უფლისციხისაკენ მიმავალ გზაზე ქვახვრელი გამოჩნდა. ავთოხას თხოვნით შევჩერდით, საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილი დარჩა.
აქედან უფლისციხის ხედი იშლებოდა.
კონსილიუმი.
უფლისციხემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
აბა წარმოიდგინეთ...
ლურჯი ცა და ნაპირებიდან აქაფებული და აზვირთებული ტალღასავით წამოსული ღრუბელი. მოწითალო ეკლესია, გამოტვიფრული ოთახები, ხვრელები, რგოლები - რომლებიც ჩარჩოსავით აკრავს გარს ქვევით მწვანეზე მიმოფანტულ ნასახლარებს...
ადამიანის პროფილის მაგვარი ქვა /რომელიც მანამდე ფოტოზე მქონდა ნანახი/ აქაფებული ნაცრისპერი ღრუბელის ფონზე და კარაველთა ჭრელი ტანისამოსი...
გავიშალეთ ვინ სად. მერე ყველას მოგვშივდა
ისე მოგვშივდა, კინაღამ იქვე დავსხედით. მაგრამ ატენის სიონისაკენ გზა გავაგრძელეთ.
ვიწრო ხეობაში შევედით, შუაგულ შავ ღრუბელში მოვხვდით, წვიმა აბეზარად სცრიდა.
ატესნი სიონი ხარაჩოებში დაგვიხვდა, ეკატოს თქმით 5 წელია ასეა.
ფრესკები მომეწონა, მაგრამ გადაღება არ შეიძლებოდა. ასე რომ გარე ორნამენტების გადაღებით შემოვიფარგლეთ.
დიდხანს არ შევერებულვართ. ავუყევით მდინარე ატენს და მდელოს ძებნა დავიწყეთ, ზვიადმა დაგვირეკა და გვითხრა რომ 4 კილომეტრში მაგიდა და სკამია. იქამდე არ ავედით. ერთ მდელოსთან შევჩერდით, შეშა მოვაგროვეთ და ის გვეიმედებოდა, სანამ ცრის ეგება შეჭვა მოვასწროთ და მერე თUნდაც სამარშრუტოში მოგვიწიოს წახემსებაო.
წვიმამ კი გადაიღო.
თემოს წითელი ღვინო ძალინ მოუხდა მწვადს. ერთი ორი სიმღერა წავიღიღინეთ.
იქაურობა დავასუფთავეთ და წამოვედით გორისაკენ.
გორში ჩარჩოს ხელოსანი უკვე გველოდებოდა.
ნამუშევრები გვაჩვენა და ერთი ორნამენტი ისე მოგვეწონა, რომ მასზე შევჯერდით.
სულ ესაა. გორში შადრევანი და თეატრი ვნახეთ.

განათებულ გორის ციხეს შორიდან შევხედეთ.