აი ასეთი გზაა ზემო ბარიდან მრავალძალისკენ - 6 კმ...
თითქოს არა უშავს.... ჩავჯექით სამარშრუტოებში.. მაგრამ
აქაც გვიმუხთლა ბედმა...\
რამდენიმე მოსახვევის შემდეგ თამაზის სამარშრუტომ მოსახვევში ჭრიალი დაიწყო...
გაფუჭდა მანქანა - ზეთს ასხამდა გზადაგზა.... საჭეს ზეთი იღვრებოდა... ფერი ეცვალა თამაზის - შარში გავეხვიეო... არადა ახალი ნაყიდი მანქანაა...
გადმოვცვივდით გარეთ... რა გვექნა აღAრ ვიცოდით...
ბავშვებს ვუთხარი - ვისაც შეგიძლიათ გავაგრძელოთ თქო გზა ფეხით...
გუშინდელი ლაბეჭინას დამქანცველი გზის შემდეგ აღარ მქონდა იმედი, რომ ნახევარი მაინც წამოვიდოდა ისევ აღმართებზე....
თან საშინლად ცხელოდა...
მანანები გავუშვით უკან სოფელში ჩვენ კი გავაგრძელეთ გზა ფეხით...
აბა რა გვექნა...
გავიხედე უკან და რას ვხედავ - თითქმსი ყველა მოაბიჯებს მრავალძალისკენ
თითქმსი ყველა წამოვიდა!
თან ისეთი მწყობრი ნაბიჯით მოიწევდნენ - უკან მომავალმა ხალხმა მალევე გამისწრო...
ნელ ნელა მივიწევდით მაღლა და მაღლა!
მრავალძალი 1840 მეტრ სიმაღლეზეა!!! არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა ჩვენს თვალწინ!!!
