ინტერნეტიდან ლელობურთის შესახებ ასეთი ცნობები მოვქექე
როგორც ამბობენ ლელობურთის თამაშის ტრადიცია ხასანბეგ თავდგირიძის სახელს უკავშირდება. რომელიც რუსეთ -საქართველოს ომისას თათრების მხარეს იყო და რუსეთისაგან ქართველთა განთავისუფლების იდეით 9 ათასიანი რაზმით წამოსულა შუხუთისაკენ, სადაც აზნაურმა ერასტი ჭყონიამ თავი გააგდებინა. ამ ფაქტისადმი მიძღვნილი გურული სიმღერა არსებობს.
ხასანბეგურა.
http://www.youtube.com/watch?v=wx5BvToV ... re=related
ხასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან ერთი
თათრის ფაშობა იშოვა სულმთლად დაავიწყა ღმერთი
შეკვეთილში შემოვიდა იძახოდა ოლარგეთი
ლანჩხუთამდე მას ვაცალოთ მერე ჩვენ გვიყუროს ერთი
ჩვენ გახლავართ გურულები
ბრძოლა გვქონდა შუხუთფერში
მტერი ისე დავამარცხეთ
მთხრობლად არ გავუშვით ერთი
ჩემი ძმაი ხასანფაშა თავმოჭრილი დავინახე
რადგან ჩემი ძმაი იყო ვაი მეთქი დავიძახე
წინა ღამით მან გადაგვწვა მით დაიგო ცუდი მახე
რადგან ჩემი ძმაი იყო ბოლოს მაინც მე დავმარხე
http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori
",,გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრით და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო”.
ხასანბეგის 9 ათასიან არმიასთან ბრძოლის რიტუალია, იგივე ლელო შუხუთში. ვისაც რამდენი კაციც შეგიძლიათ ომში გამოიყვანეთო, შემოუთვლია ხასანბეგს. ლელოშიც ასეა. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი მოთამაშე გამოყავს.
ლელო ომია, იგივე თამაშად ქცეული, როგორც ხორუმია, როკვად დარჩენილი ომისწინა საბრძოლო რიტუალი."
ერთგან ეწერა ქრისტიანი და მუსლიმი ქარVელების შერკინება ხდებოდა ლელობურთის თამაშისასო, ხოდა გამორიცხული არაა ტრადიციულად მღვდელს ეკურთხებინა ეს ბურთი. არ ვიცი რამდენად ლოგიკური მსჯელობაა...