Nika
ისე მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე:
ანუ ვისაც ზეკარის ხეობის დათვალიერების სურვილი აქვს და ფეხით სიარულიც არ ეზარება, მაშინ ესეთი ვარიანტი შეუძლია გააკეთოს:
მანქანით აბასთუმნიდან ამოვიდეს ზეკარის უღელტეხილზე და მსურველები დატოვოს სოფელ ივლიტასთან. შემდეგ სანამ ფეხით მოსიარულენი ზეკარის ხეობას გაივლიან მანქანიანი ჩავიდეს საირმეში და შემდეგ საირმიდან წამოვიდეს ბაღდათისაკენ, არმისული ბაღდათამდე სოფელ წყალთაშუაში გადმოუხვიოს ხანისაკენ, ხოლო გადმოსახვევიდან ასე 10 კილომეტრში სოფელ კაკასხიდთან მარჯვნივ შემოუხვიოს ზეკარის ხეობაში (არ გააგრძელოს გზა პირდაპირ, ხანის მიმართულებით). მე როგორც მახსოვს ქერშავეთის ჩანჩქერამდე მანქანით მისვლა შესაძლებელი უნდა იყოს. ის ჩამონაშალები ჩანჩქერის მაღლა შეგვხვდა.
ასე რომ ფეხით მოსიარულეებს ივლიტადან ქერშავეთის ჩანჩქერამდე მოუწევთ ფეხით სიარული. ვერ ვიტყვი, რომ ცოტა მანძილია გასავლელი, თუმცა სასიარულოდ ძალიან მარტივი და სასიამოვნოა: არანაირი მკვეთრი აღმართ-დაღმართები. მხოლოდ ოდნავი დაღმართი და ძალიან სასიამოვნო სიგრილე.
ნორმალური მოსიარულე ამ მანძილის დაფარვას ჩემი აზრით მაქსიმუმ 7-8 საათში შეძლებს. თან ისე, რომ გადარბენაზე არ იყოს და დატკბეს იქაურობით.
P. S. სასურველია, რომ მინიმუმ 2-3 კაცი მაინც იყოს ფეხით მოსიარულე, ზეკრის ტყეებში ნადირის სიმრავლის გამო. მარტო ნუ გარისკავთ წასვლას.