თუშეთი 3-11 აგვისტო

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 23:55

როდესაც მანქანა ომალოში ამოვიდა, მან ნათელა დეიდას მიერ გამოტანებული ახალთახალი პურები, ყველი და ხილი დაგვიტოვა! ჩვენც დამშეულებმა გვარიანად მოვილხინეთ ახალ საკვებს დანატრებულებმა! :D

ალვანში ჩასასვლელად მეორე მანქანაც გვჭირდებოდა. ამიტომ სანამ მეორე მანქანა დართლოდან ჩამოვიდოდა, მანამ ომალოს სკოლის შენობაში შეგვიშვა გოგი ძიამ (ასე ერქვა ჩვენს მძღოლს). თან თუ გამოვიდოდა, დილით გასვლა უკეთესი ვარიანტი უნდა ყოფილიყო. :)

მეორე მანქანის მოლოდინში სკოლის აივანზე კარტის თამაში გავაჩაღეთ:

Image

Uploaded with ImageShack.us

გოშა და ელგუჯა ბიძია

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც მესაზღვრეების ვერტმფრენი

Image

Uploaded with ImageShack.us

ასე ერთი საათის შემდეგ მეორე მანქანაც მოვიდა. შევთავაზეთ ალვანში დილით წასვლა, მაგრამ როგორც გვითხრა ეჩქარებოდა და ამიტომ იძულებული გავხდით აბანოს უღელტეხილი ღამე გადაგველახა. მანქანებში თანაბრად გავნაწილდით და დავადექით გზას. უკვე ბინდდებოდა როდესაც ომალოდან გამოვედით. ამინდი საკმაოდ ცუდი დაგვემთხვა. გადაუღებლად წვიმდა და თან რაც უფრო მაღლა მივიწევდით ნისლიც უფრო და უფრო მატულობდა. ზედ უღელტეხილზე კი ისეთი ნისლი იყო, რომ ერთერთ მოსახვევში მანქანა გავაჩერეთ, ელგუჯა ბიძია დადგა გზის პირას და ისე მოვუხვიეთ. ნისლის გამო ზალიან ნელა ვმოძრაობდით. ამას კი თან ერთვოდა თოვა (!!!) უღელტეხილზე და 3-დან 5 გრადუსამდე ტემპერატურა! აგვისტოში ახალი თოვლი მხოლოდ მწვერვალებზე თუ მინახავს. ახლა კი უღელტეხილზე 2850 მეტრზე თოვდა!
დიდი სიფრთხილით ჩავიარეთ უღელტეხილიდან პირველი სერპანტინი. მეორე სერპანტინზე უკვე დაიწმინდა ჰაერი და ახლა ხილვადობაც გაცილებით უკეთესი იყო. ერთიანად დაძაბულები ვიყავით და როდესაც ის რთული მონაკვეთი მშვიდობით გავიარეთ ცოტა მოვეშვით და ყველას ძილი მოგვერია.

ასე ღამის პირველი საათი იქნებოდა ალვანში რომ ჩავედით. ანიკო ბებია ჩვეული სიხარულით შემოგვეგება და ყველას სათითაოდ მოგვეფერა.
ის ღამე ანიკო ბებიას სახლში გავათენეთ. დილით კი თბილისის გზას დავადექით.

ასე და ამგვარად დამთავრდა წლევანდელი თუშური ლაშქრობა. ყველას გირჩევთ მოინახულოთ თუშეთი (და განსაკუთრებით წოვათა (!!!)), რადგან იქ ნახავთ ისეთ რამეს რასაც მხოლოდ თუშეთში თუ შეხვდებით. სწორედ მაგიტომ შემიყვარდა თუშეთი და განსაკუთრებით კი წოვათა. წოვა თუშეთში ისეთი რამ ვნახე რაც დარწმუნებული ვარ საქართველოში სხვაგან უბრალოდ არ არის. საქართველოს სხვა კუთხეებშიც არის ისეთი რამ რაც განარჩევს იმ კუთხეს დანარჩენი საქართველოსაგან. არხოტი და თუშეთიც ერთერთი ასეთი მხარეთაგანია საქართველოში და სწორედ მაგიტომაა რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავ ჩემს წარმოდგენებსა და სიზმრებში ჭიმღის კლდეებსა და წოვათის ბუმბერაზ გალავანს...
Last edited by Bernar on 29 აპრ 2010, 23:36, edited 1 time in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 28 აპრ 2010, 23:56

გმადლობთ ყურადღებისთვის! :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Gvalva » 29 აპრ 2010, 16:06

Bernar

გაიხარე, მოვლილი ადგილებიც და აღწერაც საუკეთესოა!!

