უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 11 ივლ 2007, 15:01
Makena
ეეე გილოცავ მაწანწალობას.
ეგ რამკა იმდენად გინდოდა რომ ბოლოს პოსტებს იმეორებდი?

-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 11 ივლ 2007, 15:07
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 11 ივლ 2007, 15:22
Makena
იმას რასაც "სავარაუდოდ კიბეებს" უძახი კიბეები არაა, თუ მცა ძალზე ჰგავს. ესაა სათავდაცვო კედლების სუბსრუქცია. კდელები თავად ალიზის, ანუ გამოუწვარი აგურის, იყო. ასთ კედლებს მიწაზე პირდაპირ ვერ დადგავ - სინესტე მოსპობს, რადგან თახა გამოუწვარია, ამიტომ აკეთებდნენ აქივს სუბსრუქცია/ცოკოლებს და მერე ზედ დგავდნენ ალიზის კედლებს. როცა ცოკოლი ფერდზე კეთდებოდა მაშინ მას კიბის ფორმა ჰქონდა ხოლმე. დროთა ვითარებაში ალიზი იშლებოდა, ირეცხებოდა და საბოლოოდ მისაგან არაფერი რცჩებოდა, აი ქვის ცოკოლები ადგილზე დრჩებოდა. სწორედ ასეთი რამ ნახეთ თქვენც.
-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 11 ივლ 2007, 15:24
არ ინერვიულო

მაგის წყალობით შენც ჩემნაირი მაწანწალა გახდი

-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 11 ივლ 2007, 20:39
Kakha wrote:Makena
იმას რასაც "სავარაუდოდ კიბეებს" უძახი კიბეები არაა, თუ მცა ძალზე ჰგავს. ესაა სათავდაცვო კედლების სუბსრუქცია. კდელები თავად ალიზის, ანუ გამოუწვარი აგურის, იყო. ასთ კედლებს მიწაზე პირდაპირ ვერ დადგავ - სინესტე მოსპობს, რადგან თახა გამოუწვარია, ამიტომ აკეთებდნენ აქივს სუბსრუქცია/ცოკოლებს და მერე ზედ დგავდნენ ალიზის კედლებს. როცა ცოკოლი ფერდზე კეთდებოდა მაშინ მას კიბის ფორმა ჰქონდა ხოლმე. დროთა ვითარებაში ალიზი იშლებოდა, ირეცხებოდა და საბოლოოდ მისაგან არაფერი რცჩებოდა, აი ქვის ცოკოლები ადგილზე დრჩებოდა. სწორედ ასეთი რამ ნახეთ თქვენც.
Kakha
შეკითხვა გამიჩნდა, რამდენი მეტრის სიმაღლის იყო გამოუწვავი ალიზის კედლები? ეს კედლები რომ ქვის ყოფილიყო დღესაც შემოგვრჩებოდა ალბათ...ეს კონსტრუქცია როგორც ჩანს მართლას მაგრად იყო შეკრული, ქვებს დღესაც ემჩნევა ერთმანეთზე გადაბმის კვალი, როგორც ჩანს სპილენძით იყვნენ გადაბმულები.
აქვე მინდა გკითხო ქვახვრელის შესახებ, ამასწინად ვიყავით წასული, ამჯამად ქვახვრელში მიტოვებული სომხური ეკლესიაა, ხომ არ იცი საიდან მოვიდნენ აქ სომხები და საერთოდ ეს ძეგლი ქართულია თუ არა?
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 12 ივლ 2007, 09:40
Makena
ალიზის კედლები დაახლოებით ხუთ-ექვს მეტრამდე ადიოდა ხოლმე. ალიზი ძალზე კარგი მასალაა თავდაცვის კედლებისათვის იმიტომ რომ რბილია. ახლა რაშია საქმე, როცა ალიზის კედელი ზიანდება რალურად ზიანდები მხოლოდ მისი ძალზე პატარა ნაწილი ანუ კედელი სხვა ნაწილებს არ გადაიყოლებს ხოლმე. მაშინ როცა ქვის კედელი თუ დაინგრა ხვრელი დიდ მონაკვეთზე რჩება. სხვათა შორის ამიტომაცაა ხოლმე რომ მაგალითად კოშები და კედლები კოშკებს შორის, რომლებსაც კურტინას ეძახიან არაა კონსტრუქტიულად გადაბმული, არამედ ერთმანეთზე მიდებულია. ამითი იმას აღწევენ რომ თუ ერთი ნაწილი დაინგრა მეორე მყარად დგას. ყველაზე მეტად ალიზის კედლებს სინესტის, წვიმის ეშინიად, რადგან ალიზი გამოუწვარი თიხაა წვიმა ადვილად რეცხავს. ჰოდა ალიზია კედლები ბოლოვდებოდა გელერეის მსგავსი კონსტრუქციით რომლებიც წარმოადგენდა საბრძოლო ბილიკებს და გადახურული იყო კრამიტით, რაც იცავდა წვიმისგან. მერე სახურავი რომ ირღვეოდა დროთა განმავლობაში კედლებიც სწრაფი ტემპით ირეცხებოდა. თუმცა ზოგიერთ ადგილას ჯერ კიდევ შემორჩენილია, უფრო სწორედ გათხრილია ალიზის კედლების ნარჩენები. ოდესმე შემიძლია წაგიყვანო და გაჩვენო.
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 15 ივლ 2007, 10:37
qvevri
გამარჯვება შენ!
ერისთავების სასახლის მარანი თუ გინახავს? ახალგორამდეა, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს. მარნის უნახავს გაგხდის.... ქართველი კაცის ღვინისადმი უსაზღვრო სიყვარულის ხორცშესხმული გამოსახულება....
სასახლე ხო წაქცევაზე, ჰა და ჰა

