მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO

როგორც ზევით აღვნიშნე, ადიშიდან უშგულში გავემართეთ.
გზად ლოდზე აღმართული კოშკი ვნახეთ, ქურდიანების გვარს რომ ეკუთვნის, სიცივემოსიებულებმა წავიხემსეთ და დავიძარით.
იფარსა და უშგულს შორის, მთაზე აღმართული ეკლესიაა, სადაც ყოველი წლის მკათათვის 28ში კვირიკობა იმართება, ხოლმე.
დაბლა, სამანქანო გზის პირზე ჯვარია აღმართული, გამვლელი სვანი თავს მოვალედ თვლის, შედგეს, ჭიქა სასმელი გამოცალოს და სალოცავებისა და კუთხე-კუნჭულის სადღეგრძელო თქვას.
შემდეგ სოფელი კალაა.
კალას შემდეგ კი უკვე ბინდბუნდი ჩამოგვიწვა.
უშგულამდე დარჩენილი 9 კმ წყვდიადში გავიარეთ.
ვინც უშგულშია ნამყოფი, იცის, როგორ შთამბეჭდავად გეგებება უშგულის 1ლი დასახლების - მუხურის კოშკები და როგორ
თანდათან შედიხარ სვანურ ზღაპარში.
დასანანია, რომ თანამგზავები სიბნელის გამო ამ სილამაზის თანაზიარნი ვერ გახდნენ.
9 სთზე საოჯახო სასტუმროში ვიყავით, ვივახშმეთ და დავიძინეთ

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
დილით კრიალა ცა დაგვიხვდა. უცბად ვისაუზმეთ და ლამარიასკენ გავემართეთ, სიდანაც შხარა უნდა დაგვენახა.
ეს ის შხარაა, საიდანაც მდინარე ენგური სათავეს იღებს.
მართლაც, შთამბეჭდავად გამოიყურებდა ქათქათა შხარა.
რადგან დღე მოკლე იყო და მანძილი გძელი, დონის მანქანით გავემართეთ.
ულამაზესი ხედები გვეშლებოდა. შხარას თავზე კი თან და თან ღრუბელი იკრიბებოდა.
ცოტა ხანში ეს მოკრიალებული რძისფერი გახდ.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თვალ-ხელ შუა გაავდრდებოდა.
ჩვენ შხარას ძირამდე მივირწევდით.
მე ცოტას ვჩქარობდი, ალაგ-ალაგ გამოჭვრეტილი მზით განათებული შხარის გადაღება მინდოდა. შემდეგ მარტომ გადავწყვიტე შხარას ფერდობზე ასვლა.
მეწყერული ნაშალი უხვად იყო. ზოგან ქვა ბრუნავდა, ზოგან ყინული იყო, მაგრამ მაინც ჯიუტად მივიწევდი თოვლიან ფერდობებამდე, სადაც პატარა ტბაც მეგულებოდა.
ხან და ხან უკან ვიყურებოდი. თანამგზავრები სულ უფრო პატარავდებოდნენ, მათ მხოლოდ მოძრაობებითღა ვარჩევდი.
გასა20არი იყო შხარა, ნაცნობი ტბაც ნაშალისგან გაპობილი და გათოშილი დამიხვდა.
ყინულს ქვებით ვლეწავდი, რომ ანარეკლით დამენახა შხარა.
ჩატეხილ ყინულებს ხელით ვიღებდი, მაგრმ ცა რადგან მქუფრული იყო, ტბური ცისფრად არ ელვარებდა.
მცირეოდენ ზეგანზე სული მოვითქვი და უკან დავბრუნდი. ჯგუფს ისე სხარტად შევუ1დი, რომ მიკვირდა კიდეც,
შხარაზე ასვლას დიდი ხანი რატომ მოვანდომე.
უკან დაბრუნებულს დონის მანქანის უკანა ნაწილი მოხატული დამიხვდა.
ანანოს, მარიშკას, კაკატულის და ინა-უნას უცელქიათ.
ლამაზი ნახატები კი გამოვიდა

ჰო და ვის აქვს მაგ ნახატის ფოტო ნეტავ ?GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ანანოს, მარიშკას, კაკატულის და ინა-უნას უცელქიათ.
ლამაზი ნახატები კი გამოვიდა
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
ულამაზესი ფოტოებია...
სვანეთი ჩემი ოცნებაა თუშეთთან ერთად, უნდა ავიხდინო!
მშვენიერი გასვლა გქონიათ! დავტკბი!

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
რა ლამაზია ეს ყველაფერი!!!
ძალიან მაგარი გასვლა გქონიათ
ძალიან მაგარი გასვლა გქონიათ
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
anano wrote:ჰო და ვის აქვს მაგ ნახატის ფოტო ნეტავ ?GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ანანოს, მარიშკას, კაკატულის და ინა-უნას უცელქიათ.
ლამაზი ნახატები კი გამოვიდა
კაკატულის?:) ხო, ხრუხუნა ხომ არ იცელქებდა თუმცა
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
მარიშკა, რა დაკვირვებული ხარ, შენი გულისაmarishka wrote:anano wrote:ჰო და ვის აქვს მაგ ნახატის ფოტო ნეტავ ?GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ანანოს, მარიშკას, კაკატულის და ინა-უნას უცელქიათ.
ლამაზი ნახატები კი გამოვიდა
კაკატულის?:) ხო, ხრუხუნა ხომ არ იცელქებდა თუმცა
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
ჟრუანტელმა დამიარა ისეთი მაგარი ფოტოებიააა )
თუ გიჭირს - ილოცე, თუ - გილხინს იგალობე!
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესტია-წვირმი-იფარი-ადიში-უშგული-შხარა-ქორულდი,26-31.10.2010
შემოგევლე, ჩვენი ეს გასვლა მეც სასიამოვნოდ მახსოვს.
რეპორტაჟი გასაგრძელებელი მაქვს და იმედია, მალე მოვაგვარებ ამ საკითხს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები