თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 18 ნოე 2010, 20:26

სანამ გავაგრძელებ

მანამდე ბოლო 2 ეპიზოდის ვიდეობიც ნახეთ

http://www.youtube.com/watch?v=3lH27gnU ... re=related

http://www.youtube.com/watch?v=AjES-G0T ... re=related
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by iano » 18 ნოე 2010, 23:24

ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მეც გავიარე ეს გზები :)

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 19 ნოე 2010, 23:54

ჩემი აზრით სვანეთი იყოფა ბუნების რამდენიმე ავტონომიურ სფეროდ.
თითქოს ყველა რაღაცით არის ერთმანეთისგან განსხვავებული,
მაგრამ თითოელი სოფლიდან ფლორისა და მყინვარების ხილვის შესაძლებლობა
სვანეთს ერთ მთლიან, განსაკუთრებულ მხარედ წარმოაჩენს.

მესტიიდან იფარისკენ დილის 6-საათზე გავედი - მანძილი 17 კილომეტრი.
დღეს ჩემს მიერ ფორმულირებული 2 ავტონომიური სფერო მქონდა გასავლელი.
მესტია-მულახი და უღვირის უღელტეხილი-იფარი.

ეთნოგრაფული მუზეუმიდან ხედი მესტიაზე.
ყველა მხარეს კოშკები და მათ შორის ხალიჩასავით
გაფენილი სათიბები და ყანები.
გათენებული არ იყო კარგად და ხარისხიც ვერ არის კაი
მაგრამ მაინც ჩანს ამ დაბის მშვენება.

Image

განათების ბოძებზე სინათლე ისევ ენთო მულახის გზას რომ დავადექი.
გაზვიადების გარეშე ვიტყვი, მესტია - მულახი - იფარის მონაკვეთი ეს არის ჯადოსნური გზა.
ფიჭვები, ნაძვები, ფოთლოვნები წინ კიდევ თეთნულდის ულამაზესი ფორმები.
სრული სიწყნარე რომელსაც ჩიტების ჟღურტულიც არ არღვევს საოცარ იდუმალებას გპირდებათ.

Image

Image

Image


რა ბედნიერებაა იცით აქ მარტო სიარული?
თუმცა გაზიარებას შეიძლება უფრო დიდი სიხარული ჰქონდეს!


Image

რა ტყეებია არა?

Image

მალე მზე ამოვიდა (მარჯვნივ თეთნულდი ილანდება)


Image


მულახის ერთ-ერთი პირველ სოფელ არცხელში შესანიშნავი მჟავე წყალი მოდის


Image


საქონელი რას სვამს ნახეთ :)


Image

ეს არის სვანეთში ყველაზე დიდი სოფელი მულახის ერთ-ერთი თემი
ლახირი, ჩვენი თანაფორუმელი გვალდას სოფელი
ნახეთ რა არის!!!! უუჰჰჰ

Image

:bis:

Image

15 უძლიერესი კოშკი ჯაჭვივით არის გადაბმული
გზაზე რომ ხართ და ამ ყველაფერს უყურებთ, ხომ წარმოგიდგენიათ
რა ემოცია მოდის?!!! (თან მულახის ყველა თემშია კოშკები)

Image

ესეც ამავე სოფლის სხვა თემი (მგონი ჭოლაში) რა ლამაზია... :love:

Image

მულახი ხელმარცხნივ დარჩა და ავუყევი უღვირის აღმართებს,
გზაზე იფარელი გია პირველი შემომხვდა. მოკლე გზებით მესტიაში ჩადიოდა.
ჩემი ამბავი რომ გაიგო მთხოვა მესტუმრე იფარში და ჩემთან დარჩიო :)
მაგარი კაცი იყო, ღირსეული სვანურით ლაპარაკობდა!

Image

და აი ნახეთ უღვირის უღელტეხილის ბოლო ნაწილში რა სანახაობის მოწმე გავხდი.
ტბა, ირგვლივ ტყე და ზემოთ უშბის სასწაული ფონი !!!! აქ უკვე ვეღარ ამოვისუნქე, სამოთხეში მეგონა თავი :D

Image

უდიდესი შთაბეჭდილებით გავაგრძელე გზა და მალევე უღვირის ყველაზე მაღალ წერტილს მივაღწიე საიდანაც უკვე იფარისკენ დიდი დაღმართი იწყება.
ამ ადგილას მივხვდი რომ სულ სხვა ავტონომიურ სფეროში მიწევდა გადასვლა. და რომ ეს სფერო არაფრით იყო ნაკლები უკვე ნანახ სივრცეებზე

ნახეთ რა ლამაზია!!!!

