თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Gvalva » 02 თებ 2007, 15:14

გაიხარე!! :D

კიდე კაი კომენტარები დაამატე და ისე არ დაგვიდე ფოტოები :D

ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, კუტურა სულ დამავიწყდა :D :D

ეს რო არ დაგეწერა, რამეს გავიგებდით ჩვენ??
ეს კიდევ მთები
:D :D :D

P.შ. მოკლედ, დღEს პროგრამაში ხარ :)

User avatar
staff
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 15 სექ 2006, 14:08
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by staff » 02 თებ 2007, 15:19

Gvalva
მე პროგრამაში ვარ შენ....????
ხო კიდევ აბა გადახედე იმ პოსტს რაზეც შენიშვნებს მაძლევ...!!!???

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 თებ 2007, 15:22

staff, აი მასე. თუშის სოფელი ანუ ბოჭორნა, არა?
და კიდევ, სხვების გასაგონად - ომალოს ციხეები, ეს იგივე კესელოებია. :roll: იმედია, ჩემი პოსტებიდნ გახსოვთ ეგ კომპლექსი. :roll: :roll:
Last edited by guruli on 02 თებ 2007, 15:24, edited 1 time in total.

User avatar
staff
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 15 სექ 2006, 14:08
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by staff » 02 თებ 2007, 15:23

guruli
მართალი ბრძანდებით....
თუშეთის ულამაზესი სოფელი ჭეშო
Image
Image
Image

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშური შთაბეჭდილებები

Post by tushi » 02 თებ 2007, 15:52

ვერანაირად ვერ ვააპლაუდებ სურათებს

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Archil » 03 თებ 2007, 01:37

სურათები ჩემთანაც არ ჩანს
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 04 თებ 2007, 18:10

staff
ლამაზია სურათები...... მომწონს. დიდი მადლობა.....
ზამთრის თუშეთი განსაკუთრებულია.....

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 06 თებ 2007, 20:44

30-მდე დოღში გამარჯვებული 12 წლის თენგო ბაშინურიძე...
Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 06 თებ 2007, 21:04

მე და რეზო წოვათაში
Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Kakha » 07 თებ 2007, 10:14

სტაფ, თუში,

სრულიად გავოგნდი თუშის სოფელზე. საოცარი ფოტოა ქვემოთ, სოფლის ძირში გართხმული ნისლით.

თუ რამე საშინელება არ შემემთხვა წელს მაინც უნდა წავიდე თუშეთში, თორემ ისე მიდის წლები მაგ მხარეში ვერაფრით მოვხვდი. ვაი სირცხივლო....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 07 თებ 2007, 11:11

Kakha
სრულიად გავოგნდი თუშის სოფელზე. საოცარი ფოტოა ქვემოთ, სოფლის ძირში გართხმული ნისლით.
მაქედან კიდევ უფრო ლამაზი ხედებია. ლამის მთელი გომეწარი ჩანს.
tushi-ის ნათესავს - დათო მუმლაძეს ჰქონია ეგრე ნისლში გადაღებული ორიგინალური ფოტო. ირგვლივ სულ ნისლი ყოფილა და ისე ჩანს, თითქოს ღრუბლებზე დგასო.
tushi, მუმლაძე თუ შენი ახლობელია, მაშ, გოგია იჭირაულიც იგრეა?
Last edited by guruli on 25 თებ 2007, 17:59, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 25 თებ 2007, 17:56

თუშური პოეზიის საღამო გრძელდება. ბახვა ბაიხოიძის მორიგი ლექსი. ვფიქრობ, მოგეწონებათ.


სამშობლო!

სამშობლოვ, ბედი, როგორც ჯალათი
წლებს შოლტებივით გილაწუნებდა,
თუ გამოშტერდა ბებერი ღმერთი
შენებრ ბადახშს რომ ითვალწუნებდა!

ყოველ ეპოქას თავის არჩივი
მშიერ სვავივით მიჰქონდა ხარბად,
მკერდს გესობოდნენ დაუსრულებლად
საუკუნენი ალესილ ხანჯლად!

ვინ თქვა რომ ღმერთის მამული გქვია
მისი საუფლოს ჩამონაჭერი,
მაშ ყველა დემონს რამ შეახვედრა
შენი სხეულის თითო ნაჭერი!

ასეთი ღალა საიდან ჰქონდათ
შენს მთებს ლურჯსა და შენს ველებს მწვანეს,
ასეთს რას სწოვდი მათი ძუძუდან,
რომ სამარემდე ვერ მიგიყვანეს!

შენი სხეულის არცერთი ასო
არ დარჩა ხმლისგან დაუსერავი,
სად ინახავდი, სულს, დალოცვილო,
რომ ვერ მიაგნო იმას ვერავინ!

