Post
by mousvenari » 13 აგვ 2011, 09:39
გოგა წერდა:მეგობრებო, თუ შეიძლება, 2ოდე სიტყვით დაწერეთ, როგორ იყო წლევანდელი შატილობა?
მესმის, რომ გვიან ჩახვედით, მაგრამ რაღაცასა ჰომ მაინც მიუსწარით?
კი, საკმაოდ გვიან ჩავედით, სადღაც 8 საათისთვის, მაგრამ მხოლოდ დოღს ვერ ჩავუსწარით, რაც ძალიან დასანანია.
კონცერტი კი სულ ახალი დაწყებული იყო, როგორც იქ მყოფმა ხალხმა გვითხრა.თან გვითხრეს რომ მთელი ღამე, დილის 7 საათამდე გაგრძელდებაო. ჩვენ პიდაპირ იქ მივედით ,ცოტა ხანს ვუყურეთ გამოსვლებს და რომ არ დაგგვიანებოდა ძალიან, კარვების გასაშლელად წავედით.
წარმოიდგინე გოგა, იმდენი ხალხი იყო ასული, რომ საკარვე ადგილის პოვნა არც თუ ისე იოლი საქმე აღმოჩნდა.
კარვის ბანაკები იყო ზევით ახალი შატილისკენ რომ ახვალ და გააგრძელებ გზას ძველი შატილისკენ-საკმაოდ დიდი, ქაჩუს ციხის (ხომ არ მეშლება სახელი?) ძირში, რაც კი სწორი ადგილია, სულ კარვებით იყო სავსე და გაყოლებაზე მდინარის პირას . ის კი არა ზოგი მთის ფერდობზეც კი იყო დაბანაკებული. ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ და ქაჩუს ციხის ძირში სხვა ბანაკს შევერიეთ. გავშალეთ კარვები, ვივახშმეთ და ფეიერვერკები და მაშხალები დავინახეთ სადაც წარმოდგენა იყო იმ მხარეს. ნაუცბათევად ავალაგეთ და გავეშურეთ წარმოდგენაზე. ძალიან კარგი წამყვანი იყო-ენამახვილი ხევსური, ხანშიშესული კაცი -მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ხალხიდან მსურველები ადიოდნენ სცენაზე. რომ მივედით მალევე დამთავრდა და გაჭირვებით აანთეს უზარმაზარი კოცონი რომელმაც მოიკრიფა ძალა და ულამაზეს კოცონად იქცა. ხალხი გვიანობამდე იყო კოცონის გვერდით. მთელ შატილში ნადიმობდა ხალხი. იცი რა მომეწონა გოგა?
ოჯახები, სამეგობროები და სანათესაოები იყვნენ წამოსულები სამარშრუტოებით და მანქანებით. მოკლედ სახალხო დღესასწაული იყო. 2 დღით მაინც ხევსურეთი ჟრიამულობდა. მეორე დღეს ავკეცეთ ჩვენი კარვები და გავეშურეთ მუცოსკენ. თან ჩვენი ნაგავი გავიყოლეთ ,ვიცოდით რომ ახალთახალი ბუნკერი იდგა და ვაპირებდით მის ექპლოატაციას,მაგრამ თქვეს რომ ახლა დროს ნუ დავკარგავთ, გამოვლისას გადავყაროთო. აქვე გეტყვი რომ ამ ნაგავს მოუწია მისაქციელის ბუნკერში მოთავსება, რადგან რომ გამოვიარეთ მუცოდან ჩვენი ბუნკერი უკვე აეღოთ და თბილისში მოქონდათ დიდი მანქანით, რომელიც ტექნიკურად გაუმართავი იყო და გზაში რამდენჯერმე გავასწარით(როგორც ხვდები არც ჩვენი იყო მაინცდამაინც კარგად გამართული და ჩვენმა გოგონებმა ისარგებლეს კიდეც ამ ნაგვის მანქანით) ძალიან გულდასაწყვეტი იყო მეორე დღეს ნაგვით მოფენილი შატილი .გვითხრეს კიდეც შატილელებმა: ამოხვალთ, ნაგავს დაგვიყრით და წახვალთო.
მაგრამ კარგი ამბებიც იყო: კერძოდ ის, რომ მეორე დღეს მთელი ხალხი მუცოზე იყო, მანქანის გაჩერება ჭირდა იმდენი ხალხი იყო. თუ შევძელი სურათებსაც დავდებ....