Image

სანამ იფარამდე მიხვალთ გრძელი დაღმართი უნდა ჩაიაროთ, მაგრამ უნდა იკითხოთ რა დაღმართია :)
ირგვლივ ფიჭვნარი ისეთ სურნელებას გამოსცემს რომ, თქვენი ტანსაცმელიც კი მისი სუნით არის გაჟღენთილი!
თითქოს ფილტვები მლოცავდა, ამდენი გამონაბოლქვის შემდეგ ასეთ გასეირნებას რომ ვუწყობდი.
იმედია აქ როდესმე იფარლებიც შემოვლენ და დამეთანხმებიან პათოსში :)

აი იფარიც გამოჩნდა, სამი მთავარი თემისგან შედგება ეს სოფელი.
შუაში ნაკიფარს ხედავთ, ზემოთ ზეგანია. ბოგრეში კი ქვემოთ თვალისგან მოფარებულია.


Image

ეს ნაკიფარია, აქ პირველები ცხოვრობენ! შუაში დააკვირდით,
სვანეთში ერთ-ერთი გამორჩეული მე-10 მე-11 საუკუნის მიჯნაზე აგებული წმ.გიორგის სახელობის ეკლესია დგას.

Image

აი ისიც, ზოგადად ძველი ფრესკები ძალიან ზომიერ შთაბეჭდილებებს იწვევს ჩემში. მაგრამ ამ ეკლესიაში ნანახმა მხატვარი თევდორეს ფრესკებმა სრულიად განმაცვიფრა!
მე ესპანელ მეცნიერებთან ერთად მომიწია შიგნით შესვლა და არ დამავიწყდება ნანახით გამოწვეული მათი ემოციები.
სამწუხაროდ შიგნით არ გადამიღია, არავინ არ იღებდა.

Image

Image


ეს საყვარელი ბავშვები ბოგრეშში გადავიღე, გულბანები არიან :)


Image

Image

ესეც იქვე ოთარ გულბანის სახლი

Image

მარჯვნივ მდგომი ქერათმიანი ქალბატონი ჩემი მასპინძელი იყო ბოგრეშში,
ჯანიკო პირველი.
უთბილესი და უთავმდაბლესი ადამიანი, რაში გამოიხატა მისი თავმდაბლობა და ადამიანობა?
ახლავე მოგიყვებით;
რომ მივედი მასთან, სანამ დავისვენები ვთხოვე წყლის გადავლება მინდა და თუ არის საშუალებათქო.
მან დიდი ქვაბით დაადგა წყალი და გაცხელების შემდეგ სპეციალურად მოწყობილ ოთახში შევიტანეთ. მიკვირდა აბანოს უქონლობა,
სვანეთში ხომ ყველა ოჯახში არის კეთილმოწყობილი სააბაზანოები.

ნასადილევს ეზოში სეირნობისას რა აღმოვაჩინე იცით? მათი სახლის ნახევარი ჩამოჭრილი ჰქონდა საშუალო ზომის უფსკრულს.
მაშინათვე გავბრუნდი უკან და შევეკითხე ჯანიკოს ამ ყველაფრის მიზეზი.
თურმე რამდენიმე თვის წინ მეწყერს გაუნახევრებია როგორც მათი ეზო ასევე სახლიც.
ანუ მხოლოდ ნახევარი დღის შემდეგ შევიტყვე მათი აბაზანის არ ქონის მიზეზი.

მოგვიანებით კი აბანოს ასაშენებელი მასალაც ვნახე.

ამ ადამიანის საქციელმა ფიქრისთვის დიდი დრო მომცა.
ზოგი კერძში მარილს რომ დააკლებს ამისთვის იწყებს ნახევარ საათიან ახსნაგანმარტებებს რომ არ შეელახოს პატივმოყვარეობა
ამ ქალბატონმა კი თავმდაბლობის მაგალითი დამანახა.


