ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Gvalva » 13 ივლ 2009, 18:54

ეხლა მე რომ ვიყო უცხო ვინმე მოყმე და ამას ვკითხულობდე, წარმოვიდგენდი რომ წავიდა ბევრი ხალხი, უღელტეხილი იყო რთული, გამოიძახეს ვერტმფრენი, ნაწილი ჩასხდა შიგ, ზემოხსენებულ 8 ადამიანს ხელი კრეს, თქვენ აღარ ეტევით, ფეხით წამოდითო, ტვირთიც იმათ დაუტოვეს და გადაფრინდნენ უღელტეხილზე :)


User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by KSOVRELI » 13 ივლ 2009, 18:58

tiko_r, კანონებთან შუსაბამობაში ბევრი რამ მოვიდა.

ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ და ვნანობ, რომ ისე მოვიქეცი და არა ესე.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by tiko_r » 13 ივლ 2009, 19:00

KSOVRELI
შენ დიდი დიდი დიდი დიდი და უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის :)

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by pataputina » 13 ივლ 2009, 19:04

ვერაფერი გავიგე
და
არ ამიხსნათ,
მაინც ვერაფერს გავიგებ



: |
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by keto » 13 ივლ 2009, 19:05

GIRA
შენ არ იცი რა საშინელებაა, როცა პირიქით ხდება, ქალი ვაჟკაცურად იტანს და ამ დროს კაცი ვაი ვიშვიშებს :lol: დამიჯერე, მაგასაც გადავეყარეთ :)
tiko_r wrote:KSOVRELI
შენ დიდი დიდი დიდი დიდი და უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის :)
+1
Keep Smiling...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Gvalva » 13 ივლ 2009, 19:12

მე მგონი მაინც ფსიქოლოგიური მომენტია.

მე ჩემს თავზე ვიტყვი:

უღელტეხილი მე და თამუსიამ მარტოებმა გადმოვიარეთ, ბიჭები ჩვენთან არ ყოფილან. იმ გზით წასვლა, რომლითაც წავედით ჩემი იდეა იყო, თუკი რამე ინსტრუქცია არსებობს მთაში სიარულზე ყველა დავარღვიეთ. ესეც ჩემი ბრალი იყო. მაგრამ ორივემ ჩვენით ვიარეთ... დაშვებითაც ჩვენით ჩამოვედით...

უკვე რომ საკმაოდ ჩამოსული ვიყავით დაუზარელი ქსოვრელი მოვიდა დასახმარებლად. ზურგჩანთა გამომართვა.

აქამდე ხომ მარტო მოვდიოდი. ბეეევრად დიდი სირთულეები მარტომ გადავლახე, ეხლა ზურჩანთაც აღარ მქონდა მაგრამ, რომ ვიღაც მეხმარებოდა, შეიძლება ხელზეც დაგეყრდნობი - მეთქი!!

და ქსოვრელმა რომ დაინახა ის ბოლო ჯგუფი გამოჩნდა, მე ზურგჩანთა ისევ დამიბრუნა და ახლა იმათ დასახმარებლად აბრუნდა...

ზურგჩანთაც მეკიდა და არც ვინმეს ვეყრდნობოდი - ვიარე მშვენივრად.

მოკლედ, მე იმას ვამბობ რომ განწყობა განსაზღვრავს ყველაფერს, მე მეხმარებიან - მე აღარაფერს აღარ ვაკეთებ, დამეხმარებიან. აი ეს 3 პერიოდი, 3 განწყობა ამ ლაშქრობის მე კარგად დამამახსოვრდა!

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamusia » 13 ივლ 2009, 19:12

მთა კიდევ ერთხელ შემიყვარდა. რატომ, ამას ეხლა არ ვიტყვი, მაგრამ სხვა დროს, აუცილებლად
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
jiniya
ბილიკზე მოარული
Posts: 92
Joined: 26 ივნ 2009, 08:11
Location: tbilisi
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by jiniya » 13 ივლ 2009, 19:17

აუუუუუუუუუ კაი რა ხალხო ყველაფერი რაც კარგათ მტავრდება როგორ შეიძლება იყოს ცუდი

კარავთან კიდევ მინდა წამოსვლა ამიტომ არ ვერევი კამათში, თორემ რამდენიმე გოგოს ისე შევჯავრდები რომ :D :D :D :D

