ქეთ (და სხვებმაც რომ გაითვალისწინოთ სამომავლოდ), ჩემი თხოვნა იქნება კარავულ სახელს ნუ შემიცვლით და "ფალკონე"-დ ნუ გადამიკეთებთKetevan Guliashvili wrote:ესეც ჯგუფური ფოტო: ...ფალკონე

ფალკონი ვარ ფალკონი. ლათინური ასოებით დაწერის შემთხვევაში კი - Falcon (და არა Falkon რაც ასევე მინახავს ხოლმე).
არც მატეო და არც ჯოვანი (და კიდევ არც სხვა ვინმე) ფალკონე არ ყოფილა არაფერ შუაში, როდესაც მე აქაურ სახელს ვირჩევდი. უბრალოდ დარეგისტრირებისას კირკიტა (ფრინველია) დამტრიალებდა თავზე, რომელიც შევარდნებს მიეკუთვნება და ჩემი სახელიც ამასთანაა დაკავშირებული (შევარდენი - ინგლისურად Falcon, ლათინურად Falco).


...ჰოდა, ზემოთ თუ ჩაასწორებ დიდად დამავალებ


~
ეხლა გასვლას რაც შეეხება, ძალიან კარგი დღე იყო, ცოტა მუხლიც გავშალე და თოვლიც ვნახე (თორემ თბილისში ამ გაზაფხულის ამინდებმა ლამის "გამარეკინა")

მადლობა 2განიზატორებს და ყველა მონაწილეს. ჩემგან განსაკუთრებული მადლობა ლომს, მის ეკიპაჟს და ასევე შამილას, რომელიც (რა თქმა უნდა პატრონთან ერთად) კარგად დაეხმარა სხვა რკინის რაშებს

ნაი, გასვლის აღწერაში "სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილებში" ან სადმე ჩავამატებდი ცემში მდებარე სარკინიგზო ხიდს ("კუკუშკა" რაზეც გადის), რომელიც რომანოვებს საფრანგეთში შეუკვეთავთ და არც მეტი არც ნაკლები თვით გუსტავ ეიფელის მიერ არის კონსტუირებული თურმე და საქართველოში 1902 წელს ჩამოუტანიათ.
ესეც ამ ხიდის ფოტო (ხარისხზე ბოდიში)

სხვა ფოტოებს მოგვიანებით დავდებ.