ამიტომ ციხისთვის ფოტოების შორიდან გადაღებით შემოვიფარგლეთ და გავემართეთ ასპინძისკენ მოკლე გზით, რომელიც დიდი აბულიდან გადადის სოფელ სათხეში. ბინდდებოდა, ამიტომ გზაში მხოლოდ 1-2 ფოტო გადავიღე.

ასპინზაში ღამის 11 საათისთვის ჩავედით. 2 საოჯახო სასტუმროში გავნაწილდით. კარველების ნაწილი კარვებში აპირებდა ღამის გათევას, მაგრამ საშინლად წვიმდა და ციოდა

. ჩვენი დიასახლისი ძალიან გულისხმიერი და სასიამოვნო ქალბატონი აღმოჩნდა. რომ ვთხოვეთ ნებართვა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ოთახებში გაეთიათ საძილეებში ღამე, უარი არ უთქვამს.
დილითაც უგემრიელესი საუზმე დაგვახვედრა

. რეკომენდაციას ვუწევთ და როგორც ნაიამ თქვა, მის ტელეფონს დავდებ სასტუმროების ტემაში.
გოგოებს გიტარა ჰქონდათ წამოღებული და ისეთი სიმღერები დააგუგუნეს რომ

.. რამდენიმე ვიდეო გადავიღე და დავდებ მერე ბმულებს.
ეს უკვე მეორე დღეა. მივემართებით ახალქალაქისკენ, საიდანაც სამსარისა და ღრტილას ეკლესიებისკენ მიდის გზა.
გზად ხერთვისის ციხე გავიარეთ