მშურს შენი ლაშქრობის ყველა წევრის და წარმომიდგენია რა ამაყია დედშენი! :)

მიყვარს ნათელა დეიდა, რომელმაც პური, ყველი და ხილი! გამოგიგზავნათ, ნათლდ წარმოვიდგინე ამის დანახვის სიხარული :)

და იმ უღEლტეხილის ღამე ჩამოვლაც! ეგ მძღოლები არ ვიცი თაზეხელაღებული ქვია თუ რა ქვია, რაღაც სხვანაირები კი არიან :), და ჩვენც რომ ვუსხდებით ხოლმე მანქანაში!

და მაინც, ამხელა ლაშქრობის დასრულება რაღაცა სხვა გაცდაა, სიხარული, სიამაყე და კიდე რაღაცა... ალბათ ყველასთვის სხვადასხვა

დიდი მადლობა!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by guruli » 29 აპრ 2010, 22:51

Bernar - მართლაც კარგი რეპორტაჟია. გემრიელი თხრობა იცი. ჩვენც რომ ფეხდაფეხ მოგყვებით, ვტკბებით იმ სილამაზით და თან სულგანაბულნი ველოდებით - აი, ახლა რა მოხდება, ახლა ნეტავ რა გამოჩნდებაო.
მოკითხვა მაგ ლაშქრობის ყველა მონაწილეს და რესპექტები!
Gvalva
მიყვარს ნათელა დეიდა, რომელმაც პური, ყველი და ხილი! გამოგიგზავნათ, ნათლდ წარმოვიდგინე ამის დანახვის სიხარული
თუშები მასეთები არიან, ძალიან გულიანი და სტუმართმოყვარე ხალხი.
და იმ უღEლტეხილის ღამე ჩამოვლაც!
თოვლში არა, მაგრამ ღამე წვიმაში და ზუსტად მასეთ ნისლში მეც გადმომივლია ეგ უღელტეხილი. ზევით რომ ქაშაპურია (გურული ენის განმარტებითი ლექსიკონი ძალაშია :wink:) ამინდი იყო, აბანოს ხევში და კახეთის მხარეს მთვარე ანათებდა. მაღლა, ნისლებში საოცარი სანახაობა იყო, ელვა რომ გაკრთებოდა და გაიკლაკნებოდა ღრუბლებში! მანქანას გადავხადეთ საწვიმარი, თუშები თუშურ სიმღერებს აგუგუნებდნენ და მართლა საოცარი მგზავრობა გვქონდა... :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 29 აპრ 2010, 23:35

დიიიიიიიიიიდი მადლობები ყველას!
ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ ჩვენი ლაშქრობა!
თუ ამ რეპორტაჟით ვინმეს თუშეთი თუნდაც მცირედით მაინც კიდევ უფრო შეუყვარდა, მაშინ ვიტყვი, რომ ამდენი ტყუილად არ მიწერია!

სულმოუთქმელად ველოდებით უკვე თითქმის კარსმომდგარ ზაფხულს: წინ ხომ ახალი თავგადასავლები გველოდება ყველას!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Mta Mkvarebia » 14 ივლ 2011, 15:12

Bernar wrote:დიიიიიიიიიიდი მადლობები ყველას!
ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ ჩვენი ლაშქრობა!
თუ ამ რეპორტაჟით ვინმეს თუშეთი თუნდაც მცირედით მაინც კიდევ უფრო შეუყვარდა, მაშინ ვიტყვი, რომ ამდენი ტყუილად არ მიწერია!
ნამდვილად არ გიწერია ტყუილად! თქვენი მარშრუტის ზოგიერთი მონაკვეთი (წოვათა და ნაყაიჩო, გირევიდან ლაროვანის ხეობა და ტბა) ჩვენს მომავალ მარშრუტს ემთხვევა, ამიტომ დიდი ინტერესით წავიკითხე დეტალები და დავათვალიერე ფოტოები. ორივე კარგ სამსახურს გაგვიწევს მარშრუტის სირთულის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად. მეგზური კი გვეყოლება და დაკარგვის შიში არ გვაქვს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა როცა იცი, სად მიდიხარ და რა სირთულეები შეგხვდება. რაც მაფიქრებდა, მდინარეებზე ხიდების არსებობა (ის რაც სატელიტიდან ვერ დავინახე) და მდინარის გადაკვეთისას მისი სიღრმე და სისწრაფე იყო, ასევე ვერხოვანის და წოვატას მონაკვეთებზე ნაშალის მიერ დარღვეული ბილიკის შესახებ ინფორმაცია მაინტერესებდა, რის შესახებაც ადრე მქონდა წაკითხული. მაგრამ როგორც ვნახე, არც ისეთი უსაშველო ხრამია ქვემოთ, რომ გადასვლა საშიში იყოს. ასე რომ ძალიან კარგი სამსახური გაგვიწიე. დიდი მადლობა ამისთვის :D .
Image

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by ეკატო » 19 ივლ 2011, 08:09

ამ რეპორტაჟის ნახვის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოლოდინით ვუცდი 30 ივლისის მოსვლას :) თუშეთი მართლა ულამაზესია, როგორც ფოტოებიდან ვხედავ, მიხარია რომ მალე მეც ვნახავ ჩემი თვალით :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]