ღმერთის აუგში იქნება ვცდები,
იქნებ გაკუთვნა ქრისტეს მისია...
ხან გაწამებდა, ხან მოგივლენდა:
დავითს, ერეკლეს, დაცლილს სისხლისგან!

რამდენჯერ ჯვარზე გაკრული გნახეთ,
რამდენჯერ, კიდევ, მკვდრეთით აღმსდგარი...
თუ ქრისტეს ერთი აღდგომა ჰქონდა,
შენთვის მრავალჯერ არის დამდგარი!

ბობოქარ წარსულს ბებერ ციხესთან
ვალმოხდილს ახლა მშვიდადა სძინავს,
დე, აწმყომა თქვას თავის სიტყვა,
ნუღარ მოგვასწროს ამ მიწის გმინვამ!

ბახვა ბაიხოიძე
1991 წლის 9 აპრილი
Last edited by guruli on 26 თებ 2007, 17:04, edited 2 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 25 თებ 2007, 18:07

ესეც საინტერესო ლექსია, არანაკლებ საინტერესო წინაისტორიით.

თუშეთის მთებში, წოვათაში, ერთ ადგილას თეთრ ქვათა გროვაა... საომრად მიმავალ თუშთაგან ამ ადგილზე ყველას თითო ქვა მიჰქონდა ხოლმე, უკან მობრუნებულები კი გროვიდან თავის მიტანილ ქვას იღებდნენ და შორს აგდებდნენ ხოლმე... ასე წარმოიშვა თეთრ ქვათა გროვა - შინმოუსვლელთა სახსოვრად...

ეს ლექსიც სწორედ ამიტომ დაიწერა

ქვებში შეხიზნული სულები

სიკვდილს წინასწარ შეგუებულნი,
სიტყვაძვირი და მუდამ კუშტები,
მთებში სახსოვრად თეთრ ქვებს ტოვებდნენ
ომს მიმავალი ძველი თუშები.

საუკუნეთა ჯებირებს არღვევს,
ეს უტყვი მაცნე თუშურ სტიქიის,
ამბავს გიყვება სამშობლოს მიმართ,
თუშის ღვაწლის და თუშის მისიის.

გარინდებულან ქვებში სულები,
ყუჩად შერწყმიან მშობლიურ საკანს,
ხანდახან მთები მზრუნველი ხელით
შეუსწორებენ ჯანღის თეთრ საბანს.

ეს მუშტისხელა პატარა ქვები
ერთ დროს მტრის რისხვად ქუხდნენ და სჭექდნენ,
დიდგორს, თუ მარტყოფს, ასპინძას, კრწანისს,
საქართველოის დიდებას სჭედდნენ.

აქ ყოველ ქვაში დევს რაღაც ფიქრი,
გულში ჩაკლული ბევრი სათქმელი,
ალბათ, სატრფოსთვის კუთვნილი სიტყვაც,
გაუხედნავი და მოუქნელი.

ვით მეტეხი და ვით ნარიყალა,
წოვათის თავზე თეთრ ქვათა გროვა,
დგას გმირულ დროის ნათელ დასტურად,
ვერაფერს აკლებს მას წელთა თოვა.

მაგების მხრიდან მოიტანს ქარი,
მთათა ცრემლებით გატენილ ღრუბელს
და გლოვის ნიშნად დილა-საღამოს
ქვებში შეხიზნულ სულებს აპკურებს.

ბახვა ბაიხოიძე

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 25 თებ 2007, 18:15

დღეისათვის ბოლო ლექსი. ამჯერად ადამ ბობღიაშვილის შემოქმედებიდან. თუშეთში მიმავალი როგორც კი აბანოს ხიდზე გადახვალ და კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს შეუყვები, აუცილებლად მიაქცევ ყურადღებას მარცხნივ გადაშლილ სილამაზეს - პატარა სერებით დაყოფილ ხეობას, რომელიც თუშეთის ულამაზეს ალპურ მდელოებს ეფინება. რაც უფრო ზევით ადიხარ, მით მეტი სილამაზე იშლება შენს თვალწინ და ფიქრადაც არ მოგდის, ამ ხეობაში რამხელა ტრაგედიაა ჩამარხული - სადღაც იქ, რომელიღაც პატარა ხევში დახვრიტეს თუშთა შეთქმულების მონაწილენი. მათ შორის, უნიჭიერესი პოეტი ადამ ბობღიაშვილიც.

ივანე ჯავახიშვილს

როცა ლაჟვარდი ქარგავს ათასებს
დაკენკავს გველი მოხრილი კბილით,
როცა მთაწმინდის გაშლილ კალთაზე
მიეძინება დაქანცულ თბილისს.

