

ფოტოებიც ძალიან მაგრებია - ავტორებს ყოჩაღ, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება მათთან (კარგი იქნება, ამას სხვა თემებშიც გაითვალისწინებთ): როცა კონკრეტული ადგილის ფოტოს დებთ, იქნებ მიუწეროთ, რა ადგილია. განსაკუთრებით - როცა პორტრეტული ფოტოებია, იმ იუზერის ნიკიც დაწერეთ. არა მგონია, ამის წინააღმდეგნი იყვნენ... კიდევ ვიიმეორებ - მართლა მაგარი ფოტოებია, მაგრამ მთაშენკას, ნაიას, ბევრი სხვა კარაველის თემებს (ნი, მოკლედ - ძველ თემებს), ისინი თხრობის თვალსაზრისით გაცილებით ინფორმაციულებია. ზოგადი აღწერა კი კეთდება აქაც და საკმაოდ კარგადაც (ექსტრიმი იქნება თუ ლაშქრობის სული - ეს ყველაფერი იგრძნობა), მაგრამ ეს სხვაა და როცა რამე სახალისო ფოტოს დებთ, იმას კონკრეტულ წარწერას თუ გაუკეთებთ, გაცილებით უფრო სახალისო გამოვა.