, მაგრამ მარანიიიი..... იმისთანა ნაშენია, საუკუნეებს გაუძლებს

.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 17 ივლ 2007, 14:26
არ მინახავს, როგორ მოვხვდე მანდ იქნებ მასწავლო? თან სურათიც თუ გაქვს მთლად უკეთესი.
Mrs. Robinson wrote:qvevri
გამარჯვება შენ!
ერისთავების სასახლის მარანი თუ გინახავს? ახალგორამდეა, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს. მარნის უნახავს გაგხდის.... ქართველი კაცის ღვინისადმი უსაზღვრო სიყვარულის ხორცშესხმული გამოსახულება....
სასახლე ხო წაქცევაზე, ჰა და ჰა

, მაგრამ მარანიიიი..... იმისთანა ნაშენია, საუკუნეებს გაუძლებს

.
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 17 ივლ 2007, 15:00
qvevri
ფირზე სადღაც კი უნდა მქონდეს სასახლის ფოტო, აი ახლა პარალელურად ინდექსებს ვათვალიერებ და ვერ ვიპოვე, მოკლედ მოძებნა უნდა.......
როგორც ვთქვი ახალგორისკენაა, ახალგორამდე. არცთუ შორს თბილისიდან.(დავაზუსტებ აუცილებლად) მანდ ახლა გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმია. უდაოდ საინტერესოა.
-
გვალდა
- იეტი
- Posts: 2222
- Joined: 15 ივლ 2004, 12:49
-
Contact:
Post
by გვალდა » 18 ივლ 2007, 16:49
შაბათ-კვირას ვიყავით მაქეთ. სასწავლო ტურზე. ბავშვებმა კუები აიკიდეს, გულზე, ჩანთაში... ხელმძღვანელი გაჰიოდა რა გეკუებათ, მოეშვით ამ კუებსო

სვანეთოლოგი
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 23 ივლ 2007, 16:23
ქვევრ!
დაზუსტებული:
ზემოთხსენებული დიდებული მარანი მდებარეობს სოფელ
ოძისში, ახალგორის გზაზე. (თუმცა ოძისი დუშეთის რაიონს ეკუთვნის).
ერისთავების სასახლე სოფლის განაპირასაა, აგებულია მეცხრამეტე საუკუნეში, ცეცხლზე ცოტა ნავთს მოვასხავ თქვენის ნებართვით- სარდაფში ერთი კი არა, ორი თუ სამი მარანია, უამრავი ქვევრებით და საწნახელებით, რავიცი მაშინ ჩვენზე ნამეტანი შთაბეჭდილება მოახდინა, სასახლე კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო......
მარნის სანახავად ალბათ ნაკლებად, გიორგი ერისთავის ხათრით თეატრალურის სტუდენტები სტუმრობენ ხოლმე, ზემოთ პატარა სცენაა......
ფოტო ვერ აღმოვაჩინე, იმ დღეს ბევრი საინტერესო რამ მოხდა და ეტყობა ფირს ვჟოშკავდი.