Image


იფარში ყოფნისას გირჩევთ აუცილებლად ნახოთ, ცნობილი პიროვნების და დისიდენტის ვასო პირველის სახლი, რომელიც თავისი ხელით აუშენებია.
გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის ციმბირში 12 წელი ყოფილა გადასახლებაში.
დაბრუნებულს აი ეს უმშვენიერესი სახლი აუგია.
ასეთი სვანური არქიტექტურით შეზავებული სახლი მეორე არ დგას მთელს რაიონში. სამწუხაროდ მიტოვებულია.
მას ერთადერთი ქალიშვილი დარჩა რომელიც ქობულეთში ცხოვრობს.
ამ სახლის სათავსოებში იქნა აღმოჩენილი 9 ჭური. როგორც იცით სვანეთში იმდენი ღვინო არ იყო რომ ამხელა ჭურჭელი დასჭირვებოდათ.
ჩვენ უფრო არყის კულტურა ვართ.

გვერდით მდგომი კოშკები და სახლი საოცარ კომპლექსს ქმნის არა?

გალავანს რომ ვუვლიდი ისეთი იდუმალება იყო ირგვლივ ემილი ბრონტეს Wuthering heights-ის ეკრანიზაცის დასაწყისში რომ არის...

Image

Image


არსებობს ჰიპოთეზა (პირველების ჰიპოთეზა) რომ ისინი დემნა ბატონიშვილის შთამომავლები არიან. :)

ეს დღე "დიდი შთაბეჭდილებების" დღედ ჩაიწერება ჩემს მოგონებებში.
თუმცა ჩემი მოგზაურობის ყოველი დღე და ეპიზოდი იყო განუმეორებელი.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 20 ნოე 2010, 01:03

ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 20 ნოე 2010, 11:51

iano wrote:ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მეც გავიარე ეს გზები :)
მიხარია :)
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 22 ნოე 2010, 22:41

როგორც იცით იმ საღამოს ჯანიკო პირველთან დავრჩი.
დედამისი მოხუცებული სათნო ქალბატონი გვარად ფანგანი,
მიყვებოდა წვირმის (თვითონ საიდანაც იყო წარმოშობით)
და ჰადიშის (მისი დედულეთი - ავალიანები) ძველ ისტორიებს.
სამწუხაროდ არც-ერთი სოფელი ჩემს მარშრუტში არ შედიოდა.
იმედი მაქვს მათი სხვა დროს მონახულებისა.
იმ საღამოს სვანური ლორი "აპეხტ"-იც დავაგემოვნე :up:
დღის მეორე ნახევარში ისეთი თავსხმა წვიმა დაიწყო, ხასიათი გამიფუჭდა.
არ მინდოდა მეორე დღეს მოგზაურობა ასეთ ამინდში დამესრულებინა.
- ჯანიკომ ცას გახედა, თვალი ჩამიკრა და თავდაჯერებულად მითხრა, ხვალ დარი იქნებაო.
იმ დღევანდელი ემოციებით და შთაბეჭდილებებით აღსავსეს ტკბილად დამეძინა.

მეორე დილა მართლაც უღრუბლოდ გათენდა.
ამ მოგზაურობისას ყოველთვის 6 საათზე ვიწყებდი სიარულს.
მაგრამ იფარიდან დილის 10-ზეც კი ვერ გავედი. მზე ხეობაში არ იყო მთლიანად შემოსული.
ძალიან ციოდა.
რადგან სასწრაფო არც არეფერი იყო, 11-ზე გავუდექი გზას.
სოფლის გასასვლელში დიდ ლოდზე აშენებულ კოშკს იხილავთ, რომელსაც ლამაზი ლეგენდა უკავშირდება.

