გორდი-ოკაცე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by caucasica » 29 აგვ 2006, 19:16

:D გაიხარეთ ! მაგრები ხართ! ადგილიც "მამაა" :lol:

User avatar
Mchreli tvali
ბილიკზე მოარული
Posts: 42
Joined: 02 იან 2006, 23:00
Location: Tbilisi
გორდი-ოკაცე

Post by Mchreli tvali » 30 აგვ 2006, 19:35

ნაღდად ძალიან მაგარი იყო :!: კანიონი ძალიან ლამაზი იყო :!: ჩანჩქერიც :!: 8) :lol:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Nika » 30 აგვ 2006, 22:56

დადიანების ბაღში არტაქციონებია
Image

ამ ხეზე ზედვე იზრდება ნაძვი
Image

გვალვამ თხები გამოიჭირა
Image

პინკყ წყალშყ შახტა
Image

ჩანჩქერი
Image

მეორე ჩანჩქერი
Image

Image

ნასკების გაშრობა
Image

კანიონი აქ იწყება ოღონდ უკანაა ჩემგან. ეს კიდე ასეთი მინი ტბაა.
Image

წყალში ხტომა
Image
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Mchreli tvali
ბილიკზე მოარული
Posts: 42
Joined: 02 იან 2006, 23:00
Location: Tbilisi
გორდი-ოკაცე

Post by Mchreli tvali » 31 აგვ 2006, 09:09

გადახტომა მართლაც ძალიან მაგარი იყო. :!: :lol:

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by PINKY » 31 აგვ 2006, 13:05

ჰეჰე..

: )

ჰელლათკველას..

ჩემყ ვიდეა არმინდადეს ? ? ?

: )
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გორდი-ოკაცე

Post by Gvalva » 31 აგვ 2006, 15:45

PINKY

ჰელლოშენც...

ალბათ უნდა გინდოდეს მარა... :oops: :oops: ... ჩემი მაშინ ჩაირთო როცა გამორთვას ვაპირებდი... ხოდა ჩახტომის შემდეგი გაცურვაა... ტოჟე ინტერესნო, გეტყვი მე შენ ;), ავქაჩავ საღამოს...

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by PINKY » 31 აგვ 2006, 16:39

Gvalva

ლოლ..

OK..

არაკაჩა..

რაღაცუჯირსმაგას..

www.dade.ge ზედადე..

Image


დამემაშვინ..

და ველადებვყ კაჰას..
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Archil » 31 აგვ 2006, 19:27

ჩემმა მემორი კარტამ ისევ გაახურა და ცოტა მოგვიანებით მიწევს სურათების დადება. ზოგიერთი მათგანი უკვე დადებულია, ამიტომ მეორეჯერ აღარ დავდებ, ერთი და იგივე რამდენჯერ შეიძლება ნახოს კაცმა. ერთი კი უნდა ითქვას: ფოტოებზე გამოსახული ვერანაირად ვერ ასახავს იმ სილამაზეს, რასაც ადამიანი იქ ყოფნისას განიცდის. ასევე სამწუხაროა, რომ კანიონებში ფოტოაპარატების შეტანა შეუძლებელი იყო - ცურვით გვიხდებოდა გასვლა, და ის სილამაზე, რაც კანიონებს შიგნით არის, მხოლოდ ჩვენს მოგონებებში დარჩა. მომავალში ვინც წავა ვურჩევ წყალშგამძლე ფოტოაპარატები წაიღოთ.

მაშ ასე, დავიწყოთ თხრობა. მზეჭაბუკასთან შეგროვებისა და ქუთაისში სანოვაგის ყიდვის (სადაც სამწვადედ აფერისტობით განთქმულმა ადგილობრივებმა ძროხის, ძვლებით გავსებული ხორცი მოგვკიდეს), ჯერ ასფალტიან და მერე უასფალტო (რას შვება ადგილობრივი გამგებელი ?) გზებით სიარულის შემდეგ მივადექით დადიანების საზაფხულო რეზიდენციას.

