთი დავითი წავიდა და დაიკარგა, არაფერი ისმოდა მისი რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ მისი ბიძაშვილი წავიდა, როცა გადაწყვიტეს, რომ პირველი დავითი ალბათ მოკვდაო. არადა ეს მეორე დავით რომ ჩავიდა მონღოლებთან პირველი იქ იყო და სხვათა შორის უკვე მეფედ დასმული. მონღოლებმა კიდევ "არ აწყენინეს" არც მეორე დავითს ისიც მეფედ დასვეს და მერე ორივენი საქართველოში გამოისტუმრეს. ერთმანეთისგან რომ განესხვავებინათ ერთს მონღოლებმა დავით ულუ ანუ უფროსი, ხოლო მეორეს დავით ნარინი ანუ უმცროსი უწოდეს. აბელიანის წარწერაში ნახსენებნი არიან "მეფენი დევით". ამიტომაა გამორჩეული.
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 05 აპრ 2006, 11:09
კახას მონათხრობს დავამატებდი ერთ საინტერესო არქიტექტურული დეტალის არსებობის ფაქტსაც, რომელიც მეტად ორიგინალურია და სხვაგან არ გვხვდება.
კერძოდ სატრიუმფო თაღის კაპიტელის გადაწყვეტა, რომლის აღწერასაც არ დავიწყებ, რადგან ფოტოზე ჩანს. ამ დეტალის მეშვეობით ოსტატი გარკვეულწილად კონქის მოცულობას დარბაზისკენ ზრდის, რითაც კონქის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მით უფრო საინტერესოა ეს ფაქტი, რომ ასეთი ორიგინალური გადაწყვეტები, განსაკუთრებით კედლის სიბრტყეების მონაცვლეობის ადგილებში, უფრო წინა საუკუნეებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ დროს კი ასეთი მიდგომა ოსტატის "სითამამეზე" მეტყველებს.
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 06 აპრ 2006, 22:25
Kakha
დიდი მადლობა! ამის შესახებ უკვე ითქვა თემაში. და ეს ისტორიაც მე მეძღვნება?? კაია!!!!!!!!!!
და კაია რომ გიორგიმ შემოიხედა.
"დავამატებდი ერთ საინტერესო არქიტექტურული დეტალის არსებობის ფაქტსაც, რომელიც მეტად ორიგინალურია და სხვაგან არ გვხვდება." - აი სად იმალება "სხვა დონე"....... კითხვები აღარ მაქვს!!!!
მადლობა თქვენ!!!!!!!!!!!!
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 იან 2009, 13:33
არაჩვეულებრივი გასვლაა.
აი, რას ნიშნავს, რომ ძველი გასვლების თემები იკითხებოდეს.
ბევრი ფოტო არ იხსნება და რატომ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 26 იან 2009, 13:43
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:არაჩვეულებრივი გასვლაა.
აი, რას ნიშნავს, რომ ძველი გასვლების თემები იკითხებოდეს.
ბევრი ფოტო არ იხსნება და რატომ?
აქაურობის ნახვის სურვილი მომეცა

ხომ არ იმასგვექნა

მითუმეტეს მანდ ისეთი ღვინის მარანი მეგულვის იფ იფ იფ იფ რა ასურეთულ შავს აყენებენ...
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 იან 2009, 13:44
qvevri wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:არაჩვეულებრივი გასვლაა.
აი, რას ნიშნავს, რომ ძველი გასვლების თემები იკითხებოდეს.
ბევრი ფოტო არ იხსნება და რატომ?
აქაურობის ნახვის სურვილი მომეცა

ხომ არ იმასგვექნა

მითუმეტეს მანდ ისეთი ღვინის მარანი მეგულვის იფ იფ იფ იფ რა ასურეთულ შავს აყენებენ...
ახლა სწორედ ამ მიმართულებას ვამზადებ და ამ კვირას წავიდეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 26 იან 2009, 13:50
GAMARJOBA SAKARTVELO
უი, გუშინ დილით გასულ ლაშქრობებს გადავხედე და ვიფიქრე ასურეთისკენ ხომ არ გაგველაშქრა-თქო

აუცილებლად წავიდეთ, მაგრამ ამ კვირის ბოლოს მეეჭვება, რომ შევძლო
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 27 იან 2009, 09:41
GAMARJOBA SAKARTVELO
ფოტოები რომლებიც არ იხსნება დადებული იყო სერვერზე რომელსაც მაშინ კარავი იყენებდა. ახლა როცა სხვა სერვერზე გადავედით, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ფოტო 2005 და 2006 წლებში დადებული არ და ვერ გაისხნება. იხსნება მხოლოდ სურათების განთავსების სერვერებზე ატვირთული სურათები რომელთა ბმულებს ვუთითებთ ხოლმე.