Image

Image

ოდესღაც იფარში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებული მშობლების ერთადერთი ასული, მიაგულ პირველი.
ძალიან ლამაზი ყოფილა მიაგული.
ერთ დღესაც სოფელ კალაში კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავი შეხვედრია
ამავე სოფლის მკვიდრ ოტია მარგველანს. რომელიც კარგი ვაჟკაცი და მონადირე ყოფილა.
ოტიას უმალ გულში ჩავარდნია მიაგულის სიყვარული, არც მზეთუნახავი დარჩენილა გულგრილი.
მალე მგზნებარედ შეჰყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ მათ ურთიერთობას აბრკოლებდა ფრიად მნიშვნელოვანი რამ.
ვაჟკაცს მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა.
ვერ გადაუწყვეტია მიაგულს შეყვარებულის ოჯახის დანგრევა და უკანასკნელი სიტყვაც უთქვია ოტიასათვის.
დამწუხრებული კალელი სანადიროდ წასულა, თავს არ ზოგავდა ისეთ კლდეებს შესჭიდებია.
ბედს უმუხთლია, ქარაფებიდან ენგურში ჩავარდნილა.
ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც მალე ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე.
ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო.

-გულმოკლულ მიაგულს მამისთვის უთხოვია შუა ენგურში მდგარ ლოდზე კოშკის აგება.
მამასაც შეუსრულებია ერთადერთი ქალიშვილის თხოვნა.
მას შემდეგ დღენიადაგ ამ კოშკში ცხოვრობდა მიაგული და თავისი ხელით აპურებდა კალმახად გადაქცეულ ოტიას და მეუღლეს.
ენგურში მდგარი ლოდის ქვემოთ მიწიდან ამოდის სუფთა წყარო, იგი თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, როცა მდინარე იკლებს.
ამბობენ კოშკიდან გადმოღვრილი მიაგულის ცრემლებიაო.

ლამაზი ლეგენდაა არა? :)


ნახეთ, ხეობაც და ბუნებაც თითქოს ლეგენდაში გაბრუნებთ.
ჩემი ჯადოსნური გზები გრძელდებოდა ამ დღესაც...

Image

მალე მივედი სოფელ კალის საზღვართან საიდანაც კარგად მოსჩანს მაღლობზე
მდებარე წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია. სვანურად ლაგურკა.

Image

კალა დაცლილია მოსახლეობისგან ძალიან, ცოტაღა არიან დარჩენილნი.
რაღაც უცხო. განსაკუთრებული შეგრძნება არ მტოვებდა გარინდებულ ქუჩებში სიარულისას.
დამწუხრებული ვიყავი ნანახით, მაგრამ ამავდროულად უჩვეულო აზარტსაც ვგრძნობდი.
ეს სოფელი ცოტა მკაცრია თავისი ბუნებით, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ერთი შეხედვით....

აი ნახეთ სუპერ რომანტიკა :) აქ მართლა ვიღაც კონან მაკლაუდი ცხოვრობდა სავარაუდოდ ! :) მარტოდმარტო

Image

ეს არის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია. თუ არ ვცდები მე-8 საუკუნის.
სადაც მე-6 საუკუნის ხატი ინახება.
გულბანები აღებენ საყდარს.


Image

Image

გარეთ რომ გამოვდიოდი დავინახე ვიღაც ბიჭი ტელეფონით ვიდეოს მიღებდა :D
იქვე შემიპატიჟეს სახლში მაგრამ უარი ვუთხარი, პურის ნაჭერი და ყველი მაინც წაიღეო....
აბაა!!! ასეთები არიან.

ვამბობდი მკაცრიო, დიახ მკაცრი, მაგრამ სულის სიღრმეში რომ მოგწონს.
ძალიან რომ მოგწონს ისეთი...

Image

ამ კოშკს გავცი თუ არა იქვე ხეობის პატარა ღარიდან გამოჩნდა ულამაზესი სანახაობა.
შხარის მცირედი ნაწილი. ვერც ვიფიქრებდი კალიდან თუ თავინახავდი.

