
მივხვდი რომ ამ ადამიანის საიდუმლო მეგობორობისათვის დიდი ძალიასხმევა დამჭირდებოდა, მე კიდევ ზედმეტი ძალების ხარჯვა მეზარებოდა და მაგიტომ წავიწუწუნე, თუმცა მერე რომ დავფიქრდი, ალბათ ასე იყო ორივესთვის საჭირო, ჩემი მისდამი დამოკიდებულებით მასში რაღაც უნდა შემეცვალა და მას კი ჩემი სამყარო დაენახა ისე, რომ არ სცოდნოდა ვინ ვიყავი და რა თქმა უნდა მეც უნდა შევცვლილიყავი, საკითარ თავში უნდა ჩაგვეხედა ორივეს. თავიდან ვფიქრობდი რომ ეს თამაში უბრალოდ ერთამნეთთან დასაახლოებლად და ერთმანეთის გასაცნობად იყო მოფიქრებული, მერე და მერე, რომ დავუფიქრდი ამ თამაში არსს ძალიან ღრმა აღმოჩნდა და ჩემის ზრით ნაყოფიც გამოიღო. რავიცი, ჩემს შემთხვევაში ასე იყო და სხვაბტან როგორ იყო რა მოგახსენოთ, თუმცა მოგახსენებთ აბა რას ვიზამ, წინ კიდევ ბევრი თავგადასავლები გელით...
იმ საღამოს გაგრძელება კი ასეთი იყო: როცა კალათა დაცარიელდა, დადგა ჯერი ყველას გამოეცხადებინა სახელი და გვარი. რადგან ისედაც წრეზე ვიდექით, მინი სცენა მოვაწყვეთ, ფანრებით განათებული. საათის ისრის მიმართულებით ყველა გამოდიოდა წინ, ერთი ნაბიჯით და ამბობდა თავის სახელს და გვარს. სახალისო იყო...
ცოტა ხანში ყველამ თავისი კარვისაკენ გასწია, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, 6 საათზე და 7ზე გვეთქვა დილის ლოცვა, წმინდა ნინოს დაუჯდომელი და გავდგომოდით გზას სოფელი სასირეთისაკენ.