მე, შენს წიგნებთან მჯდომარე, მაშინ
ღია თვალებით ვხვდები განთიადს,
სტრიქონებიდან ჭიხვინებს რაში
და სტრიქონებში ცეცხლი ანთია.

ხმალდაკრულივით იხსნება ბწკარი,
ყველა სიტყვიდან წარსული დგება,
ნარიყალასთან გუგუნებს ჯარი,
ნარიყალასთან ვაჟკაცი კვდება.

თემურ ლენგები თარეშით მოვლენ,
მოაქვთ წკრიალი ოქროს ნალისა
და გრიგალივით შეარყევს ხოლმე
მიწას ფარ-შუბი გორგასალისა.

იწვის არაგვზე ჩალური ქოხი,
ყანის მაგიერ სისინებს ნამჯა
და კრწანისიდან ამდგარი ჩონჩხი
მკერდზე იხუტებს სისხლიან ხანჯალს.

მეტეხი ქუხს და ემხობა პირქვე,
მეტეხს ბუზივით მტერი არტყია
და სააკაძე დაჭრილი, იქვე
ჩოხის ნაგლეჯით იფენს ნატყვიარს.

მოუჩანს სისხლი ხშირ ჭაღარაზე,
ქრება თვალები, ქრება სანთელი,
გაედევნება სოფლის შარაზე
გაქცეულ მხედრებს კორიანტელი.

გულში ქუხილით ჩამდგარა წყევა,
გადანამულა წამწამი ხშირი,-
ხელხანჯლიანი ბელტს ჩაეხვევა
მთიდან მოსული ასპინძის გმირი.

ქართულ ლეჩაქებს ნამუსსა ხდიან,
წითლად შეღებეს ანკარა მტკვარი,
ტიალ მიწაზე ტიალად გდია
ვაჟის ჯურხაის ნალეწი ფარი...

მეფეს ლაშქარი ყიჟინით ხვდება,
მაგრამ ნუგეშად ვერაფერს ეტყვის,
წითელ ლაქებად კრწანისზე რჩება
ნატოტარები დაჭრილი ვეფხვის.

თითქო ატორილ ქურანის გავას
შემოელეწა საძუე თითბრის
და ნახტომებზე გაკრული შავად
არაგვისაკენ მხედარი მიჰქრის.

მიჰქრის მხედარი, იხსნება ბწკარი,
ნალს ბილიკებზე ცეცხლი ედება...
დავხურავ წიგნს და ჯურხაის ხმალი
ისევ სტრიქონში ჩაეჭედება...

დავხურავ, მაგრამ კარგა ხანს მესმის
მუზარადებზე ბექთარის ცემა,
ამ ლეგენდებში გაიდგა ფესვი
შენი ცხოვრების გარასულ დღემა.

და შემიყვარდა იგი ლეგენდა -
ქართლოსიანთა ძველი სიგელი, -
ყოველ ტყიდან და ყოველ ღელედან
შავი ნანგრევი სტუმრად მოგელის.

შემოგივლია - მშობლიურ არემ
გმირთა აკვანი სადაც არწია,
მოგიგონებენ ყოველ ცისმარე
შენი არმაზი, შენი ვარძია.

წიგნით გასდევდი მლოცავთა ურემს
მაძიებელი გარდასულ დღეთა,
შენ მოგიტანა საჩუქრად თურმე
თამარ დედოფლის ბეჭედი მცხეთამ.

და ეგ ვარდები, უბეს რომ ივსებს,
მოგიტანია სამშობლოს დროშით,
ცაზე ცისკარი ანთია ისე,
როგორც უზანგში თამარის ქოში.

თუ გრიგალების იყავ მნახველი
ახლა გაზაფხულს შეჰხარი - ვიცი,
მზის მონათლული შენი სახელი
სიამაყეა ქართული მიწის.

დაგიბერტყია წარსულის კალთა,
შუბლზე არქივის მტვერი გდებია,
დამიდასტურებ, ერეკლეს კართან
თუშის აჩრდილიც მოგლანდებია.

მე, იმ აჩრდილის ნარჩენი ღერი
ვერ გიმასპინძლებ თამარისთანად, -
აჰა, მიიღე მთიდან ნამღერი,
არწივმა კლანჭით გადმოგიტანა.

ადამ ალვანელი (ბობღიაშვილი)
1936 წელი, მარტი

Vanadisi
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 04 მარ 2007, 15:18
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Vanadisi » 04 მარ 2007, 15:25

კოტეეეეე:)))
პრივეტები ეს სად ააღმოგაჩინე ჰა:))
რეზო და სჰენ გიცანით:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]