ნახეთ რა საყვარლობაა :love:

Image

კალის შემდეგ იწყება კიდევ ერთი ავტონომიური სფერო, რომელსაც აშკარად გამოარჩევთ მისი განსხვავებულობით.
ეს არის უშგულის 9 კილომეტრიანი გზა და შემდეგ თავად სოფელი.
მანქანებისთვის არ არის იოლი ამ მონაკვეთის გავლა რადგან გზა ძალიან ვიწროა. (ამას კარაველებს არ გიხსნით :D)

Image

ამ კლდეს დევის ნაშენი ჰქვია (მარჯვნივ დააკვირდით თითქოს მართლა კედელივით არის, მარცხნივაც გზის ბოლოს ნახეთ)
და საინტერესო ლეგენდა გააჩნია.
ერთხელ დევს ენგურის დაგუბებით გადაუწყვეტია უშგულელების გაწყვეტა.
მოუტანია დიდი ლოდები და კედელი აუშენებია.
ეს რომ გაუგია ხალხს, უშგულიდან ღვთისმშობლის ეკლესიიდან წმ. მარიამს ვერძები გაუგზავნია, ხოლო კალიდან წმ. კვირიკეს ვაცები.
ჰოდა შესდგომიან და რქებით გაუმტვრევიათ კედელი.
ამ დროს თურმე მოდის დევი, კლდეზე დასამატებელი ორი უშველებელი ლოდით.
რომ დაუნახია განგრეული კედელი, მიხვდა რომ ვერაფერს გააწყობდა ამათთან.
ერთი ლოდი ქვემო სვანეთში გადაუსვრია, ხოლო მეორე იფარს რომ გამოვცდებით იქვე.
ამ ლოდზეა აშენებული მიაგულ პირველის კოშკი.
სხვათაშორის, ორივე სვანეთში არსად მოიპოვება ზუსტად ასეთი ლოდები და ორივე თურმე ტყუპისცალივით გვანან ერთმანეთს. (შემადგენლობითაც)
დღესაც უშგულში მხოლოდ ვერძებს სწირავენ, ხოლო კალაში ვაცებს.

:)

Image


შემხვედრი 2 მანქანიდან ერთერთმა უნდა დაიხიოს უკან (ლოგიკურად - ზემოთ მიმავალმა)


Image

Image

მალე ასეთმა მშვენიერმა სანახაობამ მიმახვედრა რომ უშგულს ვუახლოვდებოდი :)

Image

Image

შემდეგ ისევ აღმართები

Image

Image

Image


Image

და უცბად ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოჩნდა უშგულის პირველი სოფელი მურყმელი.
ადრე 2007-ში ერთი 13 წლის ბავშვი გვახლა, მაშინ მან მისი ბავშვური ემოციით, წამოიყვირა ვაი რამდენი კორპუსებიაო :)
მართლაც, ვინც ნამყოფი ხართ დამერწმუნებით რამხელა შთაბეჭდილებას ახდენს ნანახი.

Image

Image

Image

Image


ეს კი უშგულის მეორე სოფელი ჩაჟაში!


Image


ამ კოშკების პირისპირ რომ დგახართ, სულ სხვა დროისა და სივრცის შეგრძნება გიპყრობთ (კარაველებმა იცით რაზეც ვსაუბრობ :D)


Image


Image

Image


მარცხნივ კი შხარა და უშგულის ორი სოფელი, ჩვიბიანი და ჟიბიანი


Image


აუ რა კაია აქ დგომა, სუნთქვა და ფიქრი (მაგრამ თქვენი ფიქრი უშგულს არ გასცდება)


Image


შხარა მოგნუსხავთ !!!



Image


ახლოვდება ჩემი მოგზაურობის დასასრული, ამ დროს გული საოცრად მიცემდა.

შხარა და წმ. ლამარიას ეკესლია, გვერდით სვანეთში უძრღვესი კოშკით.


Image


მივაღწიე და მივხვდი რა ყოფილა ბედნიერება (მაშინ ასე მეგონა)
განუმეორებელი წამი ჩემს ცხოვრებაში.


Image



Image


კრემისფერქუდიანმა ბავშვმა გადამიღო სურათიც და ვიდეოც :D
მარცხნივ დები ავალიანები, მარჯვნივ მაღალი და სულ პატარა - ნიჟარაძეები.


Image

ცოტა დაბლა წმ. გიორგის საყდარი.