წყლის მარაგის შევსების მოლოდინში რეზიდენციის წინ შევგროვდით
Image

დადიანების საზაფხულო ბაღი წარმოადგენს სხვადასხვა რჯულისა და სახის მცენარეების (სამწუხაროდ ბოტანიკოსები ჩვენს შორის არ იყვნენ, რომ ეთქვათ რომელი მცენარე რომელი იყო) ერთობლიობას, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ხეები ისე არის დარგული, რომ მათ შორის ეტლებით შეიძლებოდა სეირნობა.

Image

ჩვენდა გასაკვირვად ამ ბუნებაში სააკაშვილის მოედანი აღმოვაჩინეთ - სად მიდის პროგრესი !!! ნამდვილად არ ველოდით.

Image

აქვე ჭრიჭინა კარულელიც ყოფილა, რომლის ფოტოც უკვე დევს. ყველა ფოტომომარჯვებული ვიყავით და ახალის მოლოდინში გაფაციცებული ვიხედებოდით. ყველაზე აქტიური რა თქმა უნდა ჩარლი იყო. საწყალი ძაღლი ჯერ კიდევ მანქანაში მოითხოვდა თავისუფლებას.

დადიანების სასახლე, რომელიც ძველად ალბათ ბევრ სტუმარს მასპინძლობდა (დადიანები 7 თვეს ატარებდნენ თურმე იქ წელიწადში) დღეისათვის ძალიან დაქცეულია.

Image

Image

Image

აქვე იყო ხეში ამოსული ნაძვი (სურათი უკვე დევს) და ბაღში ჩასასვლელი კიბე

Image

ამ კიბეს ეხლაც ბაღში ჩავყავართ, მხოლოდ ეხლა იქ სიმინდი თესია, რომელსაც საფრთხობელა დარაჯობს

Image

გზად ბზების ზეივანს წავაწყდით. მოგეხსენებათ, ბზის გაზრდას დიდი ხანი სჭირდება და მთელი ხეივანის ნახვა ძალიან საინტერესო იყო

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Archil » 31 აგვ 2006, 19:54

აქვე მახლობლად დაქცეული ეკლესია იდგა. ძალიან გამიკვირდა, მოსახლეობის ცხვირწინ ეკლესიის ასე დაქცევა არ უნდა იყოს კარგი.

Image

როდესაც შევედით იქ მასპინძლად ძროხა შემოგვეგება, ერთი კი მოგვაბღავლა, მარა მერე კუდი აწია და ფუნით გაავსო იქაურობა... ამას ქვია უპატრონო ეკლესიას ძროხები დაეპატრონენო...

Image

აქვე იყო ეკატერინე ჭავჭავაძის წყაროც, სადაც წყალი არ მოდიოდა (რას შვება ადგილობრივი გამგებელი ნეტავ? )

Image

საინტერესო იყო ძველებური ხიდი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, მაგრა არასრულყოფილად. მასზე გადასვლა კი შეიძლება, მაგრამ გადახტომაა საჭირო. მისი მარცხენა ნაწილი წყალს წაღებული აქვს და.... მაგრამ მაინც საინტერესოა...

Image

მზეში სიარულისაგან გათანგულები აუზთან შევიკრიბეთ. აუზს ვამბობ, თორემ წყლის ნატამალი შიგნით არ იყო. ერთ დროს შიგნით კალმახები დაცურავდნენ, რომლებიც სულ იმაზე ოცნებობდნენ სუფრაზე რა პოზაში მოხვდებოდნენ, ეხლა კი.. ერთი სიტყვით ამ აუზთან შევიკრიბეთ და შემოსასვლელისაკენ გავწიეთ.

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Archil » 31 აგვ 2006, 20:07

გზა მანქანებით გავაგრძელეთ. აქ ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანით სიარულზე არც იოცნებოთ. მერე პროფილაკტიკაში ასჯერ მეტი დროის დახარჯვა დაგჭირდებათ, ვიდრე აქ გავლას მოანდომებთ. გზას ვამბობ, თორემ ქვების გროვას ეძახიან გზას..

