თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 თებ 2007, 13:15

staff, tushi, არ გეწყინოთ, მაგრა მართლა თუშები ხართ რა - მიამიტები, უბრალოები, მიმნდობები... :lol: :lol: :lol: იმ ვერტმფრენებით რომ არ გვასეირნებენ, მეც ვიცი და ვიხუმრე, თორემ კარავს ავიადეპარტამენტში დესპანები და ელჩები რომ არ ჰყავს, ეგეც ვიცი... :lol:
tushi
რაც შეეხება 40 ლარს მცდარი ინფორმაცია, შეიძლება იყო ადრე კომუნისტრების პერიოდში.
არ ვიცი, რა სუბსიდიებზე ლაპარაკობდით, მაგრამ პირველად რომ ვიყავი მთაში - 2001 წელს, მაშინ მართლა იყო ეგ ფასი. ახლანდელს ვერ გეტყვით, მაგრამ მე იგრ ვიც, :D გარკვეულ საფასურად თბილისიდან გადაფრენა ყოველ ზაფხულს ხდება.

staff
tushi
მართალი ხარ დედის დისწულო
:roll: :roll: დეიდაშვილები ხართ? ანუ დედაშენიც ითიურიძეა? :roll: :roll:

staff
guruli
როგორც გავიგე თუშების სიძე ყოფილხარ და ისა ფული შენც გამოგართვეს????
ჯერ არა, ბატონო და ენამ არ გიყივლოს. :lol: :lol: :lol: ჩემი ბიძაშვილია თუშების სიძე და ცოლს ხშირად აჯავრებს ამ ლექსით: თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ, მაინც ვჯობივარ სხვასაო. :lol: თუმცა უკვე ცოლიც შეეჩვია მის ოინებს და იმდენად აღავ ბრაზდება. ზატო, ამაზე ჩემი ბიძაშვილი ჩაილაპაკარაკებს დანანებით, ადრე უფრო წუწუნებდა, ახლა იმდენად აღარო... :D
ამას წინათ მაგათთან ვარ ოჯახში მისული და რაღაცაზე ცემა რზალმა დაიწყო ალვანის ქება, უჰ, რას ამბობ, სოფელი კი არა, ქალაქია უკვეო და მოჰყვა ქებას - სკოლა გინდა, კულტურის სახლი, კინოთეატრი, ასფალტი, რა გინდა, იქ არ გვქონდესო. ახლა ინტერნეტ-კაფეები და ბარ-რესტორნებიც გაიხსნაო და თვლის კიდე რაღაც-რაღაცებს. მოკლედ, ნამდვილ მეგაპოლისად გამოიყვანა იქაურობა. ჩემი ბიძაშვილი იქვე დგას და კომენტარებს აშველებს აქედან - ესა გაქვთ კიდე სოფელში, ისა გაქვთო და ასეტები... ცხადია, ირონიით, მაგრამ ჩემი რძალი ისეა აზარტში შესული, ამის იუმორს ვერ ხვდება. ბოლოს, ამან, სენ ნახე, ახლა მანდ რკინიგზა გაიყვანონ, მერე რა ადგილი იქნებაო. :D ჩემმა რძალმა ამაზე ერთი კი გადმოხედა, მაგრამ სიტყვა არ გაწყვიტა და გააგრძელა ისევ ქება. უცებ ჩემს ბიძაშვილს შესკდა სიცილი, დაჟე, ჭკვიანი კაცი ახლა მანდ ბინებსაც უნდა ყიდულობდესო. :lol: :lol: :lol: ეს უკვე უბრალო იუმორი არ იყო და აქეთ მე ავხარხარდი, იქით კი ჩემმა რძალმა შეწყვიტა ალვანის ქება. :lol: :lol: :lol:

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშური შთაბეჭდილებები

Post by tushi » 02 თებ 2007, 13:27

რაც შეეხება 40 ლარს მცდარი ინფორმაცია, შეიძლება იყო ადრე კომუნისტრების პერიოდში.
არ ვიცი, რა სუბსიდიებზე ლაპარაკობდით, მაგრამ პირველად რომ ვიყავი მთაში - 2001 წელს, მაშინ მართლა იყო ეგ ფასი. ახლანდელს ვერ გეტყვით, მაგრამ მე იგრ ვიც, :D გარკვეულ საფასურად თბილისიდან გადაფრენა ყოველ ზაფხულს ხდება.