Image

ამ ბავშვებმა ჩამიყვანეს ჩემი ბიძაშვილის ჯგუფელის თამაზ რატიანის ოჯახში (ჯერ მათ არ ვიცნობდი)
ისინი მელოდნენ, ძალიან თბილი დახვედრა მომიწყვეს, უძვირფასესი ოჯახი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ აქაც გამოუსწორებელი შეცდომა მაქვს დაშვებული, მათი ფოტო ვერ გადავიღე, ისე უცაბედად მომიხდა მეორე დღეს გამომგზავრება.
რაღაც პატარა ვიდეო მქონდა გადაღებული და იქიდან ამოვჭერი ოჯახის უფროსის ბუნდოვანი სურათი...

Image


ეს მეორე დღეს გადაღებული სურათებია


Image

Image


უშგულის ქუჩა-კალოებში


Image

Image

Image

Image

Image

კოშკების ლაბირინთებში სიარული ერთი სიამოვნებაა

Image


დილის უშგული (ჩვიბიანი, ჟიბიანი) და შხარა


Image


თამარ მეფის კოშკი


Image


იქვე ძალიან ძალიან პატარა საყდარი


Image


საკურთხეველში მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა, მთლიან საყდარში ალბათ მაქსიმუმ ოთხი.


Image

კაფე, სხვათაშორის ძალიან კარგი. კუბდარებს და ხაჭაპურებს აცხობენ გემრიელს.
ინტერიერიც მშვენიერი.


Image

Image

Image

მეორე დღეს უნდა ამოსულიყო ბეჩოდან დელიკა მინიბუსი რომელსაც ებრაელი ტურისტები უნდა ამოეყვანა.
მეც ამ მანქანით ვაპირებდი მესტიაში დაბრუნებას,
ძალიან გაიწელა მათი ამოსვლა. გზაში პიკნიკი მოუწყვიათ.
ეს რომ გავიგე ვიხელთე დრო და შხარისკენ გავეშურე.


აქ წმ. ლამარია უკან დარჩა - მივდივარ შხარისკენ


Image


ცოტა ხანში ასეთ სიშორეზე დავყურებდი ლამარიას. (მდინარის ბოლოსკენ მოჩანს)



Image

Image

Image

Image


უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი, მაგრამ ტელეფონმა დარეკა და ბატარიაც დაჯდა (მალე უნდა დავბრუნებულიყავი - არ მინდოდა მანქანა უჩემოდ წასულიყო)



Image


აი ამ ადგილიდან გადავწყვიტე უკან გავბრუნებულიყავი თუმცა ძალიან კი არ მინდოდა და გულს იქ ვტოვებდი.


Image

ვიდეო კოლაჟის ბოლო ორი ბმული

http://www.youtube.com/watch?v=Y8UMLtsjTAw

http://www.youtube.com/watch?v=ylkePlGV ... re=related


აი მეგობრებო აქ მთავრდება ჩემი მოგზაურობა და თავგადსავალი.
იყო აგრეთვე ეპიზოდები და საინტერესო ისტორიები რომელიც ვერ მოხვდა ჩემს პოსტებში. (ყველაფერს ხომ ვერ დავწერდი - :D)

მინდა ჩემი თემით დავაფიქსირო დიდი პატივისცემა და სიყვარული karavi.ge-სადმი.
მიუხედავად იმისა რომ თქვენთან ერთად არსად არ ვყოფილვარ,
მიხარია რომ 07-დან ვარ აქ დარეგისტრირებული და თან აქტიური მკითხველიც ვარ.


პატივისცემით,
ლევან არღვლიანი


:)
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by paata_ » 25 ნოე 2010, 21:20

გაიხარე ლევან

ძალიან საინტერესო იყო

მაგარი ხარ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Kakha » 26 ნოე 2010, 09:03

ლევან გაიხარე,

შენ ხომ ალბათ გაიხარე, როცა მიზნად დასახული შეასრულე და ამოდენა გზა დაძლიე, მაგრამ, მერწმუნე, ჩვენთვისაც ერთობ საინტერესო იყო ამ მოგზაურობაში 'თანამონაწილოება' რისი საშუალებაც შენმა საოცრად კარგმა ლაშქრობის აღწერამ მოგვცა.

ღმეთმა ხელი მოგიმართოს.