Image

ამ სიარულში ვილისით (ზუბილას რომ ეძახიან - ყველგან გადისო) გაგვისწრეს ადგილობრივებმა და კაი კაი ადგილებში საცურაოდ ჩვენზე ადრე ჩახტომაც მოასწრეს.

Image

ერთ ადგილას მართლა მოგვიხდა ერთმანეთის დალოდება, რადგანაც სოფელში განთქმული გზის ნაწილი იყო და მისი გადალახვა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. დაზიანების შიშით მანქანები კახელები რომ იტყვიან "მძიმე მძიმედ" გადადიოდნენ სოფელში განთქმულ ქვაზე. შემდეგ ყველის ყიდვა რომ მოვინდომეთ, ასე მიგვასწავლეს "ის ქვა რომ არის გზაზე, ცუდი გასავლელიო, იქ იკითხეთ და იმათ თუ ექნებათ ყველიო"...

ესეც ჩვენი მანქანები, რომ იტყვიან "ვსე ვ სბორე"

Image

მაინც ვერ გამიგია, რას შვება აქაური გამგებელი? რა გგონია მე ჩავალ და მე დავუგებ ასფალტს თუ? ვერაფერი ვერ გავიგე მისი....

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
გორდი-ოკაცე

Post by mika » 31 აგვ 2006, 20:49

Archil
გუშინ დაურეკია გვალვასთვის გამგებელს.... რომ ჩამოხვალთ აწი უკეთესი ოფროუდს დაგახვედრებთო . (ნიკას არ მოწონებია)
medical student

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გორდი-ოკაცე

Post by Archil » 31 აგვ 2006, 20:55

ეს იყო ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის იქითაც სავალი ბევრი არ იყო დარჩენილი. მანქანები სოფლის განაპირას გავაჩერეთ და წყლის სანახავად გავემართეთ.

აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვხვდით ძალიან ლამაზ ადგილას, ჩანჩქერის პირას. პინკმა და დათომ მოახერხეს წყალში ჩასვლა (ერთი ჩავიდა, მეორე კი გადახტა თუ პირიქით).

Image

ქუთაისელების ხორცი შალვამ ჩანჩქერზე ხეზე დაკიდა და ისე რომ საცურაო ტრუსების (პლავკებს რომ ვეძახით) ჩაცმაც ვერ მოვასწარი, რომ მდინარეს ქვევით დავუყევით ჩანჩქერების სანახავად.


გზად მშვენიერი ხედები გველოდა....
სადა აქვს აქაურ გამგებელს შნო, თორემ მიმიქარავს ევროპა... მაგარი ადგილებია...

Image


Image

წყალი კლდეში მიიკვლევს და მშვენიერ ნახატებს ქმნის.

Image

ჩვენზე ადრე ადგილობრივ "ვილისელებს" მოესწროთ მისვლა და წყლის ამღვრევა მოეხერხებინათ უკვე. ბანაობის უკვე იქ აღარ მინდოდა, თუმცა სუფთა რომ ყოფილიყო წყალი დიდი სიამოვნებით ვიჭყუმპალავებდი.

Image

ამ გზის დასასრულს ჩანჩქერი ზემოდან და ჩანჩქერი ქვემოდან გველოდა. მათი სურათები საკმარისადაა დადებული უკვე აქ. მისახვედრაქ მხოლოდ თითო-თითოს დავდებ.

Image

Image

ა, კიდო ერთი... წამძლია სულმა...

Image

უნდა ითქვას, რომ აქ ყველა გაისარჯა.. ნინო ფოტოაპარატს არ უშვებდა ხელს (მერე კი მოუნდა საზამთრო და როდესაც ყველაფერი ორჯერ გადაღებული ჰქონდა, დაანება მეჩითოვის ხელობას თავი)

Image

გვალვამ ხომ ყველა კუთხიდან დასმოტრა ადგილები

Image

ყველაზე გულითადი მეგობრობა მაინც გვალვასა და ჩარლის შორის დამყარდა. გვალვა ხვეწნით ეუბნებოდა "წადი ჩარლი, დამანებე თავი..." ის კი ნამდვილი ჯენტლმენივით თავს არ ანებებდა მეგობარს, ბოლოს გვალვა შეეგუა ცხოვრებას...