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by z g a r b i » 13 ივლ 2009, 19:27

Gvalva

განწყობებზე სრულიად გეთანხმები
ვანო ძალიან ცუდად გახდა ჭამის შემდეგ და იმასაც კი ფიქრობდა, უღელტეხილს ვერ გადავალ და აქ დავრჩებიო
და ერთადერთი განწყობა რაც მქონდა - გამემხნევებინა და ტემპი დაგვეჩქარებინა რომ მშვიდობით ჩავსულიყავით დაბლა..
იქ მართლა არ ვფიქრობდი იმაზე რომ მე რამე გამიჭირდებოდა. ამიტომაც არ დავანებე ქსოვრელს ჩემი ზურგჩანთა და ზემოთ გავუშვი :)
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamari-ch. » 13 ივლ 2009, 19:30

და რა მოხდა ამისთანა?
:roll:

აღარ იტყვით?

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by keto » 13 ივლ 2009, 19:34

Gvalva
ზუსტად განწყობამ გადაგვარჩინა, იმ განწყობამ რომ ჩვენ თუ არ ვიყოჩაღებდით და ძალას არ მოვიკრებდით, ის 1 ბიჭი, რაც არ უნდა ძლიერი ყოფილიყო, შეუძლებელს ვერ შეძლებდა. მაგავე განწყობამ მიგვაღწევინა ბანაკამდე ზუსტად!


შეიძლება მე ვარ უაზრო და გამოუსწორებელი ოპტიმისტი, მაგრამ როგორც კი ბანაკში მივედი, მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი და საძილეში ჩავთბი, თიითქმის ყველა უარყოფითი ემოცია გაქრა და დღეს ნამდვილად არ ვნანობ, რომ ამ ლაშქრობის მონაწილე ვიყავი.

ჩხუბს და კამათს აზრი არ აქვს, უბრალოდ რომ არ დაწერილიყო, არ შეიძლებოდა. როგორც წესი, კარავზე რომ ლაშქრობა ეწყობა, იგივე მარშრუტის თემა თუ არსებობს იქექება. ამიტომაც მომავალში იქ წამსვლელებმა კარგად უნდა იცოდნენ:

1. არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ისე, რომ 1მა კაცმა მაინც ზუუსტად არ იცოდეს მარშრუტი! თუ არ მოიძებნა ასეთი არავინ, ჯუთაში იქირავეთ გამყოლი.
2. 29 კი არა, სულ რომ 100 კაცი იყოს ერთად, ზოგი მგლისმუხლა, ზოგი კი კუს ნაბიჯებით მოსიარულე, დაელოდეთ ერთმანეთს და ნუ დაიშლებით გუნდებად!
3. ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, ღმერთმა დაგვიფარა და მთამ სისულელე გვაპატია. ყოველთვის ასე არ ხდება, ზოგჯერ ბედიც წყრება, ღმერთიც შეიძლება განრისხდეს და მწვერმალმაც არ დაგინდოს!!!
Keep Smiling...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamari-ch. » 13 ივლ 2009, 19:36

keto
რა მოხდა?
8 კაცი ჩავარდა სადმე?
კლდესთან რატომ აღმოჩნდნენ?
შეაბნელდათ?
რასაც სურათებზე ვხედავ -
იქ დიდი კლდეები თითქოს არაა
მოყევით რა.....

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by keto » 13 ივლ 2009, 19:38

ესეც კვირა დილით, უკვე დაპყრობილი უღელტეხილის პანორამა ბანაკიდან

Image
Keep Smiling...

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamusia » 13 ივლ 2009, 20:00

ეჭვი მაქვს უღელტეხილი კი არა, თვითონ ჭაუხი დავიპყარით.

ცოტა შორიდან უნდა მოგვეარა.

keto

სრულიად მართალი ხარ.

და ჩემს მთავარ შეცდომასაც გავახმოვანებ: სამომავლო გეგმებში, მეტი მზაობისათვის უნდა დამეწერა შემდეგი ფრაზა: თქვენ არავის არსად არ მიყავხართ, თქვენ თვითონ მიდიხართ, სადაც მიდიხართ

თუ კიდევ რამე შეცდომა დავუშვი, ბოდიშს გიხდით, თუმცა ბოდიში წამალი არ არის
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]