უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 20:21
თითქმის ყველა ფრესკაზე წმინდანებს თვალები ამოჩიჩქნილი აქვთ
ეს ეკლესია გარედან.
ზემოთ რომ კაცი მოჩანს ეკლესიის შესასვლელის წინ კაკაოსფერ ქურთუკში, ბილეთების გამყიდველია. კინაღამ ქვების სროლით გამოეკიდა გოგას. მერაბა გურჯისტანმა (მიხვდით ალბათ რომ გამარჯობა საქართველოს ვგულისხმობ

) სთხოვა, ერთი წუთით გამოიწიე, ფოტო უნდა გადავიღოო, მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარით. ისე გამწარდა, კინაღამ გვაგინა. თუმცა შეიძლება გვაგინა კიდეც, ვინ გაიგებდა?!

ქვემოთ ჩამოვარდა გამწარებული და ჩვენმა გიდმა ძლივს დააშოშმინა. ახლო-მახლო ტურისტები, ვინც კი იყო, ყველა გაკვირვებული უყურებდა. ორმა ბიჭმა გადმომხედა, იმ კაცზე მიმითითა და საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაატრიალა, "გიჟიაო". მე ახსნა დავუწყე, ჩვენს მეგობარს უბრალოდ სურათის გადაღება უნდა და იმიტომ სთხოვა გაწევა მეთქი. 5 წუთი ველაპარაკე. ისინიც თავებს მიქნევდნენ. ცოტა ხნის მერე ვნახე, რომ ერთმანეთსაც ჟესტებით ელაპარაკებოდნენ, თურმე ყრუ-მუნჯები ყოფილან

ისე შემრცხვა

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 20:56

იქვე სუვენირების მაღაზია ვნახეთ. თიკომ ეს მაისური შეიძინა. აღარ დავწერ კიდევ რა შევიძინეთ, მათ შორის არც ნაიასთვის გაკეთებულ სურპრიზ-სუვენირზე

"რა ლამაზი დღეა"-ც ვუმღერეთ მააშ

ჰოდა ფერი დაკარგა სანამ ნახავდა, რა ვაჩუქეთ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩუქების მერე მოუვიდა ფერი

.
თუ ძალიან გაინტერესენთ მერე სთხოვეთ და გაჩვენებთ

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 21:13
შემდეგი გაჩერება ოპალის მინი-ქარხანა და სამკაულების მაღაზია იყო. ოპალი მარმარილოს მსგავსი ბუნებრივი მინერალია, რომელიც მთაში მოიპოვება. მაგრამ მარმარილოსაგან განსხვავებით უფრო პრიალაა და ამასთანავე გამჭვირვალე. პატარა ტესტიც ჩაგვიტარეს, ოპალის სხვადასხვაგვარი ნაჭრები ნათურის შუქის ქვეშ გააშუქეს. მერე გვანახეს თუ როგორ მუშავდება დაზგაზე ოპალი და როგორ აძლევენ მას ოვალურ ფორმას, თუ კვერცხი-სუვენირის გაკეთება აქვთ გადაწყვეტილი.
ნახეთ როგორი ინტერესით უცქერენ
მერე ხდება კვერცხის საპნიანი წყლით დამუშავება, მოხვეწა და გაპრიალება
ესეც საბოლოო შედეგი.
საბოლოო შედეგს რომ შეხედა, კოკო-ნინელის გაახსენდა, რომ საჩუქრად წამოღებული ჰქონდა თექისაგან დამზადებული და ქართული ორნამენტებით შემკული კვერცხი, რომელიც საჩუქრად მასპინძელ ქალბატონს გადასცა, მასაც მეტი რა დარჩენოდა, ოპალის კვერცხი აჩუქა ნინელის საპასუხოდ. თუმცა მანამდე ამ კვერცხის ჩუქებაზე გოგა ევაჭრებოდა იმ ქალბატონს

კვერცხი როგორ გაიყვეს ნინელიმ და გოგამ არ ვიცი, თუმცა მათი მეგობრობის ამბავი რომ ვიცი, ადვილად მოახერხებდნენ, ერთი თხილის გული გაიყო ცხრა ძმამ და მაგას ვერ იზამდნენ?


