Tamari-ch. wrote:თურმე რაჭა გვყვარებია
და არ ვიცოდითო...
2. მარშრუტის დასახელება: თბილისი- შაორის ტბა - ნიკორწმინდა - ხონჭიორი - პატარა ონი - ლაბეჭინა - ბუგეული
ქვემო-ზემო კრიხი - ბარაკონი - მრავალძალი - სორი - თბილისი
ლაბეჭინა- დედულეთის სალოცავია

ავდიოდით ხოლმე მარიამობას, კოხინჯრობას

ჭყვიში ზედა ჭყვიში ლომოიდო , გადაბაძის ბინული ..

ობინელა, შარეულა, ჭრებალო ხვანჭკარა ...
სოფელში რომ ჩავდიოდი ყოველ დღე ავდიოდი ლამის ჭყვიშსა და ჟოშხას შორის მთაზე საქონელი რომ გადამერეკა დილაადრიან

)
სათიბზე ჟოშხაში დავდიოდით

... მოკლედ, ბევრი ლამაზი დღე მაქვს ამ გზებთან....
ზემო კრიხი: სხვავა არის ბიძაჩემის სოფელი და კრიხის გზებზე (ძირიტადად ტრასაზე) ბევრიც მივლია სხვავაში ასასვლელად, ავტოსტოპითაც და ფეხიტაც

კრიხზე ლამაზი სოფელი სხვავაა

სხვავაში არის კვარა ციხე ულამაზესი ხედებით: ჩემი ერთ-ერთი პირველი ლაშქრობა გულში რომ ჩამრჩა ასევე კრიხულას სათავეზე ასვლაც საკმაოდ კარგი ლაშქრობა იყო სადღაც 15 წლის რომ ვიყავი

კრიხულა ყინულივით ცივია
ბებო ბარაკონის მხრიდანააა წესიდან , ჩავდიოდი მეც , და ალბათ ონიდან წამოსვლელებს პირველი ექსკურსიის ობიექტი ბარაკონი გვქონდა

თუ რა თქმა უნდა ოსეთით არ წავიდოდით, 2002ში ისე უფლისციხის ექსკურსიაზე "ჩერეზ" ცხინვალით და ჯავით ვიყავი
ბებო ბევრ ლეგენდებს მიყვებოდა ხიდიკარზე და წესელებზე ბევრ ხუმრობებს

რაჭის ისტორიული გულია წესი
მრავალძალი: პატარა რომ ვიყავი კარტოფილის ასაღებად დავყავდით მად

მაგარი მხარეა

ულამაზესი ხედებით

განსაკუთრებით ულამაზესია ფარახეთი-მრავალძალის გზა რომელიც კამაზ-ტურით გავიარე შემოდგომაზე

ბევრი სამკურნალო მცენარე ხარობს
პატარა ონი- ჩემს დედულეთს უყურებდა : და მასზე ვასწორებდით ანტენას

მაგრამ არ ვყოფილვარ

))) და არ მქონია დღემდე მოთოხვნილება ავსულიყავი

უბრალოდ ვცხოვრობდი, ვისვენებდი...