
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
პირველ დღეს ვნახეთ ომალო, შენაქო, დიკლო. ომალოს გამოჩენა გამონათებაა. ის გაშლილ ველზე მთებს შორის მოქცეული კესელოების შემყურეა.... ომალოში შესულს თუშების (ვაჟას) სასტუმრო - თუშეთი გეგებება.
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
შესაშური მდებარეობა აქვს ამ სასტუმროს: ერთი ხედი ომალოს, კესელოების შემხედვარეა, მეორე ალაზნის ხეობის გადამყურე. სილამაზესთან ერთად აქ თუშური სტუმართმოყვარეობის, სიმღერის, ხინკლის, კოტორის, სიმყუდროვის, კურდღელ–ძაღლ–ციცარ–ადამიანის ერთ ეზოში თანაცხოვრების გემოს გებულობ.
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
ვნახეთ ,,მიმინოში’’ გადაღებული ის ტრიალი მინდორი მთებში, თავისი სივრცის სილამაზით ფილმის ყოველი ნახვისას რომ საოცარ შთამბეჭდილებას ახდენს. ომალოთი დაიწყო ჩვენნი თუშური ცხოვრების შეგრძნება: აქაა ძველი სახლები ქვით ნაშენი და ქვით გადახურული, ქვების ულამაზესი წყობა სახურავზე. ამ სახლებს შორის წამომართული ქვის კოშკები ქვის ქუდებით დახურული უკვე თუშეთის ისტორიაა. ისტორიაა დღემდე შემონახული ხატის წესი : ყველა სოფელს აქვს ხატი (ესეც ქვისგან აშენებული ნაგებობაა), რომეთან მიახლოება ქალს ეკრძალება და მომხვდურიც უნდა დაემორჩლოს ამ წესს. შენაქოში ერთმანეთისაგaნ არც თუ დაშორებითაა ხატის ადგილი და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Last edited by arcivi9 on 14 დეკ 2013, 00:49, edited 1 time in total.
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07
სახლების უმეტესობა სამწუხაროდ დაკეტილი ან დატოვებულია (თქვეს ზაფხულობით ამოდიანო). უხარიათ მოსულების დანახვა, გესალმებიან, დახმარებას გთავაზობენ.