ხადელებო,
თქვენ კი გაიხარეთ, თქვენა
იმდენად ნასიამოვნები დავბრუნდი, რომ ვერც კი აღვწერ...
სასიამოვნო იყო ახალი სახეების - კარ(ა)ველებისა თუ არაკარ(ა)ველების გაცნობა.
anka... კარაველას გაუმარჯოს
ვწუხვარ, და ამავე დროს ბოდიშსაც ვიხდი, რომ აქამდე ვერ შემოვედი ფორუმზე და სამწუხაროდ, ისევ უნდა გავიქცე - სვანეთის ექსპედიციის მასალები გვაქვს დასამუშავებელი.
naia, დიდი მადლობა ფოტოებისათვის. დღეს-ხვალ, დროს თუ გამოვნახავ, გადავხედავ ჩემს გადაღებულ ფოტოებს და თუ კი განსხვავებულებს აღმოვაჩენ, რა თქმა უნდა მარშრუტთან დაკავშირებულს, აუცილებლად დავდებ, სხვა სახის ფოტოებს კი დავაარქივებ, სადმე ავტვირთავ და აქ შესაბამის ბმულს დავდებ. ალბათ ასე უმჯობესი იქნება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი გადაღებული 50-100 ფოტო რომ დავდო, ლაშქრობის დღიური "საოჯახო ალბომის"

სახეს მიიღებს.
გაიხარეთ.
ძალიან კარგები ხართ ყველანი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
ისე, 2 დღიანი გასვლა მაგ ადგილებში ნაღდად ღირს.