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 26 ნოე 2010, 10:32

paata_

დიდი მადლობა პაატა !!!:)

Kakha
დიდი მადლობა კახა :)


ძალიან ვაფასებ თქვენს სიტყვებს! :)

მართლა
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by ლეონტი » 26 ნოე 2010, 10:45

მეც იგივე აზრისა ვარ, მომეწონა მოგზაურობის აღწერა. დეტალები იყო საინტერესო.
ისე მეფუტკრეებზე ხომ არ დაამატებდი მეტ ინფოს ან სურათებს, რამე ხომ არ გიამბეს თავის საქმეზე?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by qvevri » 26 ნოე 2010, 11:10

მეც იგივე აზრისა ვარ, მომეწონა მოგზაურობის აღწერა. დეტალები იყო საინტერესო.
ისე მევენახეებზე ხომ არ დაამატებდი მეტ ინფოს ან სურათებს, რამე ხომ არ გიამბეს თავის საქმეზე?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by ლეონტი » 26 ნოე 2010, 11:20

qvevri
რავიცი სახლში აღარ შემოდიხარ, ვენახის ტკიპასავით დღეს ამ ვენახის ძირში გძინავს, ხვალ იმ ვენახის ძირში და დავიჯერო არაფერს ეკითხები მევენახეებს?

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 27 ნოე 2010, 11:19

ლეონტი wrote:მეც იგივე აზრისა ვარ, მომეწონა მოგზაურობის აღწერა. დეტალები იყო საინტერესო.
ისე მეფუტკრეებზე ხომ არ დაამატებდი მეტ ინფოს ან სურათებს, რამე ხომ არ გიამბეს თავის საქმეზე?
მეფუტკრე ბიჭები სათევზაოდ მიდიოდნენ და სკებისგანაც საკმაოდ მოშორებით შემხვდნენ.
შემდეგ უკვე თვითონ სკებამდე რომ მივედი, მათ მფლობელს (მომვლელს) შევეკითხე ბარჯაშამდე რამდენი კმ არის დარჩენილითქო, თავბრუ მეხვეოდა ისე მშიოდა.
მან მხოლოდ მიპასუხა მანძილი და შეტრიალდა. ანუ საუბარი და შემდეგ დეტალების გამოკითხვა ვერ მოვახერხე.
უბრალოდ მასთან დაახლოვების ყოველვარი გზა მომეჭრა უცბად.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by SHORENA » 29 ნოე 2010, 17:14

უბრალოდ, ყოჩაღ! :)
... აი რაც სვანეთში გადააბიჯე მეც თითქოს სასიამოვნოდ გაღიმებულმა ავიარე ენგურის ხეობის სილამაზეში (და თან მდინარის მგრგვინავი ხმის ფონზე ;) ), ჩემი ლატალითაც ხომ დავტკბი კიდევ ერთხელ... :)

და კითხვა მაქვს, როგორც ბოლო ეპიზოდიდან ჩანს, უშგულში თითქოს ტემპს ვერ აგდებ და აი სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ თუ ილაშქრე სადმეე? :)

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 29 ნოე 2010, 19:02

SHORENA wrote:აი რაც სვანეთში გადააბიჯე მეც თითქოს სასიამოვნოდ გაღიმებულმა ავიარე ენგურის ხეობის სილამაზეში (და თან მდინარის მგრგვინავი ხმის ფონზე ;) ), ჩემი ლატალითაც ხომ დავტკბი კიდევ ერთხელ... :)
მიხარია :)


SHORENA wrote:და კითხვა მაქვს, როგორც ბოლო ეპიზოდიდან ჩანს, უშგულში თითქოს ტემპს ვერ აგდებ და აი სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ თუ ილაშქრე სადმეე? :)
სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ, მუხლის ტრავმა და სამსახური არ მაძლევს საშუალებას მსგავსი აქტივობების.
მაგრამ ბოლო ერთი კვირაა დილაობით მთაწმინდის ფერდზე ავდივარ და სამსახურშიც ფეხით დავიწყე სიარული. იქით აქეთ 7 კმ გამომდის. ნუ ასე ვცდილობ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას :)

თავში ათასი იდეა მიტრიალებს, უბრალოდ ასეთი გასვლის შემდეგ ადამიანს არ ასვენებს მსგავსის გამეორების სურვილი.
ვნახოთ...
Last edited by Lahil on 29 ნოე 2010, 21:58, edited 2 times in total.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]