
ალვანში ჩასასვლელად მეორე მანქანაც გვჭირდებოდა. ამიტომ სანამ მეორე მანქანა დართლოდან ჩამოვიდოდა, მანამ ომალოს სკოლის შენობაში შეგვიშვა გოგი ძიამ (ასე ერქვა ჩვენს მძღოლს). თან თუ გამოვიდოდა, დილით გასვლა უკეთესი ვარიანტი უნდა ყოფილიყო.

მეორე მანქანის მოლოდინში სკოლის აივანზე კარტის თამაში გავაჩაღეთ:

Uploaded with ImageShack.us
გოშა და ელგუჯა ბიძია

Uploaded with ImageShack.us
ესეც მესაზღვრეების ვერტმფრენი

Uploaded with ImageShack.us
ასე ერთი საათის შემდეგ მეორე მანქანაც მოვიდა. შევთავაზეთ ალვანში დილით წასვლა, მაგრამ როგორც გვითხრა ეჩქარებოდა და ამიტომ იძულებული გავხდით აბანოს უღელტეხილი ღამე გადაგველახა. მანქანებში თანაბრად გავნაწილდით და დავადექით გზას. უკვე ბინდდებოდა როდესაც ომალოდან გამოვედით. ამინდი საკმაოდ ცუდი დაგვემთხვა. გადაუღებლად წვიმდა და თან რაც უფრო მაღლა მივიწევდით ნისლიც უფრო და უფრო მატულობდა. ზედ უღელტეხილზე კი ისეთი ნისლი იყო, რომ ერთერთ მოსახვევში მანქანა გავაჩერეთ, ელგუჯა ბიძია დადგა გზის პირას და ისე მოვუხვიეთ. ნისლის გამო ზალიან ნელა ვმოძრაობდით. ამას კი თან ერთვოდა თოვა (!!!) უღელტეხილზე და 3-დან 5 გრადუსამდე ტემპერატურა! აგვისტოში ახალი თოვლი მხოლოდ მწვერვალებზე თუ მინახავს. ახლა კი უღელტეხილზე 2850 მეტრზე თოვდა!
დიდი სიფრთხილით ჩავიარეთ უღელტეხილიდან პირველი სერპანტინი. მეორე სერპანტინზე უკვე დაიწმინდა ჰაერი და ახლა ხილვადობაც გაცილებით უკეთესი იყო. ერთიანად დაძაბულები ვიყავით და როდესაც ის რთული მონაკვეთი მშვიდობით გავიარეთ ცოტა მოვეშვით და ყველას ძილი მოგვერია.
ასე ღამის პირველი საათი იქნებოდა ალვანში რომ ჩავედით. ანიკო ბებია ჩვეული სიხარულით შემოგვეგება და ყველას სათითაოდ მოგვეფერა.
ის ღამე ანიკო ბებიას სახლში გავათენეთ. დილით კი თბილისის გზას დავადექით.
ასე და ამგვარად დამთავრდა წლევანდელი თუშური ლაშქრობა. ყველას გირჩევთ მოინახულოთ თუშეთი (და განსაკუთრებით წოვათა (!!!)), რადგან იქ ნახავთ ისეთ რამეს რასაც მხოლოდ თუშეთში თუ შეხვდებით. სწორედ მაგიტომ შემიყვარდა თუშეთი და განსაკუთრებით კი წოვათა. წოვა თუშეთში ისეთი რამ ვნახე რაც დარწმუნებული ვარ საქართველოში სხვაგან უბრალოდ არ არის. საქართველოს სხვა კუთხეებშიც არის ისეთი რამ რაც განარჩევს იმ კუთხეს დანარჩენი საქართველოსაგან. არხოტი და თუშეთიც ერთერთი ასეთი მხარეთაგანია საქართველოში და სწორედ მაგიტომაა რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავ ჩემს წარმოდგენებსა და სიზმრებში ჭიმღის კლდეებსა და წოვათის ბუმბერაზ გალავანს...