Voodoo Child
ვიყავით კისტანში.....
და მე მგონია ეს თემა გეოკეშინგს არ შეესაბამება და მე მგონი წინააღმდეგი არ იქნები თუ ამ თემას აქედან გადაიტანს მოდერატორი, თუ სურვილი გექნება ლაშქრობაში მოყვე შენი ლაშქრობის შესახებ მაAშინ იქნებ ლაშქრობის თემაში გააგრძელო...
აი რატომ არ აკმაყოფილებს კეში "გეოკეშინგის" პირობებს :
გეოქეშინგი
(თამაშის წესები)
I. თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია საკუთარი
სამალავების შექმნა და სხვისი სამალავების აღმოჩენა.
სამალავი არაა სრულყოფილად შექმნილი.
სამალავი არაა შექმნილი
II. სამალავის ძებნის დროს თამაშში მონაწილე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ქმედებები:
1) ყურადღებით გაეცნოს სამალავის აღწერილობასა და სამალავის ავტორის დავალებებს. ჩაიწეროს კოორდინატები;
2) სამალავის ავტორისა და თამაშის სხვა მონაწილეების მინიშნებების მიხედვით აღმოაჩინოს სამალავი;
3) დამალული კონტეინერიდან ნებადართულია ნებისმიერი ნივთის აღება. მის მაგივრად აუცილებელია სხვა ნივთის დატოვება;
4) სამალავის ბლოკნოტში გააკეთოს ჩანაწერი აღმოჩენის შესახებ. აგრეთვე სავალდებულოა აღებული და დატოვებული არტეფაქტების მითითება;
5) კონტეინერის სამალავში დაბრუნება და მისი შენიღბვა;
6) სამალავის ავტორის დავალების შესრულება;
7) ფორუმზე შესაბამის თემაში სამალავის აღმოჩენის შესახებ განაცხადის გაკეთება.
არ არსებობ სამალავის ბლოკნოტი, კონტეინერი ნივთებისათვის და ტავად ნივტები
III. სამალავის მოწყობის დროს თამაშში მონაწილე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ქმედებები:
1)
სამალავები განთავსოს საინტერესო ადგილებში;
2)
ჩაიწეროს სამალავის კოორდინატები;
3) �ექსტრიმის� ტიპის სამალავის შექმნის შემთხვევაში მოთამაშეების წინასწარ გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხეებისა და აუცილებელი აღჭურვილობის შესახებ.
4) ფორუმზე შესაბამის თემაში სამალავის განთავსების შესახებ განაცხადის გაკეთება.
სამალავი არაა განთავსებული საინტერესო ადგილას ... ნუ კორდინატებზე საუბარი არაა მაგრამ თუ გპს არ აქვს ადამიანს სეუძლია უფრო დეტალურად აღწეროს.
IV. აკრძალულია:
1) სამალავების კერძო, სამხედრო და სხვა სახის დახურულ/დაცულ, აგრეთვე ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე მოწყობა;
2) სამალავების მოწყობა არქეოლოგიური გათხრების ადგილებში;
3) სამალავებში მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული (იარაღი, საბრძოლო მასალები, ნარკოტიკები და ა.შ.), არაჯანსაღი ცხოვრების საგნების (ალკოჰოლი, თამბაქოს ნაწარმი და ა.შ.),
მალფუჭებადი პროდუქტების და აგრეთვე ისეთი არტეფაქტების განთავსება, რომელბსაც შეუძლია კლიმატური პირობების გამო გამოიწვიონ სამალავის/კონტეინერის დაზიანება ან გარეული ცხოველების ყურადღების მიქცევა.
ლუდი საკმაოდ მალფუჭებადი პროდუქტია ....
V. თამაშის საიტზე აკრძალულია:
1) უცენზურო გამოთქმების გამოყენება და მოთამაშეების შეურაცხყოფა;
2) სამალავების არასწორი კოორდინატების გამოქვეყნება.
3) სამალავების ამსახველი მონტაჟირებული ფოტოსურათების განთავსება.
VI. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ზემოთჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში უარი თქვას სამალავების შექმნის, ან მათი აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და წესების დამრღვევ მოთამაშეებს გაუუქმოს რეგისტრაცია.
VII.
თამაშის პრიოირტეტებია:
1) სამალავების განთავსება ბუნებრივად, კულტურულად, ისტორიულად და გეოგრაფიულად საინტერესო ადგილებში;
2)
სამალავების საინტერესო და ფოტო-ილუსტრირებული აღწერილობის შექმნა; 3) ცხოვრების აქტიური, ჯანსაღი წესი.
VIII. თამაშისას კარგ ტონად ითვლება:
1) ყურადღება და კეთილგანწყობა თამაშის მონაწილეებს შორის;
2) სამალავის აღმოჩენის შესახებ ფორუმზე შესაბამის თემაში შთაბეჭდილებების გაზიარება;
3) თამაშის სხვა მონაწილეების ციტირებისას ან ფოტოების გამოყენებისას პირველწყაროს მითითება;
IX. თამაშისას შესაძლებელია წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანა ან ახალი წესების დამატება. ცვლილებები ხორციელდება მოთამაშეთა ინიციატივით, საღი აზრისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით.
P.S. მოდერს ვთხოვ აეს ტემა გადაიტანოს სესაბამის განყოფილებაში.