ეს ის წელი იყო ალბათსწორედ მე რაზეც ვილაპარაკე :). კაი მაშინ მიტხარი სალაოს მისამართი ყოველ შაბათკვირას ვივლი თუშეთშI :D ვიხუმრე.

[
staff
guruli
როგორც გავიგე თუშების სიძე ყოფილხარ და ისა ფული შენც გამოგართვეს????
ჯერ არა, ბატონო და ენამ არ გიყივლოს. :lol: :lol: :lol: ჩემი ბიძაშვილია თუშების სიძე და ცოლს ხშირად აჯავრებს ამ ლექსით: თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ, მაინც ვჯობივარ სხვასაო. :lol: თუმცა უკვე ცოლიც შეეჩვია მის ოინებს და იმდენად აღავ ბრაზდება. ზატო, ამაზე ჩემი ბიძაშვილი ჩაილაპაკარაკებს დანანებით, ადრე უფრო წუწუნებდა, ახლა იმდენად აღარო... :D
ამას წინათ მაგათთან ვარ ოჯახში მისული და რაღაცაზე ცემა რზალმა დაიწყო ალვანის ქება, უჰ, რას ამბობ, სოფელი კი არა, ქალაქია უკვეო და მოჰყვა ქებას - სკოლა გინდა, კულტურის სახლი, კინოთეატრი, ასფალტი, რა გინდა, იქ არ გვქონდესო. ახლა ინტერნეტ-კაფეები და ბარ-რესტორნებიც გაიხსნაო და თვლის კიდე რაღაც-რაღაცებს. მოკლედ, ნამდვილ მეგაპოლისად გამოიყვანა იქაურობა. ჩემი ბიძაშვილი იქვე დგას და კომენტარებს აშველებს აქედან - ესა გაქვთ კიდე სოფელში, ისა გაქვთო და ასეტები... ცხადია, ირონიით, მაგრამ ჩემი რძალი ისეა აზარტში შესული, ამის იუმორს ვერ ხვდება. ბოლოს, ამან, სენ ნახე, ახლა მანდ რკინიგზა გაიყვანონ, მერე რა ადგილი იქნებაო. :D ჩემმა რძალმა ამაზე ერთი კი გადმოხედა, მაგრამ სიტყვა არ გაწყვიტა და გააგრძელა ისევ ქება. უცებ ჩემს ბიძაშვილს შესკდა სიცილი, დაჟე, ჭკვიანი კაცი ახლა მანდ ბინებსაც უნდა ყიდულობდესო. :lol: :lol: :lol: ეს უკვე უბრალო იუმორი არ იყო და აქეთ მე ავხარხარდი, იქით კი ჩემმა რძალმა შეწყვიტა ალვანის ქება. :lol: :lol: :lol:[/quote]

შენ იკაიფე და ეხლაღა ძმაკაცმა იყიდა სახლი 25000$ მიცა. კახეთში ყველაზე ძვირი სახლები ღირს სიღნაღში, ყარაჯალაში და ალვანში

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშური შთაბეჭდილებები

Post by tushi » 02 თებ 2007, 13:31

ხო რაც შეეხება ინეტ კაფეს. ახმეტაში არ იყო ჯერ, როცა ჩემმა ძმამ და ზმაკაცმა გახსნენს ალვანშიდა ბიზნესი ვერ ააწყვეს და ნახევარ წელშიდ ახურეს :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Nika » 02 თებ 2007, 13:41

tushi
შარშანწინ იქნებოდა ეგ ალბათ. 10 მეტრი თოვლი იდო პერევალებზე. მაშინ ჯვრის უღელტეხილიც მაისში ძლივს გახსნეს. ხევსურეთზე და თუშეთზე ხო წარმომიდგენია რა იქნებოდა
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 თებ 2007, 13:43

tushi wrote:ხო რაც შეეხება ინეტ კაფეს. ახმეტაში არ იყო ჯერ, როცა ჩემმა ძმამ და ზმაკაცმა გახსნენს ალვანშიდა ბიზნესი ვერ ააწყვეს და ნახევარ წელშიდ ახურეს :)
ეგ სოფლის ცენტრში ხომ არა, მაღაზიების მწკრივში?
ანუ, შენც ამტკიცებ, რომ ალვანი სიღნაღთან და ჯარაჯალასთან ერთად ქართული მეგაპოლისია? :lol:

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშური შთაბეჭდილებები

Post by tushi » 02 თებ 2007, 13:53

Nika
შარშან მაისის ბოლოს გაიხსნა გზა. პერევლის მეორე მხარეს იმხელა ზვავი წამოვიდა რომ საერთოდ ვერ შერება. იქნება ალბათ ესე 30-40 მეტრის სიმაღლის. იმის გაჭრა ჭირს ხოლმე.



guruli
არ ვამტკიცებ რომ მეგაპოლისია მაგრამ სოფლის კვალობაზე საკმაოდ პრადვინუტია ;)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 თებ 2007, 13:55

tushi
ახმეტაში არ იყო ჯერ
რა მაგის პასუხია და ახმეტაში ახლა არის რო? :wink:

User avatar
staff
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 15 სექ 2006, 14:08
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by staff » 02 თებ 2007, 13:58

guruli
ანუ დედაშენიც ითიურიძეა?
დები კი არა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშური შთაბეჭდილებები

Post by tushi » 02 თებ 2007, 14:00

guruli
ინტერნეტი რომ არის ვიცი მაგრამ... კაფე არის თიუ არა არ ვიცი :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 თებ 2007, 14:09

staff
დები კი არა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან
აუ, თუშური გაგებით მაინც დედმამიშვილები არ გამოდიან?. ჩემი რძალიც ისე იტყვის, ჩემ ბიძაშვილ, მგონია, მამის ან დედის ძმის შვილზეა ლაპარაკი. არადა, აღმოჩნდება, რომ ბებიის ვიღაცის ვიღაცაა. მაგრამ თუშებისთვის გარე და შიდა ბიძაშვილის მცნება არ არსებობს - ბიძაშვილი ბიძაშვილია (მამიდაშვილიც, დეიდაშვილიც), რაც ძაან მომწონს.

tushi, თბილისის ფორუმი რომ აავსე თუშეთის ფოტოებით, აქაც დაგვიდე ცოტაოდენი. :wink: თუშეთის პოპულარიზაციაში ამ საიტს უფრო დიდი წვლილი მიუძღვია. თუ არ გჯერა, გადახედე 31-ვე გვერდს. :roll: :roll:

User avatar
staff
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 15 სექ 2006, 14:08
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by staff » 02 თებ 2007, 14:20

guruli
თბილისის ფორუმი რომ აავსე თუშეთის ფოტოებით, აქაც დაგვიდე ცოტაოდენი. თუშეთის პოპულარიზაციაში ამ საიტს უფრო დიდი წვლილი მიუძღვია. თუ არ გჯერა, გადახედე 31-ვე გვერდს.
მე ვცადე ერთხელ დადება და კულტურულად მითხრეს მარტო სურათების დადება ჩვენს წესებში არ შედისო.....

User avatar
staff
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 15 სექ 2006, 14:08
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by staff » 02 თებ 2007, 14:29

აქ ადრე ლათინური ასოებით აკრეფილი ტექსტი იდო, და როცა ქართულ სრიFტზე გადავიდა გამოვიდა რაღაც სისულელე იმიტომაც ვშლი... პარდონ ყველას
Last edited by staff on 02 თებ 2007, 15:17, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 02 თებ 2007, 14:32

staff, მერე გაგიჭირდა ორი სიტყვის მიწერა? თანაც, თუშეთის თემაში რომ თუშეთის სურათი დაგედო, არა მგონია, ვინმეს უარი ეთქვა. ეგ გამორიცხულია - არაა აქ მაგის ხალხი. ეტყობა, სხვა რაღაცაშია საქმე.
P.S. იმ ამბავზე კი გამეცინა, :D მაგრამ მონიშნული ტექსტების ჩასმა არაა ძნელი.

User avatar
staff
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 15 სექ 2006, 14:08
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by staff » 02 თებ 2007, 14:45

guruli
მაგრამ მონიშნული ტექსტების ჩასმა არაა ძნელი
ეხლა გაუგზავნე tush-ს skype-ით და ახლიდა ნ აკრეფვა დამეზარა, ისე ესეც ჩემი აკრეფილია...

User avatar
staff
ბილიკზე მოარული
Posts: 36
Joined: 15 სექ 2006, 14:08
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by staff » 02 თებ 2007, 15:05

ეს არის tush-ის სოფელი
Image
ეს სხვა სოფელია
Image
ესეც ომალოს ციხეები
Image
ესეც თუშის სოფელი
Image
Image
Image
ეს კიდევ მთები
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]