-
ნიმფა
- იეტი
- Posts: 1352
- Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
- Location: სამშობლო
-
Contact:
Post
by ნიმფა » 15 მაი 2008, 21:30
მომენატრეთ ყველა:)
კარგად წერ მთაშენკა:)
მერე, მერეე...
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 21:31
იმ დღის დაგვირგვინება თურქული ფოლკლორის ფესტივალი იყო. თუმცა თიკომ როგორც დაწერა, ქართული ფოლკლორის ფესტივალი აღმოჩნდა.
გოგამ რომ ქალი "მოიგო" (როგორც თვითონ ამბობს), ამის შესახებაც დაწერა თიკომ, აღარ გავიმეორებ, მაგრამ ფაქტი დაიმახსოვრეთ, გამოგადგებათ
ფესტივალზე კარგად მოვილხინეთ.
ტრული აქ დახვეწილი ქალბატონია, ღვინოს რომ ნელ-ნელა აგემოვნებს
მაგრამ ცოტა ხანში ეს დახვეწილი ქალბატონი სადრაც გაქრა და მისი ადგილი ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ტრულალამ დაიკავა. ერთ-ერთი ჯგუფური ცეკვისას, ტრულალა გვეხვეწა ვიცეკვოთო და რომ არ წავედით, სადღაც გაიპარა, გოგად გაუკვირდა: "სად არისო", ფერხულში იქნება ჩაბმული მეთქი,.მართლაც რას ვხედავთ, მოდის ეს უშველებელი მატარებელი ცეკვა-ცეკვით და ერთ-ერთ ვაგონად ტრულია ჩაბმული. მალე მოსაწესრიგებლად გასული თიკოც აიყოლოა და დაიწყო თავდავიწყება

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 21:37
~nimfa~
გენაცვალე, კეთილი იყოს შენი ფეხი
შენ რატომ პასიურობ?
კარველებს კი წარმოვუდგენ: გთხოვთ იცნობდეთ,
ექიმი, მეწარმე, ლიდერი (და საერთოდ 7-იანი შემოხაზეთ რა

)
ნიმფა იგივე თამრი

-
ნიმფა
- იეტი
- Posts: 1352
- Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
- Location: სამშობლო
-
Contact:
Post
by ნიმფა » 15 მაი 2008, 21:40
Mta Mkvarebia
გმადლობთ

-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 15 მაი 2008, 21:43
Mta Mkvarebia
ჰაჰა მთამყვარებია!!!! ძალიან ვიხალისე... მემგონი დამეწიე

:D:D
რატომღაც გამახსენდა ჩვენი გიდი რომ გეძახდა.... ამ გოგოს რა ქვიაო.. მარტო შენ გელოდებოდით ავტობუსში... მთამყვარებიამეთქი... და ხუთჯერ გავუმეორე.. თავიდან წაიყრუა... შეცდომით არ გავიმეოროო
მერე მოერიდა და ერთი ორჯერ ჩუმად დაიძახა... "მთამყვარებია we are გოინგ!!!!"
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 15 მაი 2008, 21:55
თურქულ მელოდიებს დანა-ჩანგლის ხმა ავაყოლეთ და ლითონის თეფშებზე რაკუნით ისეთი კაკაფონია ავტეხეთ, ხალხი ყურებს იცობდა თითებით
ანი, რას აკეთებ? შენც გოგო?
მერე მოცეკვავე ბიჭებს მივუვარდით, საქმის გასარჩევად. მოთელვა არ ვაცალეთ.
მაგრამ მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომ "ჯორჯიან ლეჯენდიდან" ჰქონდათ აღებული ქართული ცეკვის ილეთები და დავარწმუნეთ, რომ ქართულ ცეკვებს ცეკვავდნენ, "შევრიგდით" შემდეგი ფრაზით: "თურქი, გურჯი, კარდაშ

" (თურქი, ქართველი, მეგობრობა) და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ

-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 15 მაი 2008, 22:13
სვანეთოლოგი