მომდევნო დღის გათენება ლაშქრობის დასასრულის დასაწყისს ნიშნავდა
ჩვენს ვგრძნობდით ამას და შეძლებისდაგვარად ვეგუებოდით. დღეს 16 კილომეტრი გვქონდა გასავლელი სოფელ წყალთაშუამდე, საიდანაც საირმიდან მომავალ სამარშრუტოს უნდა ჩავყოლოდით ბაღდათამდე.
წასვლამდე კიდევ ვიბანავეთ აბანოებში და ძალიანაც ვისიამოვნეთ.
ამ დღეს ფოტოები არ გადამიღია და ამიტომ ლაშას სურათებს შემოგთავაზებთ
ეს ის სახლია სადაც წინა ღამე გავათიეთ:
Uploaded with
ImageShack.us
ასე ვიყავით მოწყობილები
Uploaded with
ImageShack.us
კურორტი ზეკარი: ამ სახლის პირველ სართულზეა აბანოები
Uploaded with
ImageShack.us
ზეკარიდან გასვლის მომენტი
Uploaded with
ImageShack.us
ზეკარამდე ჩვეულებრივი მანქანითაც შეიძლება ამოსვლა. გზა ასფალტირებული არ არის, თუმცა ნორმალურ მდგომარეობაშია.
დღესაც ძალიან ცხელოდა და თან მტვრიანი გზა კიდევ უფრო გვხუთავდა. ერთი ეგაა, რომ წყალთაშუამდე საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა ცივი წყაროები რაც ცოტაოდენ შვებას გვგვრიდა. ვინ იცის რამდენჯერ მოგვინდა გვერდზე მომდინარე ხანისწყალში გაგრილება, მაგრამ ვერ ვიზამდით: საირმიდან მომავალი სამარშრუტოსათვის უნდა მიგვესწრო.
ჩვენმა მომდომებამ ნაყოფი გამოიღო და დანიშნულ დროზე წყალთაშუაში ვიყავით
ეს სოფელი წყალთაშუაა: საირმის და ხანის გზის გასაყოფი
Uploaded with
ImageShack.us
ასე და ამგვარად დასრულდა ეს სიზმარი თუ ზღაპარი: არ ვიცი რომელი უფროა!

ჩვენ მუდამ ასეთი სიზმრებისა თუ ზღაპრების მოლოდინში ვართ და ყველას გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში გეპოვოთ ასეთი სიზმრები თუ ზღაპრები.