Image


ამასობაში თბილისელი სტუმრებით (რომლებიც რატომღაც დაბოდიალობდნენ ამ ყრე-ღრეში) ადგილობრივი თხებიც დაინტერესდნენ და ზედა კლდიდან ძოვა-ძოვით მოგვიახლოვდნენ.

Image

საზამთრო დავჭერით, შევჭამეთ, ნარჩენები შევაგროვეთ, მაგი კი არა და საზამთროს წვენი რომ გამოუვიდა, გვალვას მოთხოვნით გადავრეცხეთ კიდევაც და ჩვენი ბანაკისაკენ გავეშურეთ.

დატოვებული ხორცის ჩამოღებისას მოხდა სასწაული - ჩანჩქერში ჩავარდა. ეს კი მშვენიერი მიზეზი იყო ქვემოთ ჩასასვლელად და იქ ბანაობით სიამოვნების მისაღებად. მართლა ღირდა ფორთხიალად.

იმ საღამოსვე ცეცხლი დავანთეთ და მწვადის შეწვას შევეცადეთ. სანამ ქუთაისური ხორცი ძვლებისაგან გავანთავისუფლეთ, კარგად დაღამდა კიდევაც და ჩარლიც მოსუქდა (იმდენი ძვალი გამოაყოლეს). ცეცხლში მწვადი, კარტოფილი, იქვე მოტეხილი ჭყინტი სიმინდი იწვებოდა. კარგი საყურებელი იყო.

Image

ცაში ვარსკვლავები, ჩვენს გვერდით კი კოცონი და ფარნები ანათებდნენ. ნელ-ნელა ყველა თავისი კარვისაკენ გაეშურა. ზოგიერთებმა გარეთ დაძინება გადავწყვიტეთ. ბოლოს მე და პინკი შევრჩით. ცეცხლი მიინაღვლა და ჩვენც ძილმა გვძლია.

დღეისათვის აქ დავასრულებ, თორემ აქაც დამიღამდა და არადა ძმაკაცის დაბდღეა და... კაროჩე უნდა წავიდე, ეწყინება.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გორდი-ოკაცე

Post by Gvalva » 01 სექ 2006, 00:00

არჩილ, გაიხარე!!

კაია რომ მოყევი, ბევრი რამე მეც ეხლა გამახსენდა... მუნიციპალური პლიაჟი... წყალში ჩავარდნილი სამწვადე... ჩარლისთან დამყარებული პირადი რეკორდი: ძაღლისთვის მგონი ხელი არასოდეს გადამისვია და საერთოდ 1 მეტრაზე ახლოს მგონი არასოდეს ვყოფილვარ, ეხლა მიკვირს ჩარლის როგორ შეიძლება გეშინოდეს :)

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
გორდი-ოკაცე

Post by Mao » 01 სექ 2006, 00:38

Gvalva
vaaaaaaaaaaaaaaaaaaaa! es deebi tsavikitxe? :shock: shentan da dzagltan dakavshirebit? marto magitom girda iq tsasvla :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გორდი-ოკაცე

Post by Gvalva » 01 სექ 2006, 15:15

Mao

ა, ჩარლისთან მე მგონი მარტო მე არ მქონია რეკორდები ;)

იყო ხალხი რომელსაც გარეთ ეძინა და მეორე დილას მეკითხებოდა, ეხლა ეს მე კარავში ძილად მეთვლება თუ არაო :) "ფორუმი მათთვის ვისაც ერთხელ მაინც ეძინა კარავში" :)

პინკის ჩახტომა წყალში, უფრო სწორედ, ჩახტომის შემდგომი ამბები :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]